ლოსთის დაბ დღეზე შემოვბოდიალდი და.. :დ
ლოსთი და ლეფთოვერსი უერთმანეთოდ არ იქნება <3
ემპეწრირატომ განიხილავ ძალიან ტრადიციულ, ვიწრო ჭრილში? ან გგონია, მე ვსაუბრობ რწმენაზე,
როგორც წმინდად რელიგიურ ფენომენზე. მე რწმენას მარტო რელიგიების საზღვრებში არ აღვიქვამ
და არც ადამიანის ურწმუნოდ ცხოვრების მჯერა. არ ვიცი შენთვის რწმენა რასთან ასოცირდება:
რელიგიურ კოდექსებთან (ბიბლია, ყურანი..) და ყოვლისშემძლე სუბიექტთან ასოცირდება, მეიბი,
რომელიც მილიარდ გალაქტიკიან სამყაროში, ადამიანებს ცხოვრების სცენარებს გვიწერს და გვტესტავს.
და ამ გაგებით ნამდვილად არ მიგულისხმია არც ღმერთი და არც რწმენა. მგონი, განვმარტე კიდეც.
წინა გვერდებზე დავდე ლინდელოფის ინტერვიუ და ამ სერიალის ერთ-ერთი ინსპირატორი მისთვის,
ამერიკაში გავრცელებული, ჩვეულებრივი ადამიანური ტრაგედიაა.
კონკრეტულ ინტერვიუში ქარიშხლები იყო მაგალითად მოყვანილი.
_ წარმოიდგინეთ, რამდენი კარგავს საყვარელ ადამიანებს სტიქიების დროსო _ დანაკარგის ჰიპოთეტურად განცდა შემოგვთავაზა.
ცოტა ხნით მისტიურ გაქრობებს შევეშვათ და, ჩვენს მატერიალურ სამყაროში, ახსნადი მოვლენების მაგალითზე გადმოვიტანოთ:
შენ წარმოგიდგენია დედა, რომელსაც ახალშობილი უკვდება ან ადამიანი,
რომელიც მთელ ოჯახს კარგავს, ვთქვათ, ავტოკატასტროფაში, როგორ ზის და რაციონალურად აანალიზებს პროცესებს:
„სტატისტიკის თანახმად, ამდენი % იღუპება მსგავს ვითარებებში, ამჯერად მე შემეხო.
სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამ? ხდება ხოლმე.“
გინახავს ასეთი ადამიანი ან წარმოდგენა შეგიძლია ამის?
ჩვენ არ ვართ განვითარების იმ ეტაპზე, რომ ჩვენი არსებობის დასაბამსა და დასასრულზე შეკითხვებს უტყუარი პასუხები გავცეთ.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვები და მოსაზრებები არ გვაქვს. ყველა ჩვენგანის მოსაზრება ამ თემებზე,
ვინ არის და საიდან ან რისთვის მოვიდა და სად წავა, რწმენაა. შენს მეგობარზეც რომ ყვები, ესეც მისი რწმენაა,
რისთვის ღირს ცხოვრება, საიდან იწყება და სად სრულდება ის. თუმცა მანამდე ყველა ვეძებთ დასაბამს.
სანამ “ღმერთს მოკლავ” და დაივიწყებ, ჯერ უნდა იპოვო. არა მაინცდამაინც რელიგიებში წარმოდგენილი ღმერთის სახება.
ჰოდა ყველა ადამიანს აქვს ეგ რწმენა, რისთვის ცხოვრობს: ერის თუ ბერისთვის, საკუთარი თავის თუ ოჯახისთვის,
დიდების თუ სახელისთვის, სულიერ-ინტელექტუალური განვითარების თუ მატერიალური ცხოვრებით ტკბობისთვის,
შიდა თუ გარესამყაროს შესაცნობად. ზოგს ტრადიციებით, ზოგს რელიგიებით გადმოცემული; ზოგს მოძიებული და აღმოჩენილი; ზოგს მეინსტრიმის საპროტესტოდ მიმართული... რწმენაა ეს ყველაფერი და არა ცოდნა და ექსპერიმენტებით გადამოწმებული ფაქტები, რომ, აი, ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ადამიანი ამისთვის იბადება, ან აზრი საერთოდ არ არსებობს.
ძალიან მაინტერესებს, კოლოქვიუმებს და რეფერატებს რომ წერთ და პროფესიებს ეუფლებით, სუფთა ჰაერის სუნთქვა რომ გვინდა, ეკოლოგიური პროდუქტების ჭამა, ქოლესტერინის დონის კონტროლი თუ ფიზ-კულტურა და აქტივობებით დაკავება,
რომელი ექიმი იძლევა იმის გარანტიას, რომ ხვალ მანქანა არ დაგარტყამს ან თავში აგური არ დაგეცემა?..
საიდან იცით, რომ ხვალ თვალს გაახელთ საერთოდ? არაფერიც არ ვიცით და ვერც გვეცოდინება
გვწამს და იმედი გვაქვს. ასე რომ, რწმენა გაცილებით დიდი საიდუმლოა, ვიდრე აღმსარებლობა,
კონკრეტული კონფესიებისადმი კუთვლინება, რელიგიური რიტუალები და ა.შ.
თავის მხრივ, რწმენა ისაა, რაზეც იმედი დგას. ვისაც არც ერთი აქვს და მის გარეშე მეორეც ვერ ექნება,
გულწრფელად მხოლოდ და არ თვალთმაქცობს!, საკუთარი სურვილით ტოვებს ამ ქვეყანას.
იმიტომ რომ თუ არაფრის სწამს, ვერაფრის იმედი ვერ ექნება და თუ არაფერი ეიმედება,
ყოფნა-არყოფნაც არათუ არაფერს უწყვეტს, ყოფნა უაზრო ტვირთად აწვება.
როცა ადამიანი ისეთ ფუნდამენტურ დანაკარგს განიცდის, რაზეც მისი იდენტობის დიდი ნაწილია მიბმული,
სუბიექტური გადაწყვეტილების გაპრავება კიდევ შეუძლია, რატომ გააქრო კონკრეტული ვიღაც თავისი ცხოვრებიდან,
მაგრამ როცა ეს ობიექტური მიზეზებით ხდება, რაც თავად არ გადაუწყვეტია და რაზე ზემოქმედებაც არ შეუძლია?
მისი რწმენა, რითაც აქამდე ცხოვრობდა, როგორც მინიმუმ, წუთით მაინც, ეჭვქვეშ დგება,
სერიოზულ რყევებზე და საერთოდ ჩამოშლაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჰო, ნარჩენებში მეორეხარისხოვანია, სად მიდიან „გამქრალი“ ადამიანები, არსებობს თუ მრავალგანზომილებიანი სამყარო,
სამოთხე და ჯოჯოხეთი, აფთერლაიფი და ა.შ. ეს სერიალი ადამიანებზეა, აქ და ახლა, _ როგორ დანაწევრებულად გრძნობს თავს ის,
ვინც დარჩა, როცა აღარავის დედა, მამა, შვილი, და, ძმა, ცოლი, ქმარი, საყვარელი, მეგობარი აღარაა.
ვისაც აღარავინ ჰყავს და ვინც აღარავის ჰყავს. ადამიანებზე, ვისთვისაც საყვარელი ადამიანების არა საკუთარი სურვილით დაკარგვა,
თუნდაც სრულიად კონკრეტული ობიექტური მიზეზით, ამოუხსნელი გაქრობის ტოლფასია.
მაგალითად, ლორი არ გამქრალა, მაგრამ კევინის და ჯილისთვის ის დაკარგულია და ისინიც ნარჩენებად გრძნობენ თავს.
ზუსტად ამ დროს იწყებენ ადამიანები ჯერ რეფლექსიურ უკუსვლას და ბოლოს წინსვლას,
იმ მიღწევადი მიზნების ძებნით და დევნით, რომელიც ახსენე. როდესაც გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცულობენ;
როდესაც სულიერად ვითარდებიან; როდესაც წმინდანთან ჩასახუტებლად ჩადიან; როდესაც კითხულობენ,
მუსიკას უსმენენ თუ ხატავენ; მენტალურ თუ ფიზიკურ მოგზაურობაში მიდიან; საყვარელ ქალს კონტინენტზე სურათით დაეძებენ; აბორიგენების სარიტუალო სიმღერებზე ნადირობენ _ ეს ძიება არა სასოწარკვეთით, არამედ, პირიქით,
იმედით არის ნაკარნახები, რომელსაც საფუძვლად რწმენა უდევს, რომ შენს ყოფნად არჩევანს აზრი აქვს.
ასე რომ, „რატომ ვართ აქ?“ თუ „რატომ ვართ ჯერ კიდევ აქ?“ _ ორივე კითხვის გაპრავება რწმენას მოითხოვს.
რამდენიც არ უნდა ვატრაკოთ ლოგიკის და რაციონალიზმის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებასა და უპირატესობაზე,
არის ბევრად უფრო დიდი, ამოუხსნელი რაღაცები, რასაც ადამიანის გონება ვერ ერევა და ლოგიკის ფარგლებში ვერ სვამს,
და მათ შორის, რწმენა, ადამიანის უმთავრესი, საბაზისო საიდუმლოა. ბოლოს და ბოლოს, პლაცებოს ეფექტს მარტო რწმენა ამუშავებს, მეტი არაფერი. პ.ს. არა მაინცდამაინც რელიგიური ღმერთის რწმენა. ძალიან მეეჭვება, პაციენტები კვლევების დამადასტურებელ დოკუმენტებს მოითხოვდნენ, როგორ იქმნება „სასწაულებრივი აბი“ და აბა, არიქა, ციფრებში სტატისტიკა მომაწოდეთ, რამდენს უშველა... სწამთ და შველის.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ ორივე სერიალი იმაზეა, როგორ ეძებენ დაკარგული და ნარჩენი ადამიანები რწმენას
და ორივე ზუსტად მაშინ სრულდება, როცა მას პოულობენ.
ჰოდა ზოგი ღმერთს ეძახის, ზოგი სულიერ სიმშვიდეს,
ზოგი განვითარებას, ზოგიც ცხოვრების აზრს...
მაგრამ უკლებლივ ყველა მაგას ეძებს
ორივე სანახავია! ორივე დიდებულია! და მაინც, ლოსთი უფრო დიადია