ის კაცი კოშკურაზე რო ზის მერფის ბიჭს საჭმელი რო მიაქვს, დასაწყისში თუ გახსოვთ წერილს ატანს ავსტრალიაში გასაგზავნად, კევინის მამა ავსტრალიაშია საინტერესოა კავშირი მაგათ შორის.
ვობშემ ეგ მერფის ბიჭი საინტერესო ტიპაჟია, მღვდელის გზაზე დგას ოღონდ ბევრი უკლია ჯერ კიდევ. ის ამბავიც ხო იცოდა და მზად იყო ბაბუ რო თავს მოიკლავდა, შეწუხებული გადის ოთახიდან თავიდან რო ჩხუბობენ სანამ კევინი მოვა, მარა მერე მშვიდად ბრუნდება და მიათრევს გულგაჩერებულ კევინს.
იუმორი ნამდვილად გაზრდილია ამ სეზონში და ძალიან უხდება, ჯერ მარტო ის კაცი რად ღირს თხებს რო დაათრევს, სლაიდშოუს დროს რო შემოათრია ისევ წყნარად რო უპირებდა დაკვლას და მერფის ქალმა რო გაჭედა, სასწაული იყო, ჩახადა მთელ მირაქელის საზოგადოებას. მერე დიალოგი მაგას და ნორას შორის ხო საერთოდ.
ოფენინგს რაც შეეხება წინა მირჩევნია მე პირადად ბევრად. სულ ბოლომდე ვუყურებდი ხოლმე და გამზადებდა სერიალისთვის მძიმე და ზეციური ფრესკები. ეს ვაბშე სხვა თემა, ვცადე დამემუღამებინა ვითომ სურათების ნატურალიზმით მარა ვერა რა. სუ ვახვევ ხოლმე

პირველ სეზონს რაც შეეხება ნუ კითხვა უამრავია მარა ეს National Geographic-ის ჟურნალის თემა მაინტერესებს, ისიც საინტერესოა როდის იყო მამამისი სატუმროში. მეცხრე სერიაში კევინა რო სიგარეტს აბოლებს, გამგზავრების დღეს, და ბომჟი ქალები გაუჩერებენ მანქანით არ მოდიხარო? ეგ სიმბოლოც მაგიჟებს და ვერ დავაკავშირე ვერაფერთან.
ერთი თეორია წავიკითხე თავად გაუჩინარების მიზეზის შესახებ, ყველა გმირს (რა გამგზავრების სცენებიც ვნახეთ) თავად სურდა იმ კონკრეტულ მომენტში რომ ის კონკრეტული ადამიანი გამქრალიყო.
1. ნორას მომენტი როცა ბავშვები ტირიან, მამა არაფერს აკეთებს თვითონ კიდე ტელეფონს ვერ პასუხობს
2. ბავშვის მომენტი რომელიც ტირის მანქანაში
3. კევინი იმ 2 წამის შეხვედრილ ქალთან რო ბუინობს დანაშაულის და შიშის გრძნობა აწუხებს იმიტო რო ცოლს ღალატობს და უნდა რო ეს ქალი გაქრეს
4. ლორი ბავშვს ელოდება ამასაც შიში და დანაშაულის გრძნობა აწუხებს ქმრისთვის არ უთქვამს ჯერ და არც ეუბნება
5. იმ ბებერი ცოლ-ქმრის სცენა კი არ გვინახავს მარა დაუნის სინდრომით იყო დაავადებული მაგათი შვილი და ადვილი გამოსაცნობია რომ იმ მომენტში უნდოდათ რომ უბრალოდ გამქრალიყო.
სხვა არ მახსენდება, ასე თუ ისე საინტერესო თეორიაა და იმსახურებს არსებობას