ახლა მოვრჩი პირველ სეზონს.
წინა გვერდზეც დავწერე, მეორე სერიის მერე არ ვაპირებდი გაგრძელებას და კიდევ კარგი ვნახე დანარჩენი სერიები. ძალიან კარგი სერიალია თავისი პერსონაჟებით, მუსიკით, გადაღებით და დიალოგებით. ერთ-ერთი კიდევ რაც მომეწონა, პერსონაჟების თემაა, როგორც ლოსთში იყო, სხვა სერიალებში, რასაც ვუყურებ, არ არის ასეთი რამ და რაღაც მხრივ მახსენებს ლოსთს. სიუჟეტს რაც შეეხება, ცოტა არეული მგონია, უფრო სხვა რაღაცაზეა აქ აქცენტი გაკეთებული.
იყო ბევრი კარგი მომენტი, მაგალითად ვეინის და ნორას ჩახუტება, კევინის ცოლის ამბები და საერთოდ, მეცხრე სერია. ფინალურ ეპიზოდში ხალხის და თეთრების დაპირისპირება რომ ეჩვენებინათ ცოტა სხვა მხრივ, არ იქნებოდა ცუდი იმო.
მოკლედ, ხვალ ვიწყებ მეორე სეზონს

რა სიუჟეტით წავა ეს სეზონი, ძაან მაინტერესებს.
რაღაცეები ვერ გავიგე და იმედია მეორე სეზონში გავერკვევი. სპოილერში დავწერ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აზიელი გოგოების ამბავი დამრჩა გაურკვეველი. კიდევ იმ ხმებთან მოლაპარაკე კაცს ვერ გავუგე ვერაფერი, პირველ სერიაში ძაღლებს რომ ესროდა.
This post has been edited by illmatic on 11 Feb 2016, 17:57