პირველ სერიას ორჯერ ვუყურე და ორივეჯერ მივატოვე. მესამე ცდა გადამწყვეტი აღმოჩნდა. სერიოზული სერიალია, სცენარი, გადაღება, პერფორმანსი, გაფორმება, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. პირველი სეზონისგან მოხიბლულს მეორე ნაკლებად საინტერესო მომეჩვენა, პირველი ეპიზოდიდან გამომდინარე, მაგრამ საბოლოო ჯამში პირიქით აღმოჩნდა. ბოლო სამი ეპიზოდი ერთმანეთზე კარგია. ველით მესამე სეზონს.
მაქს რიხტერის მუსიკა მართლაც საოცრებაა, ძალიან უხდება სერიალის განმავლობაში შექმნილ ფონს. გარდა მაგისა, where is my mind-ის პიანო ვერსიაც ასწორებდა.
მეტ ჯეიმსონის სცენაზე იყო ეს სიმღერა, თუ სწორად მახსოვს. ძალიან მომეწონა.
მიმაგრებული სურათი