Remind
გადავხედე გამოხმაურებებს - მადლობა მეორე სეზონისთვის. განსაკუთრებით მაგარი სეზონის ფინალური სერია იყო - ხიდის სცენა. ბიძგი ხალხს, რომ არანაირი გამანადგურებელი იარაღი, ზე ძალა ან რაიმე სხვა დახმარება არ ჭირდებათ. მთავარი ძალა ისევ მათშია. თუ ამას იპოვიან და მთავარ ოპტიმალურ მიზანს გამოკვეთენ ერთიანობაში.
ამასთან ერთად ნორა და ბავშვის სცენა. დიიდი უწყვეტი დამანგრეველი ემოციაა. შენ ცდილობ ამ ბავშვის გადარჩენას, ვინმემ რომ არ გადაუაროს. თავადაც კინაღამ გადაუარეს. ტომის გამოჩენა. არადა ეს მომენტი უკვე კარგი იყო, აქ რომ დამთავრებულიყო უკვე კარგი ფინალური სერია იქნებოდა. მაგრამ ჯერ სად ხარ მთელი სიშლეგეა წინ - და საბოლოოდ ამბის შეკვრა.
ეს წმინდა მერის შვილის ამბისგან კიდევ რას გაშლიან უცნობია. რომლის ბავშვის ჩასახვის ამბავი მაინც ეჭვებს ტოვებს. მიუხედავად იმისა რომ გვითხრეს გაიღვიძა მეთსის მიხედვით. მაგრამ ზედმეტად კეთილი მგონია ლეფთოვერისთვის :დ მაინც - There are no miracles in Miracle
ფინალური მეორე სეზონისა უკეთესი იყო ჩემთვის.
მთლიანობაში მე ამხელა სხვაობა ამ სეზონებს შორის ვერ დავინახე. ამ მომენტში მაინც პირველი სეზონი მძლევს. შემდეგ ნახვაზე არ ვიცი რას ვიფიქრებ.
პირადი სიახლოვე მაქვს ამ თემას, განწყობებთან თუ რა არ ვიცი. მაგრამ პირველი სეზონის პირველივე სცენიდან ჩავყვვინთე ამ სამყაროში. თითოეული სცენა ძვირფასია. ალბათ შესაბამისი განწყობა ან მდგომარეობა გჭირდება ეს სიმძიმე, ტკივილი,, უსასოება - სიციარიელე, ყველაფრის უმნიშვნელობა რომ შეიგრძნო. არცერთ ეპიზოდს, არ სცილდება ეს სასიამოვნო განცდა.
განსაკუთრებით პირველი სრული სერია ნორას შესახებ. იმდენად სრულყოფილია, ამაზე მძლავრი და ყოვლისმომცველი რა უნდა იყოს.
.......
ნორა და თანმდევი გიჟები
ნორა ლენგ შესრულება. ამ მომენტში ნორას ემოცია აჩვენებს მთელ აბსურდულობას. ჯერ სერიოზული საუბარი შემდეგ ასკვნის რა ტიპის "მეცნიერებთან" აქვს საქმე - ამოისუნთქებს - ამოისუნთქებს. რაღაც სერიოზული რომ გგონია და გიხარია, რომ არაფერი არ აღმოჩდება.
შემდეგი რეაქცია - სიცილი აზაზელო ეშმაკმა შეგიპროო. და ტირილში გადასული სიცილი. ყველა გიჟი ამას გადაეყარა. არავინ არ ინდობს, ყველა მის უმძიმეს ტკივილს უტყავს.
This post has been edited by rati nwt on 9 Apr 2017, 04:05