ვუყურე და პოსტის დაწერა დამვიწყებია

მოკლედ, მშვენიერი დასაწყისი იყო, რასაც ელი ამ სერიალისგან სულ იმას იძლევა რა, ყოველ შემთხვევაშ იმედს არ გიცრუებს
რიდლერს მგონი ამ სეზონშიც ნელა უპირებენ განვითარებას, ალბათ ფინალისკენ, ან მიდ-ფინალისკენ გააძრობს რამე მნიშვნელოვანს, ჯერ საკუთარ თავში გარკვევები ექნება
პინგვინი და ვიქტორი არიან ერთად ძაან ტიპები. ცელ-ცალკე ჰო ორივე როგორ მევასებოდნენ და ერთად კიდე გონებას უხარია მაგათი დანახვა

ესე მგონია, რომ ბარბარა ამ სეზონში ისე აღარ შეგვზიზღდება, როგორც წინაში. უფრო იმიტომ რომ აქამდე გაურკვეველი ამაზრზენი არსება იყო, რაც კი გადაწყვეტილება მიიღო ყველა არასწორი და უაზრო გამოდგა და გორდონთანაც ძაან იდიოტობები დადო. ეჰა კიდე ჯერ ერთი უკვე გვეზიზღება და უარესს ვერ იზამს და მეორეც ვილანის როლს რო მოირგებს ლოგიკური მაინც იქნება მაგის გადაწყვეტილებები

გორდონი ძაან რამეა, უკვე სერიალის სტილად იქცა რო პაუზის მერე გამოსული სერიაა, თუ ახალი სეზონია, ყოველთვის გორდონის ჩამოქვეითებით უნდა დაიწყოს

ნახევარი სეზონი მაინც გველის მაგის სინდისის ქენჯდენბი და იმედია ძაანაც არ გაწელავენ. შეგვჭამა მაგან თავისი მორალით მარა თან როგორ გინდა რო გაამტყუნო... ტიპი იმენა სტარკია

(აქვე, ბულოკ დაბრუნდება იმედია :3 )
ჯოკერს ძაან არეგულარპერსონაჟებენ მგონი და ცუდია ეგ. ხან და ხან გამოაჩინონ, გაგვიხარდება. გამოზოგვა უხდება მაგ პერსონაჟს.
ისე, ბრუსი მომეწონა. იმედია ამ სეზონში ეგრე გააგრძელებენ, წინაში ძაან რბილი ტიპი იყო. ეჰა გორდონსაც სწორი რჩევა მისცა და მოკლედ, ემსგავსება ნაცნობ სახეს ^^
ჰო და კიდე, მე, როგორც ყოველთვის, დაველოდები და სიხარულით შევხვდები ჰარვი დენტის გამოჩენას
(სტატიებიც კი არ დავსერჩე იმაზე, ამ სეზონში გამოჩნდება თუ არა, მოლოდინის უფლებას მაინც ვინარჩუნებ, თან ახალი სეზონის პოსტერებშ იყო)

This post has been edited by Whittaker on 19 Sep 2015, 15:47