რა არ მომეწონა :დდდდ
სანსას იგივე კაბა ეცვა რაც ქინგს ლენდინგში, არადა პირდაპირ ქორწილიდან გაიპარა o_O
ხელზე ისევ ლანისტერების ბეჭედი უკეთია თუ დააკვირდით... ????
პეტირს ნათესავები არ ჰყავს (როგორც ვიცით), რანაირადაა ელეინი მისი ძმისშვილი? ან რობინს როგორ გაანდო, რომ ელეინი სინამდვილეში სანსაა? საკუთარ თავს ამხელა საფრთხის ქვეშ დააყენებდა ვესტეროსის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და რობინს ენდობოდა?
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, Eyrie წინა სეზონში სულ სხვანაირი იყო, ახლა სულ სხვანაირია.
... რა უქნეს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სთორილაინს :დდ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ან თმა რატომ არ შეუღებეს შავად?
თითქოს უმნიშვნელო ცვლილებებია, მაგრამ წიგნში ბეეევრად უფრო საინტერესოდ ხდება ყველაფერი.
არ ვამბობ რომ ყველაფერი წიგნის მიხედვით უნდა იყოს, ზოგი რამე სერიალში უფრო მომწონს. უბრალოდ იმის მაგივრად რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ, აფუჭებენ.
რაში სჭირდებათ ასე უაზროდ გადაღება არ მესმის