ტირიონმა სულ ელემენტარულად შეძლო მაგისი გამოჭერა.
5 მეფის(რეალურად 4-ის) ბრძოლაზე უარესი ამბები წავა მგონი.
ორი დაპირისპირებული მხარე:
მეფის ხელისუფლებას რეალურად ტირელები იცავენ, ყველაზე დიდი ძალა ვესტეროსში. ასევე დასავლეთი(რაც ტაივინის დროს იყო, იმისი ჩრდილი თუ იქნება ახლა), სამეფო მიწები და შტორმის მიწების ნაწილი ალბათ.
მაგათ წინააღმდეგ ეიგონი ოქროს მახვილებისა და სავარაუდოდ დორნის მხარდაჭერით(სხვა შემთხვევაში განწირულია და არ მგონია ასე უცებ დასრულდეს ამხელა გეგმა.
+ დორან მარტელს დიდი დრო აღარ დარცა და სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია მისთვის.
ტან მარკებზე დორნის არმია დგას. ოქროს მახვილებთან და შტორმის მიწების ლორდების ნაწილთან ერთად სერიოზული არმიის ფორმირება შეიძლება.
დედაქალაქზე წასვლას ვერ შეძლებენ(ტარლიც და მეის ტირელიც თავიანთი არმიებით იქ დგანან, სერიოზული ძალაა), მაგრამ შტორმის მიწების დაკავება თავისუფლად შეუძლიათ.
აი მერე რა იქნება არ ვიცი.
გრეიჯოები ჩამოიწერნენ ფაქტიურად. რკინის ფლოტის გარეშე ზღვაზეც კი ვერ გაქაჩავენ, ხმელეთზე კი არც არასოდეს იყვნენ ძლიერები.
აი ლანისპორტის ბლოკირებას უპრობლემოდ შეძლებენ.
არბორის ფლოტი ტირელების მიწებს დაიცავს, ლანისტერებისას მეეჭვება

დენი თამაშგარეა, ჯერ-ჯერობით მაინც.
არინებს მთლიანად აკონტროლებს ბეილიში და მალე გადაულოცავს ერთ ყმაწვილს, რომელსაც ასევე გააკონტროლებს, დარწმუნებული ვარ.
მდინარის მიწები ბეილიშისაა, მაგრამ...
თუ მოინდომა ბეილიშმა, გადაიყვანა არინების არმია, დაკიდა ფრეები კვერცხებით... კი მიემხრობიან სიხარულით. მაგრამ მეეჭვება ეგ ქნას, ჯერ ადრეა.
გარდა ამისა, ჩრდილოეთში რა ხდება, გასარკვევია.
სტანისი უნდა გამოძვრეს ყველა ვარიანტში, ისე უსამართლობა იქნება. არინების არმიას შეუძლია ბოლტონის დამარცხება, მაგრამ რაში აწყობს ბეილიშს სტანისის დახმარება?
აი სტანისმა თუ მონახა დაქირავებულები... ზამტარში, ჩრდილოეთში ძალიან გაჭირდება საბრძოლო მოქმედებები.
ბეილიშმა რა უნდა გააკეთოს ვერ ვხვდები. თამაშგარე რომ არ დარცება, კი ვიცით.