აი მართლა არ მესმის როგორ შეძლეს ფინალის ასე გაფუჭება
ბრანის ისტორია სერიალში ისეთი უაზრო და პრიმიტული ჩანს, საერთოდ სად დაბოდიალობს, რა უნდა, ან ჯოჯენი რატომ მოკლეს ვაჰჰ
ჰაუნდს ვინც თამაშობს იმდენად ცუდი მსახიობია, რეაქცია არ მქონია მის ხვეწნა-მუდარაზე
შეის მსახიობმაც გააფუჭა თითქოს სცენა
ეს რა იყო, უფრო ემოციურს ველოდი, პიტერისგანაც, მაგრამ ცუდად იყო სცენარი დაწერილი. არანაირი მუსიკალური გაფორმება არ ჰქონია
აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ ცუდ ფინალს
აუცილებელი იყო დაენერისის დრაკონების დამწყვდევის სცენა 5 წუთი გაგრძელებულიყო? ეს დრო რომ სხვა რამისთვის დაეთმოთ, ან სტანისი უკეთესად ეჩვენებინათ ( არ მიყვარს ეს პერსონაჟი მაგრამ ისე გვაჩვენებენ თითქოს საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი), ან სანსა და პიტერი გამოეჩინათ შუა გზაზე რომ გაუწყვიტეს სთორილაინი
და ფინალში როგორც ალბათ უმრავლესობა სულ სხვა რაღაცას ველოდი, არია მიყვარს მაგრამ როცა ამხელა შანსი აქვთ რომ სეზონი ეფექტურად დაასრულონ, ყველა ააალაპარაკონ და ასე ასრულებენ... უჰჰ
არადა მართლა არ მიყვარს წიგნს რომ ვადარებ და ვწუწუნებ და რაღაცეები სერიალში უფრო მომწონს. მაგრამ იმედგაცრუებული ვარ და ნერვები მეშლება