ჩააფლავეს სერია, აბსოლუტურად ყველა ეპიზოდში.
მეცხრეს უნდა დაემტავრებინა წესით და არა ასეთ ###ობას.
წიგნიდან გადახვევა მომწონს, როცა კარგადაა გაკეთებული.
აი მაგალითად სცენა დრედფორტში. კი დავწერე, ასე ვერ შეაღწევდნენ და სისულელე იყო მეთქი, მაგრამ ძალიან კარგი სცენა გამოვიდა.
ძალიან გაასწორა ტორნეს სცენამაც. კი ვიცი წიგნში რაც იყო, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყვანეს აქ. როგორც კი გაიგო ციხეს უტევდნენ, მაშინვე ჩავიდა დაბლა, მერე რომ დაინახა ტორმუნდი ძლიერი მებრძოლი იყო და ხოცავდა გუშაგებს, თვითონ დახვდა... ასეთი გადახვევები სასიამოვნოა და მინიმუმ აზრიანი მაინც.
აი მეათე სერია...
100 000-იანი ურდო მოადგა კედელს და ბანაკში 50 კაცზე მეტი არაა
წესით ამ ურდოს ცენტრში უნდა იყოს მანსის კარავი, საიდანაც ადვილად მართავს და თან ყველაზე დაცული ადგილია.
წიგნში ეს ბრძოლა კარგადაა, გუშაგებმა გაუხსნეს გზა სტანისის არმიას(ალბათ მანსის მზვერავები ჩახოცეს, როგორც ბრინდონ ტალი აკეთებდა, რობის არმიას რომ უხსნიდა გზას), მოულოდნელად დაარტყა სტანისმა, ძალიან გვიან შეამჩნიეს.
თან ნამდვილი ბრძოლა იყო, ცდილობდნენ შუბოსნების დაწყობა მოესწროთ, წინააღმდეგობას უწევდნენ ყველგან, მანსმა კავალერიით კონტრ შეტევაც სცადა, გიგანტებიც იბრძოდნენ...
მაგრამ სტანისის არმიის უკეთესმა აღჭურვილობამ, მომზადებამ და მოულოდნელობის ეფექტმა თავისი ქნა.
აქ კიდევ სამარშო კოლონით დაადგა თავს. როგორ ვერ უნდა შეემჩნიათ, არ ვიცი.
და ძაღლის სცენა კიდევ...
აშკარაა ძაღლი პატრონობს არიას, რა ჩემი რაღაც უნდოდა ბრიენას, ხმალი რომ გაუძრო?
ან რატომ უნდა ენდოს არია ან ძაღლი არსაიდან გამოჩენილ კეთილ ფერიას?
და ტან რომ აჯობა...
ბრიენა შოკირებული იყო, დასუსტებულმა ჯეიმიმ როგორი წინააღმდეგობა გამიწიაო, რამდენჯერ გაახსენდა. ძაღლს შუაზე უნდა გაეპო წესით. სულაც არ იყო იმ ნაკბენისგან ასე დასუსტებული. ცუდად რომ ყოფილიყო, ჯავშანს მოიხსნიდა, ვერ იმოძრავებდა ასე.
და სერსეისა და ტაივინის სცენა კიდევ
ჯინმა რომ იგრიტი დაწვა ჩრდილოეთით, ეგ ვაბშე... რა თქვა, რატომ ვაკეთებ ამასო?
და ბოლოს ტირიონის სცენა, სეზონის მთავარი ინტრიგა უბრალოდ ამოიღეს.