მაგას რას მიხსნის კაცო ჰაუნდი რომ ცუდი იყო

ჰაუნდმა ეგეთი სიკვდილი კი არა სარზე გაცმაც დაიმსახურა შეიძლება, მაგრამ მერე არიას გადმოსახედზე მაქვს საუბარი და არა თემიდასი.
როცა მასთან ერთად დადიხარ, მასთან ერთად იცავ თავს, ჩხუბობ სხვებთან, მასთან ჭამ, ჭრილობას უხვევ, ეხმარები, მძინარეს არ კლავ და
ზურგით მდგომს მახვილს არ აძგერებ, ამ მოცეულობის მერე არიას ასეთი საქციელი იყო პერსონაჟის გაბანძება.
კაკ რას თუ ვინმე ექცევა სხვებს არა სხვისი დამსახურების, არამედ საკუთარი ღირსების შესაფერისად, ეს სტარკები არიან და ეს რგოლი დაარღვია არიამ.
წიგნშიც ასეაო და დალშე იქ უფრო ხატოვნად თუ წერია მაგას არ აქვს მნიშნველობა. ფაქტია თვითონ უღიმღამო ჩემი აზრით.
ანალოგიურად ტაივინის სიკვდილი. აქაც არავინ დავობს რომ მოსაკლავი იყო, მაგრამ ეს სიკვდილი იყო უხეირო მცდელობა იმისა,
რომ ტაივინისნაირი ტიპი მაყურებელს ნიფხავჩახდილზე მიბრედილი დაამახსოვრო.
ნუ კაი რაააა.... განა ვინმე რიგითი პერსონაჟი, ტაივინი!

გინდ ავტორის ხუშტური იყოს და გინდ სერიალის ქრიუსი, მაინც მთხლეობაა.
ტიპი რომელიც 4 სეზონის მანძილზე ერთხელაც არ გაბანძებულა და გაპახაბნებულა როგორც პერსონაჟი და
მიუხედავად ნეგატივის დასტოინსტვა არასდროს აკლდა, ბოლოს ნაჩქარევად და ფართხაფურთხით გასრისეს. ეზიზღება ამ ტიპს ეს მამები და ჰაა )
ზოგადად არ ევასება ტიპს პარსონაჟების "კარგად" მოკვლა. რაღაც გასასრესი ჭიაყელების დამოკიდებულება აქვს ადამიანებისადმი
და რამდენადაც ინტრიგისა და დაძაბულობის ხიბლი აქვს ამას, იმდენადვე მომაბეზრებელია კარგი და ცუდი პერსონაჟების ერთნაირად პრიმიტიულად ამოხოცვა.
ნუ ახლა ჭილაძესავით ან შექსპირივით ზებუნებრივად და მხატვრულად განიხილოს სიკვდილის ფენომენი და თითო კაცის სიკვდილი ცალკე წიგნად ღირდეს მეთქი არც მაგას ვამბობ

მაგრამ ასე ძიშოვადაც ზედმეტია. ნუ მე არ მომწონს, თუმცა ბევრს შეიძლება სწორედ ეს მომენტი ხიბლავდეს
This post has been edited by SCO on 18 Jun 2014, 23:50