boroti-samariteli
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 186697
რეგისტრ.: 27-May 14
|
#41210851 · 8 Jun 2014, 03:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარტელი დორნის მმართველი გვარია, მათი მთავარი ციხესიმაგრე - მზეშუბი (Sunspear). მარტელების გვარის სიმბოლო წითელ მზეში გატარებული (ნატყორცნი, გაყრილი, ნაჩხვლეტი, ნაბურღი :დდ) ოქროს შუბია ნარინჯისფერ ფონზე. მათი სიტყვებია „თავმოუხრელნი, მუხლმოუდრეკნი, გაუტეხელნი“. მარტელი დორნის მმართველი ერთ-ერთი გვარი იყო, ხოლო დორნი წვრილი სამეფოებისგან შედგებოდა. როდესაც როინარების ლეგენდარული მეომარი დედოფალი, ნაიმერია ათი ათასი გემით დორნში შევიდა, მან სანსპეარის (მზეშუბის) ლორდზე, მორს მარტელზე იქორწინა. მათ ერთად დაამარცხეს მორსის დორნელი მეტოქეები და დორნი ნაიმეროს მარტელის სახლის მმართველობის ქვეშ გააერთიანეს. როინარების წეს-ჩვეულებების გავლენით დორნში მემკვიდრეობა შვილებს გადაეცემათ პირმშოობის მიხედვით, სქესის მიუხედავად. ასევე როინარების გავლენით მმართველები თავს „პრინცად“ მოიხსენიებენ, და არა „მეფედ“. დორნმა ყველაზე ბოლოს მიიღო ტარგარიენების მმართველობა ამ ორ სახლს შორის ქორწინებით. მას შემდეგ ნაიმეროს მარტელები დორნს რკინის ტახტზე მჯდომი მეფის სახელით მართავენ და დორნის პრინცის ტიტულს ინარჩუნებენ.
ტარგარიენთა ომები ეაგონ დამპყრობელი თავისი დაპყრობითი ომების ბოლოს დორნს მიადგა. მისი ჯარი თითქმის მთლიანად დაიხოცა უდაბნოს პარტიზანულ ომებში, სადაც ეაგონის დრაკონები ვერაფერში გამოდგებოდნენ. როცა ეაგონ დამპყრობელი მიხვდა, რომ დორნის აღება ძვირი დაუჯდებოდა, მან არჩია, მარტელები დამოუკიდებელ მმართველებად ეღიარებინა. ვესტეროსის 7 სამეფოდან მხოლოდ დორნმა შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. რამდენიმე უშედეგო ომის შემდეგ (ყველზე გამორჩეული დაერონ I-ის ომი იყო) დორნი საბოლოოდ შეუერთდა 7 სამეფოს ორს სახლს შორის ქორწინებით. კავშირი ორმხრივი იყო - მომავალი მეფე დაერონ II პრინცესა მირა მარტელზე დაქორწინდა, ხოლო მოგვიანებით პრინცი მარონ მარტელი - დაერონის დაზე, დაენერისზე. დაერონ II-ის მმართველობის დროს მისი ცოლის, მირა მარტელის გავლენით წითელ ციხესიმაგრეს აშკარა დორნული ელფერი დაეტყო. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ბევრი წარჩინებული გვარი შეუერთდა დაერონის წინააღმდეგ გამართულ „შავი ცეცხლის აჯანყებას“ (Blackfire Rebellion). მარტელები დაერონს უჭერდნენ მხარს დაემონ შავი ცეცხლის (blackfire) წინააღმდეგ. ამ ომის შემდეგ მარონი და დაენერის ტარგარიენი დაქორწინდნენ და დორნი ფორმალურად 7 სამეფოს შეუერთდა. მას შემდეგ მარტელები დორნს რკინის ტახტზე მჯდომი მეფის სახელით მართავენ და დორნის პრინცის ტიტულს ინარჩუნებენ.
რობერტის აჯანყება (უზურპატორის ომი) 15 წლის ობერინ მარტელი და 16 წლის ელია მარტელი დორნიდან კასტერლის კლდისკენ გაემგზავრნენ პოტენციური მთხოვნელების გასაცნობად და საქორწინო კავშირის დასადებად, ისინი მოგზაურობის დასრულებას ლანისტერებთან ვიზიტით აპირებდნენ, რადგან მათ დედას და ჯოანა ლანისტერს თავიანთი შვილების დაქორწინება ჰქონდათ განზრახული. როცა მათ კასტერლის კლდეს მიაღწიეს, ჯოანა ახალი გარდაცვლილი იყო ტირიონ ლანისტერზე მშობიარობის შედეგად. ლორდმა ტაივინ ლანისტერმა მარტელებს ვიზიტი არაფერად ჩააგდო, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ხვდებოდა მათ, ხოლო შემდეგ ელიას ახლადდაბადებულ ჯუჯა ტირიონზე დაქორწინება შესთავაზა, რაც კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა იყო მარტელებისთვის. ჯეიმი ლანისტერზე დაქორწინების ნაცვლად პრინცესა ელია რეიგარ ტარგარიენს, დრაგონსტოუნის პრინცს გაყჰვა ცოლად, ამან კი ტაივინი შეურაცხყჰო, რადგან ის თავისი შვილის, სერსეის და პრინცი რეიგარის დაქორწინებას გეგმავდა. როცა რეიგარმა ჰარენჰოლის ტურნირში გაიმარჯვა, მან თავისი ცოლის, ელიას ნაცვლად სიყვარულის და მშვენიერების დედოფლად ლიანას სტარკი აღიარა და ცისფერი ვარდების ყვავილწნული (??) მიართვა. ერთი წლის შემდეგ მან ლიანა მოიტაცა, რაც რობერტის აჯანყების (ასევე ცნობილია, როგორც უზურპატორის ომი) საბაბი გახდა. მართალია, მარტელები ლიანას მიტოვების გამო განაწყენებულნი იყვნენ, მაგრამ მაინც მეფე ეირის II-ს უჭერდნენ მხარს, რადგანაც შეშლილ მეფეს ელია და მისი შვილები მძევლებად ჰყავდა წითელ სასახლეში. ტრიდენტის (სამკბილას) ბრძოლაში დორნელები სამეფო ჯარის მეოთხედს შეადგენდნენ. მარტელებმა ამ ბრძოლაში ბევრი ხალხი დაკარგეს, მათ შორის სამეფო დაცვის წევრი, პრინცი ლევინ მარტელი. როცა დედაქალაქი დაეცა, პრინცესა ელია და მისი შვილები მხეცურად მოკლეს ლანისტერების რაინდებმა, გრეგორ კლეგეინმა და ამორი ლორჩმა.
მარტელების სახლი III საუკუნის ბოლოს
დორან ნაიმეროს მარტელი - დორნის პრინცი, სანსპეარის ლორდი • ლედი მელარიო ნორვოსი, მისი ყოფილი ცოლი • პრინცესა არიანა მარტელი, მისი უფროსი ქალიშვილი და მემკვიდრე • პრინცი კვენტინ მარტელი, მისი უფროსი ვაჟი • პრინცი ტრისტან მარტელი, მისი უმცროსი ვაჟი
პრინცესა ელია მარტელი, მისი და. დედაქალაქის აღების დროს მოკლა გრეგორ კლეგეინმა
პრინცი ობერინ ნაიმეროს მარტელი, მისი ძმა. ცნობილი, როგორც „წითელი გველგესლა“. ბრძოლით გასამართლების (trial by combat) დროს მოკლა გრეგორ კლეგეინმა • ობარა სანდი - ობერინის და ოლდთაუნის მეძავის ბასტარდი • ნაიმერია სანდი - ობერინის და ვოლანტისელი დიდგვაროვანი ქალის ბასტარდი, ცნობილი, როგორც „ლედი ნაიმა“ • ტიენა სანდი - ობერინის და სეპტას ბასტარდი • სარელა სანდი - ობერინის და ზაფხულის კუნძულების ვაჭარი კაპიტნის ქალიშვილის ბასტარდი ელარია სანდი - ობერინის საყვარელი. ლორდ ჰარმენ ულერის ბასტარდი • ელია სანდი - მათი ბასტარდი, ცნობილი როგორც „ლედი შუბი“ • ობელა სანდი - მათი ბასტარდი • დორეა სანდი - მათი ბასტარდი • ლორეზა სანდი - მათი ბასტარდი პრინცი ლევინ მარტელი - პრინცი დორანის ბიძა. არეის II-ის სამეფო დაცვის წევრი. ტრიდენტის (სამკბილას) ბრძოლაში მოკლა სერ ლინ კორბრეიმ * * * სტარკები
ვინტერფელელი სტარკები ვესტეროსის ერთ-ერთი უდიდეს სახლს წარმოადგენენ. ისინი ჩრდილოეთს მართავენ, ძველ დროში კი ზამთრის მეფეები იყვნენ. ტარგარიენების მიერ ვესტეროსის დაპყრობის შემდეგ სტარკები ჩრდილოეთის მცველის ტიტულს ატარებენ. სტარკების სახლის გერბი თეთრ ფონზე გაქცეული მგელსაზარაა, მათი სიტყვებია „ზამთარი მოდის“. იგი იმ იშვიათ დევიზებს მიეკუთვნება, რომელიც გაფრთხილებაა და არა კვეხნა. სტარკები ხასიათდებიან სიგამხდრით და გრძელი სახით, მუქი შავი თმით და ნაცრისფერი თვალებით. POV (point of view) პერსონაჟების მნიშვნელოვან ნაწილს სტარკები შეადგენენ. კარჰოლდელი კარსტარკების გარდა სტარკების შორეული მონათესავე სახლები სავარაუდოდ არიან თეთრ ნავსადგურში და ბაროუტონში. სტარკი უძველესი გვარია, სათავეს იღებს ბრან მშენებელისგან. ლეგენდარული ფიგურა გმირების ხანიდან, რომელმაც სტარკების ციხე-სიმაგრე, ვინტერფელი და კედელი ააშენა ათასობით წლის წინ. სტარკები პირველი ადამიანების შთამომავლები არიან და დღემდე მისდევენ ზოგიერთ უძველეს ტრადიციას, ასევე აღიარებენ ტყის ძველ ღმერთებს. სტარკები ზამთრის მეფეები იყვნენ ჩრდილოეთში ათასობით წლის მანძილზე, გმირების ხანიდან. სავარაუდოდ, მათი ისტორია ბრან მშენებელით იწყება. მას შემდეგ, რაც კედელი აიგო, სტარკები ღამის საგუშაგოსთან მეგობრობენ(?) და კედელს ხალხით ამარაგებენ. ღამის მეფე, ღამის გუშაგების მე13-ე ლორდ-მეთაური, სავარაუდოდ სტარკი იყო. სტარკები ველურების შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლებშიც ეხმარებოდნენ ღამის გუშაგებს, მათ ამბერებთან ერთად კედლისმიღმელი მეფეები; ძმები გენდელი და გორნი და ასევე ბარდი ბაელი დაამარცხეს. სტარკებს ჩრდილოეთის მეფობაში სხვა გვარებიც ეცილებოდნენ, მათი უპირველესი მოწინააღმდეგეები კი დრედფორტელი ბოლტონები იყვნენ. მათ სტარკებს ერთგულება დაახლოებით ათასი წლის წინ შეჰფიცეს, რამაც ბოლტონების მიერ ადამიანების გატყავების ტრადიცია დაასრულა. ამავე დროს მეფე ჯონ სტარკმა მდინარე თეთრი დანის შესართავთან ციხე-სიმაგრე მგლის ბუნაგი ააგო. ამ სიმაგრეს ჩრდილოეთის მეფის შვილები და შვილიშვილები, ან მათი მედროშეები მართავდნენ, მოგვიანებით კი ის საწიერიდან (the Reach) გამოძევებულ მანდერლის გვარს უბოძეს. მეფე ჯონის შვილმა, რიკარდმა ჭაობის მეფე დაამარცხა, მის ქალიშვილზე დაქორწინდა და ყელი (the Neck) ვინტერფელის გავლენის ქვეშ შემოიერთა, ხოლო მის ლორდებად რიდების გვარი დატოვა. კარსტარკების სახლი დაარსდა, როცა კარლონ სტარკი თავის ძმას, მეფეს აჯანყების ჩახშობაში დაეხმარა, მეფემ კი მას ციხე-დარბაზი უბოძა. ბოლოს კი მეფე როდრიკ სტარკმა დათვის კუნძული რკინით შობილებს ორთაბრძოლაში (ჭიდაობაში) მოუგო, კუნძულის ლორდობა კი მორმონტების სახლს უბოძა. სტარკები ველის მმართველ არინებს ებრძოდნენ სამი დის კუნძულებისთვის, მაგრამ საბოლოოდ კუნძულების დათმობა მოუწიათ.
ჩრდილოეთის ბოლო მეფე ტორენი იყო, რომელიც აეგონ დამპყრობელს დაემორჩილა დაპყრობთი ომების ბოლოს. მას შემდეგ სტარკები ჩრდილოეთს 7 სამეფოს მეფის სახელით მართავენ ჩრდილოეთის მცველების ტიტულით.
ბოლოდროინდელი მოვლენები
ლორდმა რიკარდ სტარკმა და მისმა მეისტერმა, უოლის ფლაუერსმა სამხრეთთან კავშირის გაფართოება განიზრახეს და რიკარდის მემკვიდრე, ბრანდონი რივერანელ კეტლინ ტალიზე დანიშნეს. კეტლინის მამის აღსაზრდელმა, პიტერ ბეილიშმა, ზედმეტსახელად ნეკამ ბრანდონი დუელში გამოიწვია კეტლინის სიყვარულის გამო. ბრანდონმა გაიმარჯვა, მაგრამ კეტლინის თხოვნით პიტერი არ მოუკლავს. ამავე დროს ლიანა სტარკი დაინიშნა ლორდ რობერტ ბარათეონზე, რომელიც მას შორიდან ეტრფოდა. მაგრამ, ლიანა არ იყო აღფრთოვანებული ამ საქორწინო შეთანხმებით და რობერტის მოარშიყეობის(?) (მექალთანეობის) შესახებაც იცოდა. ჰარენჰოლის ტურნირში გამარჯვების შემდეგ პრინცმა რეიგარ ტარგარიენმა ლიანა შეამკო სიყვარულის და მშვენიერების დედოფლის გვირგვინით თავისივე ცოლის, დორნელი პრინცესა ელიას თვალწინ. მათ ურთიერთობაზე ჯერჯერობით ცნობილი თითქმის არაფერია, თუმცა, ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ლიანა რეიგართან ერთად გაუჩინარდა, რობერტმა და ბრანდონ სტარკმა კი ჩათვალეს, რომ ლიანა რეიგარმა მოიტაცა. ბრანდონ სტარკი კეტლინ ტალიზე დასაქორწინებლად რივერანისკენ მიდიოდა. როცა ეს ამბავი შეიტყო და დედაქალაქისკენ ლიანას დასაბრუნებლად წავიდა, მარგამ ბრენდონი, მისი თანამგზავრები და ლორდი რიკარდ სტარკი შეშლილი მეფის, ეირის II ტარგარიენის ბრძანებით დახოცეს. ეირის II-მ ჯონ არინის აღსაზრდელების, რობერტ ბარათეონის და ნედ სტარკის თავებიც მოითხოვა, მაგრამ ჯონმა უარი თქვა მათ გადაცემაზე და მედროშეები შეკრიბა, რასაც ვესტეროსში სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა. ნედ სტარკმა თავისი ძმის, ბრანდონის საცოლე კეტლინ ტალი შეირთო ცოლად, რომ აჯანყებაში ტალების სახლის დახმარება მიეღოთ. იგი ომის დროს ერთ-ერთი მთვარი წინამძღოლი იყო მაგრამ ომის შემდეგ რობერტ ბარათეონთან უთანხმოება მოუვიდა, რადგანაც რობერტმა ლანისტერების სახლის მუხანათური (მოღალატური) მხარდაჭერა მიიღო და მათ რეიგარის ცოლის და შვილების მხეცურად მოკვლა აპატია. დედაქალაქის გაძარცვის (Sack of King’s Landing) შემდეგ ნედი 6 თანამგზავრთან ერთად ლიანას დასაბრუნებლად წავიდა სიხარულის კოშკში (Tower of Joy). მათ მეფის დაცვის 3 წევრთან მოუხდათ ბრძოლა, ამ შეტაკებაში ყველა დაიხოცა ნედის და ჰოულენდ რიდის გარდა. ნედმა ლიანა მომაკვდავი იპოვა სისხლიან საწოლში, ცისფერი ვარდების დამჭკნარი გვირგვინით ხელში. მან ნედს ფიცის დაადებინა, რომლის შინაარსიც დღემდე უცნობია, ეს პირობა ნედს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ლიანა 16 წლის იყო, დაკრძალულია ვინტერფელში, სტარკების ოჯახის აკლდამაში მისი მამის, რიკარდის და ძმის, ბრანდონის გვერდით. ნედი და რობერტი საერთო მწუხარებამ შეარიგა, მაგრამ ნედმა არ იკადრა მეფის კარზე დარჩენა მას შემდეგ, რაც რობერტი სერსეი ლანისტერზე დაქორწინდა და მის ძმას, ჯეიმი ლანისტერს სამეფო დაცვაში დარჩენის უფლება მისცა მეფე ეირისის მოკლვლის შემდეგ. ნედი ომიდან დაბრუნდა და თავისი ახლად დაბადებული შვილი, რობი ნახა. ასევე, თან მოიყვანა ჩვილი ჯონ სნოუ, რომელიც თავის ბასტარდად წარადგინა. 6 წლის შემდეგ ნედი მეფე რობერტს ბეილონ გრეიჯოის აჯანყების დამხობაში დაეხმარა და ვინტერფელში აღსაზრდელად გრეიჯოის ვაჟი, თეონი წამოიყვანა. ნედის უმცროსი ძმა, ბენჯენ სტარკი ღამის საგუშაგოს შეუერთდა და საბოლოოდ პირველი მზვერავი გახდა. ნედი ჩრდილოეთს მართავდა მეფე რობერტის სახელით, დედაქალაქის ინტრიგებისგან და ლანისტერების პოლიტიკისგან შორს.
სტარკების სახლი III საუკუნის ბოლოს
ბრანდონ სტარკი - ლორდ რიკარდ სტარკის უფროსი ვაჟი და მემკვირდე. მამასთან ერთად მოკლეს შეშლილი მეფის, ეირისის ბრძანებით ედარდ ‘ნედ’ სტარკი - ლორდ რიკარდ სტარკის შუათანა ვაჟი. ნედი ვინტერფელის ლორდი და ჩრდილოეთის მცველი იყო, სანამ დედაქალაქში სიკვდილით დასჯიდნენ, მეფის მარჯვენად დანიშნვიდან რამდენიმე თვის შემდეგ • კეტლინ ტალი - ნედის ცოლი. მოკლეს წითელ ქორწილში • რობ სტარკი - ნედის უფროსი კანონიერი შვილი და მემკვიდრე, ცნობილია, როგორც ‘ახალგაზრდა მგელი’. ნედის სიკვდილის შემდეგ ლორდი სტარკი გახდა, ხოლო მოგვიანებით - ჩრდილოეთის და სამკბილას (ტრიდენტის) მეფედ გამოაცხადეს მისმა მედროშეებმა. მოკლეს წითელ ქორწილში. რობის მგელსაზარას რუხი ქარი ერქვა, ისიც მასთან ერთად მოკლეს ტყუპ კოშკებში o ჯეინ ვესტერლინგი - რობის ქვრივი • სანსა სტარკი - ნედის და კეტლინის უფროსი ქალიშვილი. მის მგელსაზარას ლედი ერქვა, მოკლეს დედოფალ სერსეის ბრძანებით, არიას მგლის მიერ პრინცი ჯოფრის დაკბენის გამო. ამჟამად სანსა ერინის ველზე იმალება ელეინ სტოუნის სახელით. o ტირიონ ლანისტერი - სანსას ყოფილი (ჩამოშორებული??) ქმარი • არია სტარკი - ნედის და კეტლინის უმცროსი ქალიშვილი. საზოგადოდ ცნობილია მისი დაქორწინება რამსი ბოლტონზე. რამსი ჯეინ პულზე დაქორწინდა, და იგი აიძულა, თავი არია სტარკად მოეჩვენებინა. ამჟამად არია ბრაავოსშია უსახო ადამიანებთან მისი მგელსაზარა, ნაიმერია მგლის ხროვას წინამძღოლობს მდინარისპირა მიწებზე (რივერლანდში) • ბრან სტარკი - ნედის და კეტლინის მეორე ვაჟი. ბრანი დახეიბრდა და ვარგობას სწავლობს. საზოგადოდ ცნობილია, რომ ის თეონ გრეიჯოიმ მოკლა, სინამდვილეში კი ბრანი კედლის მიღმაა სამთვალა ყვავის გამოქვაბულში. მის მგელსაზარას ზაფხული ჰქვია • რიკონ სტარკი- ნედის და კეტლინის უმცროსი ვაჟი, ნაწარმოების დასაწყისში სამი წლისაა. რიკონიც თეონ გრეიჯოის მიერ მოკლულად ითვლება და ამჟამად სკაგოსზეა ოშასთან ერთად. მისი მგელსაზარაა შაგიდოგი (ბანჯგვლიანი ძაღლი) • ჯონ სნოუ - ნედის ბასტარდი, დედა უცნობია. ჯონი ვინტერფელში გაიზარდა თავის ნახევარ-ძმებთან და ნახევარ-დებთან ერთად. იგი ღამის საგუშაგოს შეუერთდა და ლორდ-მეთაური გახდა. მისი მგელსაზარაა მოჩვენება (გოუსთი). • ლიანა სტარკი - რიკარდ სტარკის ერთადერთი ქალიშვილი. დანიშნული იყო რობერტ ბარათეონზე, დაიღუპა რეიგარ ტარგარიენთან ერთად გაუჩინარების შემდეგ • ბენჯენ სტარკი - რიკარდ სტარკის უმცროსი ვაჟი. ღამის საგუშაგოს პირველი მზვერავი. ჯონ სნოუ კედელზე მან წაიყვანა. ამჟამად ბენჯენი კედლის მიღმა მიწებზე დაკარგულად ითვლება.
This post has been edited by boroti-samariteli on 8 Jun 2014, 04:18
|