ვინც აგერ უკვე მეოთხე თემაა დრამალენდში თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში უკვე იცის სად მოხვდა , მაგრამ ტურისტებისთვის ან უბრალოდ ცოტათი ზარმაცი მომხმარებლებისთვის რომლებსაც დაეზარებათ წინა თემების პირველი პოსტების წაკითხვა ორი სიტყვით ვიტყვი რა ხდება. დრამალენდი ვირტუალური სამყაროა სადაც ყველა დრამამოყვარული ხვდება კორეული დრამების ყურების დროს. სადგური დრამალენდი თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისაგან ... თუ არ ჩავთვლით იმას ვინ გვხვდება სადგურში....
ტურისტებს აქ ყოველთვის დიდი მოლოდინით ელიან....
კორეული სატელევიზიო დრამები მიუხედავად იმისა რომ არ გამოირჩევა ხოლმე სიუჟეტის განსაკუთრებული ორიგინალურობით მაინც არ ჰგავს სხვა ქვეყნების სატელევიზიო დრამებს . კორეული სერიალის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი "დრამა" ამიტომ მათთვის ვისთვისაც ეს ტერმინი აქამდე ჟანრთან "დრამა" ასოცირდებოდა , კორეული სერიალების ყურების შემდეგ კიდევ ერთ ახალ დანიშნულებას შეიძენს. ზოგადად დრამალენდში მოგზაურობის შემდეგ ბევრი რამ იცვლება და იცვლის პირვანდელ მნიშვნელობას....
როგორც წესი ყველა თემაში ვცდილობთ ხოლმე საკუთარი გამოცდილებიდან რაიმე ახალი სასარგებლო ინფო მივაწოდოთ ახალბედა პოტენციურ დრამალენდელებს... დღეს დრამის დასრულების შემდგომ დეპრესიაზე ვისაუბროთ.
ყოველი ახალი დრამის დასასრული თავისებური მაგრამ მაინც სტრესია დრამამოყვარულისთვის:
"ცხოვრება მშვენიერია " ანუ Happy End საფინალო კოცნით .... როგორც წესი კორეული (და არამარტო) დრამების უმეტესობა სწორედ ესე სრულდება ...მთავარი გმირები მთელი 20 სერიის შემდეგ ერთ საცოდავ კოცნას აღირსებენ ერთმანეთს და მთელი დრამალენდი ხარობს... გარშემო ყველა და ყველაფერი გვიყვარს და ცხოვრება მშვენიერია ...
"სუპერდუპერ მოტივაცია ინ ექშენ".... ჰეფიენდის ერთ-ერთი სახეა ... თავადაც ვერ ხვდებით ნელნელა როგორ შემოდის თქვენს ცხოვრებაში და მკვიდრდება საყვარელი პერსონაჟების გამონათქვამები ანდ თუნდაც ემოციები. ვერც აცნობიერებთ რომ მისალმებისას უკვე თავს უკრავთ ვისაც ესალმებით .... შეყვარებულს ერთი სული გაქვთ როდის დაუძახებთ "ოპპა"-ს , პრინციპში როცა ყველა დაქალს ონნითი მიმართავთ ოპპამ რა დააშავა? .... უკვე 30 წელს მიუახლოვდით და ჯერ კიდევ არ გიპოვიათ მეორე ნახევარი? და განა ეს პრობლემაა როცა სადმე ფერფლისფერი თავით არც მეტი არც ნაკლები "კიმ ბუმი" ელოდება თქვენი გაცნობის შანსს... და ა.შ
"დავსტირით დასამარებულ პოტენციალს" .... აქ სათქმელიც არაფერია.....
"ბედკრულფართი".... ესეთი დრამების და დასასრულის შემდეგ თითქმის ყველა სინდრომით ავადდები რაც შეიძლება კორეულმა დრამამ დაგმართოს "second lead syndrome"-ით დაწყებული სამყაროს სიძულვილით დასრულებული.....მთელი სერიების მანძილზე უყურებ ტრაგიკულ პერსონაჟებს რომელთაც თითქმის ყველანაირი უბედურება ემართებათ რაც კი შეიძლება არსებობდეს ... თავიდან გეცოდება მერე ბრაზდები მერე ისევ გეცოდება , თუ სასწაული მოხდა და დადებითი პერსონაჟი ჰყავს ... ყველაზე უფრო უარყოფით პერსონაჟსაც კი მასზე მეტად უთანაგრძნობ... არაფერს ვამბობ მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე.... საბოლოოდ საკუთარ თავზე , სცენარისტზე და ცხოვრებაზე იბოღმები....
"სცენარისტი გადამალეთ".... ესეთი ტიპის დასასრულების შემდეგ როგორც წესი აბობოქრებული და აღშფოთებული დრამალენდის მკვიდრთა მთელი რისხვა სცენარისტებს ატყდებათ ხოლმე ... ისინიც მედგრად იღებენ გამოწვევას და კიდევ უფრო "უბედური" დასასრულით სცენარებს გვთავაზობენ მომავლისთვის....
..................................................................................
აბა მუსიკის ფონზე გავეცნოთ წინა თემის ნაშრომ-ნაღვაწს და სასარგებლო ლინკებს :კორეული სერიალები Vol.1კორეული სერიალები Vol. 2კორეული სერიალები Vol.3სასარგებლო ლინკები:სერიალების ბაზა ფლეილისთებით რევიუებითა და ფორუმით :
My Drama Listბლოგი კორეული კულტურის შესახებ:
My Koreaკორეული კინემატოგრაფიის გვერდი ფეისბუქზე:
კორეული კინემატოგრაფიასაიტები კორეული სერიალების ონლაინში სანახავადDoramakun (რუსული)
Asia-TV (რუსული)
DoramaTV (რუსული)
Gooddrama (ინგლისური)
ტორენტები Asiatorrent (ENG)Rutracker (RUS) წინა თემის TOP 10 Unico 239
wrupa 222
username-username 216
gatuzina 210
E madame 208
khatunadz 180
VAMPIRE_W 126
demna_ 68
მარიამ_მ 23
QueenA 3
პ.ს გოგონები ისევ ვერ ჩავაკვეხე მეგრამ გპირდებით ცალკე პოსტს მივუძღვნი თემას " ქალთა სახეები დრამალენდში" ....
ჟიჟველი სონგი ნოუ.....