
Liar Game
რეალითი შოუ "Liar Game" სადაც მონაწილეებმა ნებისმიერი გზით უნდა მოიპოვონ ერთმანეთის ქეისები ნახევარი მილიონით და საბოლოოდ პროექტში გამარჯვების შემდეგ 10 მილიონი ვონის მფლობელები გახდნენ. სერიალი შინობუ კაიტანის იგივე დასახელების მანგას ეფუძნება და ძალიან პოპულარული იაპონური სერიალის "Liar Game" -ის კორეული ვერსიაა. მანგის მიხედვით გადაღებულია სერიალის 2 სეზონი , 2 ფილმი სრულმეტრაჟიანი და ერთი სპინოფი 4 ეპიზოდით.
ჩემდა გასაოცრად სულაც არ იყო ცუდი... არადა იაპონურის შემდეგ მეგონა უკვე ნანახს გულს ვერ დავუდებთქო. ნუ კორეელებმა ისე როგორ მაქსიმალურად რეალობას თუ არ მოარგეს ... რეალითი შოუ... საინტერესოა ...
Lee Sang-Yoon პირველად აქ ვნახე ეს ტიპი სხვა მგონი არაფერი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით.... რავი მაცუდა შოტას ჩანაცვლება ალბათ ძალიან გაუჭირდება მაგრამ ცუდი არ არის..
Shin Sung-Rok...... ისე გამეხარდა ამ ტიპის გამოჩენა ქასთში ... სადაც მინახავს ყველგან დონეა. აქაც ძალიან მაგარია
Kim So-Eun ... ბოფის შემდეგ ეს გოგო არსად არ მინახავს , ამ ბოლოდროს გააქტიურდა და მიხარია , ვიჯიემსაც ვუყურებ მისი მონაწილეობით ....