It's Okay, That's Love მეოთხე ათოსანი დრამა მიემატა ჩემს ფავორიტებს...

2014 წლის ზაფხულის დრამებში საუკეთესოა.

იმ დრამების რიცხვს მიეკუთნება რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო რომ იცოდე როგორია "კარგი კორეული სერიალი"... ცოტას იმაზეც გეტყვით რატომ უნდა უყუროთ
სიუჟეტისიუჟეტი არც მეტი არც ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებზეა. ფსიქოლოგიაში მხოლოდ ის გამეგება რაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გავიარე უნივერსიტეტში ამიტომ ვერ დავიკვეხნი ფსიქოლოგიის ცოდნით მაგრამ კარგად ვიცი რომ ადამიანის ქვეცნობიერს სასწაულების გაკეთება შეუძლია ... სერიალის მიზანი არ არის ფსიქოლოგიური განათლება მოგცეს მაყურებელს მაგრამ მთავარი მესიჯი რაც ჰქონდა უბრალოდ იდეალურადაა გადმოცემული. ადამიანები ფსიქოლოგიური პრობლემებით ... საზოგადოება რომელიც მათ ხშირ შემთხვევაში აღიქვამს როგორც "ბუნების შეცდომას" "გიჟს" " პოტენციურ კრიმინალს" არადა ისინი პირველ რიგში არიან ადამიანები რომლებიც საკუთარ სულიერ ტკივილს ებრძვიან... და ამ ყველაფრის დასაძლევად სწორედ საზოგადოების და იმ ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ რომლებიც ხშირ შემთხვევაში მათ ჰკიცხავენ. ერთ დღესაც უბრალოდ შეიძლება მოიტეხო ფეხი რომელიც იოლად მორჩება თაბაშირის დადებით და ტკივილიც იოლად გაყუჩდება წამლებით... სულიერი ტკივილი არ ჰგავს ფიზიკურ ტკივილს და ვერ გააყუჩებ გამაყუჩებლით ვერც თაბაშირის დადებით მოარჩენ...
ქასთისერიალის პერსონაჟები არ არიან ტიპიური კორეული სერიალების სტილში "მთავარი გმირები და სხვა დანარჩენი" ... ამ სერიალში ყველა პერსონაჟი მთავარი გმირია თავისი ისტორიით და თავისი ტკივილით... პერსონაჟები რომლებიც ყველა თავისებურად განსაკუთრებული და ძალიან რეალურია

პერსონაჟები რომლებიც ცვლიან ერთმანეთის ცხოვრებას ...
და ეს ყველაფერი რათქმაუნდა იმ მსახიობების დამსახურებაა რომლებიც იდეალურად ასრულებენ თავიანთ როლებს ... განსაკუთრებით Do Kyung Soo რომელიც საერთოდ არ არის მსახიობი და დებიუტი იყო სერიალში (D.O კპოპ ჯგუფის EXO-ს წევრია) , ფორევამოღალატე ჟირაფი რანინგმენიდან... და ფორევაბუზღუნა აჯოში Sung Dong Il რომელიც იმდენად კარგად ასრულებს ხოლმე ყველა თავის როლს ყოველ ჯერზე მრჩება შთაბეჭდილება რომ რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია როგორც მისი პერსონაჟი... უზომოდ ზეგზუალური Jo In Sung თავისი ფერადი შარვლებით

Gong Hyo Jin რომელმაც ძალიან ძალიან მაგარი პერსონაჟი შექმნა ჯი ჰე სოსი... ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან მდედრად რომელსაც ყოველთვის ძალიან მაგარი პარტნიორები ჰყავს თითქმის ყველა ფილმში თუ დრამაში სადაც მონაწილეობს (და რეალურ ცხოვრებაშიც Lee Jin Wook -ის შეყვარებულია )
მუსიკაზოგადად კორეული სერიალების საუნტრეკები ცალკე მუსიკის ჟანრადაც შეიძლება გამოჰყონ კორეაში

ეს სერიალი იმ რამოდენიმე რჩეული კორეული სერიალების სიაშია სადაც ნებისმიერი ბგერა რომელიც სერიალში ისმის უბრალოდ შეუდარებელი და კონკრეტულ მომენტებს ზუსტად მორგებული...
ლავსთორიკორეულ სერიალებში (და არამარტო) თითქმის ყველა ლავსთორი ერთმანეთს ჰგავს ... მაგრამ აქ ეგეც განსაკუთრებული და სხვანაირად რეალურია...

და ზოგადად ამ სერიალში ყველაფერი ძალიან რელურია: ბედნიერებაც , ტკივილიც ... სიყვარულიც და ა.შ
................
სერიალი არ არის არც ზედმეტად დრამატული არც ზედმეტად კომედია.... მელოდრამის და რომანტიკული კომედიის იდეალური მიქსია შეიძლება ითქვას ამიტომ ის რამოდენიმე ცრემლი რომელიც აუცილებლად გადმოგცვივათ თვალებიდან ისეთივე გულწრფელი იქნება როგორიც ღიმილი ბედნიერი და სახალისო მომენტების ყურების დროს

არ არის ისეთი სერიალი რომელსაც შეგიძლია სამჯერ ან ოთხჯერ და კიდე მეტჯერ უყურო ერთხელ ყურება საკმარისია იმისთვის რომ ისიამოვნოთ.
This post has been edited by E madame on 12 Sep 2014, 22:43