ვხუმრობდი ტრადიციული ჰეფი ენდით დაამთავრებენ მეთქი და მგონი მართლა ასე იზამენ.
და ის უქნარა ბებერი სერიალის მიხედვით დაწერს წიგნებს უკვე, ან უფრო სწორად ვიღაც დაწერს სერიალის მიხედვით, ეგ რომ გაჭიმავს ფეხებს.
მწერალი კაცი, რომელმაც ასეთი სამყარო შექმნა, ამხელა შრომა ჩადო მაგ საქმეში, ყველაფერს ყიდის იმის გამო, რომ მეტი ფული აიღოს.
ხვალ-ზეგ უნდა მოკვდეს, რარა დროს მაგისი ხარბობაა, არ მყავდეს ახლა ეგაც 20 წლის ჭაბუკი
იმ ლენინის ნაქონი პენტიუმ 1-ით უნდა სცემო დილა-საღამოს, იქნებ დაიკლოს წონაში და ცოტა აზრზე მოვიდეს, თორემ ან რაღაც სირულ ღონისძიებებზეა, ან ჭამს, სხვა აღარაფერი ახსოვს.
უკვე გადააყოლეს სერიალს მაგისი წიგნები, დარწმუნებული ვარ.
ლანისტერები დარჩნენ უფულოდ, მარაროებში არარაა ოქრო და ეგ ტირიონმა არ იცოდა? გამორიცხულია უბრალოდ.
ან რა ეტყობა ტაივინს, რომ უკანასკნელი ფინანსებით იბრძვის?
ტალებს და სტარკებს ებრძვის ერთად და გეგმაში სტანისი ყავს, პლუს ვინც მიემატება კიდევ.
და თურმე საწყალს ფული აღარ ჰქონია თითქმის, ცემ იმედად გამოყავს არმიები და ინახავს ამდენ ხანს
წიგნშიც ჩაწერენ მაგას 100% ვარ დარწმუნებული, არადა შანსი არაა დრაკონების დასრულებისას მარტინს რაიმე ასეთი ჰქონოდა თავში.
რა პრობლემაა 7 სეზონში დასრულება ახლა, მოვა დენი და დაამყარებს ვესტეროსში დემოკრატიას ამერიკული მეთოდებით.
იქით ბეილიში, რომელმაც მარიონეტებივით ათამაშა ლორდები, წლებია თავის გეგმას მიყვება და ვერავინ ხელს ვერ უშლის... პირველივე პრობლემისას თურმე სანსას გადასარჩენია, რარაც ეშველებოდა უმაგისოდ.
ვარისისა და ილარიოს გეგმა ალბათ ვაბშე არ გამოჩნდება, 3 დამატებითი მსახიობია სულ მინიმუმ და ესენი ამცირებენ ყველანაირად.
ბრანისა და ჯონ სნოუს თვალცრემლიანი გამომშვიდობება რომ არ აჩვენეს ეგ გამიკვირდა კიდევ