არა, ბანდერსნეჩს.
ბლექ მირორი ხო სისტემური ერორის პროვოცირებას ცდილობს მაყურებელში,
როცა მორალური დილემების წინაშე გვაყენებს.
თუ კარგად ჩაუღრმავდი, შეიძლება პერსონალურ კონსიტუტიციასაც გადახედო.
ზოგ ეპიზოდში იმდენად მოულოდნელად გამათრახებს სიუჟეტური თვისთი, უცებ საკუთარ თავთან გიწევს კითხვების დასმა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, ხო ყველას გვეცოდება ვაით ბეარში საწყალი ქალი, რომელსაც აბუჩად იგდებენ და სასტიკად ექცევიან?
და თვისთზე ხო აგდებს „WTF?!” ერორს, როცა ბრაზი და სისასტიკე გერევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხილვის შემდეგ?!
თურმე ვის თანაუგრძნობდი ლამის მთელი სერია!.. ღირსი ყოფილა თუ არა?
უსაფრთხოებისთვის პირად სივრცეში შეჭრა გამართლებულია?
ვიკილიქსი კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი?
არავინ გაატრაკოს, რომ უცებ დაახარისხა ყველაფერი და „ეს ხომ ისედაც ნათელი იყო“.
მაგრამ! როგორი მძაფრი რეაქციაც თუ ემოციაც არ უნდა მოგცეს წინა ეპიზოდებზე,
სცენარი სხვისი დაწერილია და განკერძოებული ხარ. ამ სისასტიკეში/უზნეობაში შენი ხელი არ ურევია.
უბრალოდ მაყურებელი ხარ და პასიურად მონაწილეობ გმირებისადმი სიმპათია-ანთიპათიით,
ან თუნდაც მშრალი, რაციონალურ-პიზდეცინტელექტულური ანალიზით
ბანდერსნეჩი ახალი ლეველია. სცენარს წერ შენ. ნუ, ჰო, დაწერილია, მაგრამ სიუჟეტი შენ მიგყავს და სცენარზე ზემოქმედება შეგიძლია.
ყოველ შემთხვევაში, ამის ილუზია ნამდვილად გაქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დილას მეტ-ნაკლებად საყვარელ საუზმეს და საუნდტრეკს ირჩევ
სხვა მომენტებშიც ტონკად გვკენწლავენ. მაგალითად, ფსიქოლოგი რო ეღადავება:
მომავალში ხალხი შენი ყოფითი ცხოვრების ყურებით ერთობაო? ეპიკი იყო

და არავინ გაატრაკოს, რომ არ ავარდა

სცენარი კი ისეთია, რომ მსხვერპლი უნდა გაიღო და ის სისასტიკე, რომელსაც სხვა ეპიზოდებში ან ექშნ ფილმებში
სინდისდამშვიდებული უცქერ შორიდან, ახლა შენი მონაწილეობით თუ არა
(ძალიან სქელი გარსის პატრონი თუ აღმოჩნდი და ნეტფლიქსმა საკვებით და მუსიკითაც თუ ვერ მოახერხა
შენი სტეფანთან ემოციური მიბმა

), შენი გადაწყვეტილებით ხდება.
ჩაურევლობის გადაწყვეტილებაც გითრევს, იმიტომ რომ მორალი თუ არა, ცნობისმოყვარეობა გტანჯავს,
რომ იქნება და უშველო, რო ჩაერიო? ან სულაც, აბა, ასე თუ ვიზამ, რა მოხდება?
იდეური ხაზები ხო ცალკე და უფრო დიდი თემებია, რომლებიც, მართალია, წინა ეპიზოდებშიც იყო(ზოგან უკეთესადც),
მაგრამ აქ „პროგრამა“ ხვდება, რომ მართავ და აკონტროლებ და კონტაქტზე გამოდის, ვინ ხარო? სუპერეპიკი იყო <3
საინტერესო იყო ისიც, რომ უმეტესობას, როცა ვკითხე, როგორი ფინალი მიიღეს, საუბრობდნენ პირველ პირში: მე, მამაჩემი, აქა და აქ აღმოვჩნდი და ა.შ.
ნეტფლიქსის დიდი ფანი არასდროს ვყოფილვარ (თიმ HBO), მაგრამ ბრავო! მართლა უმაგრესი ექსპერიმენტი იყო
მაყურებელთან ინტერაქციაში და ძალიან საინტერესო გამოცდილება ყველასთვის, ვინც ჩაერთო, ხვდება ამას თვითონ თუ ვერა ^_^