ჩემი სამოყვარულო რეცენზია

fb–დან გადმოვაკოპირე
15 Million Merits
მოქმედება ვითარდება ალტერნატიულ რეალობაში, ტექნოლოგიურად განვითარებულ რეალობაში, ვირტუალურ რეალობაში.
ეპიზოდი იწყება მთავარი მოქმედი პირის, ბინგის ლამაზი გაღვიძებით, სადაც მზე ანათებს, მინდორ-ველი ბიბინებს და მამალი ქანდარაზე შემოსკუპებული ყივის და ასე აღვიძებს მას, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ოთახის კედლებზე, უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ბიჯი ხელს აიქნევს და ვირტუალურ მამალს მისი ყივილითურთ მოაცილებს იქაურობას. ბინგი იღვიძებს და ვხედავთ მის ამოღამებულ თვალებს, დაღლილს და დაქანცულს ცხოვრებისგან. ლოგინიდან წამოდგომისთანავე, იგი ავტორიზაციას გადის, რათა დღე დაიწყოს და იცხოვროს. ეს პროცესიც კომპიუტერიზირებულია, რასაკვირველია, ისევე, როგორც ბევრი რამ. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გამოჩნდება ბინგის ვირტუალური ავათარი და 15 მილიონი ღირსება, როგორც დანაზოგი და საარსებო რესურსი, ანუ ღირსების ქულები წარმოადგენს ფულს, თანაც ვირტუალურს. რაც მეტი ღირსების ქულები გაქვს, მით უფრო მდიდარი ხარ, ან უფრო პირიქითაც. ასეა თუ ისე, ამ რეალობაში ღირსება გაიგივებულია ფულთან. შემდეგ აჩვენებენ, ბინგი როგორ იხეხავს კბილებს და ეს პროცესიც სრულად კომპიუტერიზირებულია - აბაზანის სარკე წარმოაგდენს დიდი აიპედის მსგავს მოწყობილობას, რომელზეც ხორციელდება კბილის პასტის ჩამოდინების ოპერაცია, ოღონდ ამ პროცესში მცირეოდენი ღირსების ქულები(ანუ ფული) გეხარჯება, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთისა თუ საშუალების შეძენისას. ბინგი ზუსტად იმდენ კბილის პასტას გამოიყენებს,რამდენიც სჭირდება და არცერთი გრამით მეტს, ადგან ღირსების ქულებს დაზოგვა სჭირდება, ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ აქვს.
კბლების ხეხვის პროცესში აღნიშნულ სარკეზე გავა ეროტიკული რეკლამა "wraith babes", რომლის გაუქმებაც თუ გინდა, გაკვეული გადასახადია გადასახდელი ჯარიმის სახით. ბინგი გადაიხდის ჯარიმას და გაწყვეტს ამ ამორალურ რეკლამას, რადგან თავიდანვე ეტყობა, რომ ბევრად უფრო სიღრმისეული პიროვნებაა და ასეთი იაფფასიანი უზნეობები არ აღელვებს. შემდეგ, იგივე "ტაჩპედ" სარკის დახმარებით ჩართავს მუსიკას, გაიკეთებს ყურებში უსადენო ყურსასმენებს და დაიწყებს ჯგუფ "ABBA-ს გენიალური სიმღერის - I have a dream-ის - მოსმენას, ოღონდ ქავერია ვიღაც ადგილობრივი სუპერ ვარსკვლავის (იქაური ჯეოსტარისა თუ იქს ფაქტორის გამარჯვებულის) მიერ შესრულებული. კონკრეტულად ეს კომპოზიცია აკვდება ამ ეპიზოდს. მისი ტექსტის ნაწილს დავდებ და თავად განსაჯეთ პოსტის ბოლოს:
I have a dream, a song to sing
To help me cope with anything
If you see the wonder of a fairy tale
You can take the future even if you fail
...
I have a dream, a fantasy
To help me through reality
And my destination makes it worth the while
Pushing through the darkness still another mile
I believe in angels
Something good in everything I see
I believe in angels
When I know the time is right for me
I'll cross the stream, I have a dream
I'll cross the stream, I have a dream
ამ სიმღერის ფონზე და ყურსასმენების გამო რეალობისგან დ აგარემოსგან მოწყვეტის ფონზე, ბინგი და სხვა მოქალაქეები მიდიან სამსახურში, ნაჩვენებია ლიფტი, რითაც ისინი მიემართებიან სამსახურებში(მანქანების ტრაფიკთან ანალოგია) და შემდგეგ შეაბიჯებენ ოფისისმაგვარ საერთო ოთახში, სადაც ყველას თავისი კუთვნილი სკამი აქვს და აიპედისნაირი დიდი ეკრანი. სკამი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მათ თავიანთი რკინის ველოსიპედები აქვთ, რომელთა ბორბლებსაც ატრიალებენ და ასე გამოიმუშავებენ ღირსების ქულებს - ფულს. კედელზე მორბენალი მიმდინარე "ლიდერბორდი" გადის, სადაც აჩვენებ, ვინ ატრიალებს ყველაზე უკეთ ბორბლებს და ვის რამდენი ღირსების("დამსახურების") ქულა აქვს დაგროვებული. აჩვენებენ ბორბლების მატრიალებელ ახალგაზრდებს, რომლებსაც უჟმური ფერის(სერი) უნიფორმები აცვიათ და ზოგიერთი მათგანი ოფლშიც იღვრება. ბორბლების ტრიალის პარალელურად, ზოგი ახალგაზრდა გასართობ/მუსიკალურ შოუს უყურებს თავის ეკრანზე, ზოგი - იაფფასიან კომედიურ გადაცემას; ზოგი შოპინგობს, ზოგი - კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ზოგიც - მარტო ბორბლების ტრიალზეა ორიენტირებული. მათ ყველას საერთო ის გააჩნიათ, რომ აცვიათ უნიფორმა და ბორბლებს ატრიალებენ, რათა ცხოვრებისთვის საჭირო ფული გამოიმუშავონ.
ბინგი დაზომბებულივით უახლოვდება თავის კუთვნილ "სკამს" და ასწორებს მას ისე, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს, რათა უკეთ ატრიალოს ბორბლები(როგორც ოფისის სკამს ასწორებენ ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით, დაახლოები ეგრე სწორდება ეგ ბორბლებიანი ველოსიპედიც). ბინგი იწყებს ბორბლების ტრიალს და მისი 15 მილიონი ღირსების ქულა ნელა, უმნიშვნელოდ დაიწყებს ზრდას. ეკრანზე იგი რამდენეჯრმე გადართავს გასართობ არხებს, სანამ ბორბლების ტრიალის არხს არ მიაგნებს, ანუ ის ნამდვილად სამუშაოდ არის განწყობილი; მის გვერდით მჯდომი და ბორბლების დამტრიალებელი ბიჭი კი რაღაც უსახურ კომედიურ გადაცემას უყურებს და სიცილით იჭაჭება იმ სისულელეებზე.
შემდეგ, წახემსების დრო როცა მოვა, ბინგი ასევე ეკრანიანი აპარატიდან შეეცდება ვირტუალური ვაშლის ყიდვას(ღირსების ქულების სანაცვლოდ),მაგრამ ვაშლი ბოლომდე არ ჩამოვარდება. ამას დაინახავს იქვე მჯდომი გამოცდილი გოგონა და ბინგს დახმარებას გაუწევს - ასწავლის იმ საიდუმლოს, რითაც ვაშლს მოაპოვებინებს ჯადოსნური და დამალული ღილაკის მეშვეობით. ვაშლი განათლების სიმბოლოა, რომელიც ფულზე იშოვება, მაგრამ მისი რეალურად შეჭმა მხოლოდ დახმარების ხელის გაწვდით არის შესაძლებელი. მარტო ბევრს ვერაფერს გახდები ცხოვრებაში გამოუცდელი. ის გოგონა ბინგს ეტყვის, რომ ეგ პროდუქტი ერთადერთი ნატურალური პროდუქტი იყო მთელს კვების რაციონში და ისიც პეტრის ფინჯანზე იყო მოყვანილი, ანუ ეგ განათლებაც ცოტა ხელოვნურია და სადღაც მის ვიწყო სპეციალიზაციაზეც არის კბილი გაკრული მაგ სცენით.
ის თავქარიანი ბიჭი, რომელიც ბინგის გევრდით იყო და ბორბლებს ატრიალებდა, ამჯერად რაღაც ლესბო პორნოს უყურებდა და ჩართული გახლდათ ემოციებში, როცა შემთხვევით ყვითელუნიფორმიანმა დამლაგებელმა სხვა არხზე გადაურთო. ამაზე ამ ბიჭს საშინელი რეაქცია ჰქონდა, უტაქტოდ მოექცა სოციალურად მასზე დაბლა მდგომ დამლაგებელს და შეურაცხყოფაც არ დაიშურა. დამლაგებელი იძულებული იყო, გადაეყლაპა, რადგან მან თავისი ადგილი იცის ცხოვრებაში, არსებულ სისტემაში; მან იცის, რომ მაგ ადგილსაც დაკარგავს, თუ ხმას ამოიღებს და ამიტომ უსიტყვო მორჩილებას არჩევს. სხვა ბიჭი, ცოტა მსუქანი, რომელცი გაოფლილი თავდაუზოგავად ატრიალებდა ბორბლებს, ხველებისგან და ღონემიხდილობისგან თავის საქმეს ვეღარ ასრულებდა. ამაზე ეს ჩერჩეტი პორნოდამოკიდბეული ბიჭი კისკისებდა და სიხარულით წინასწარმეტყეველბდა მისი კოლეგის ფიასკოს ცხოვრებაში.
სახლში ბინგი ქაუნთერ სტრაიკის მსგავს თამაშს თამაშობს, როცა მოულოდნელად რეკლამა ჩაერთვება საქმეში. რეკლამა კი ადგილობრივი მუსიკალური შოუს (Hot Shot... საინტერესო სახელწოდებაა ფრიად) პრომო იყო, რომელიც ხალხს აჩვენებდა, თუ როგორც თავდაუზოგავად ატრიალებდნენ ბორბლებს ის მომავალი ვარსკვლავები, რომელთა ბედსაც ახლა მილიონობით ადამიანი შეჰნატროდა. თან ხალხს მოუწოდბენდნ, რომ ეაქტიურათ, რადგან მომავალი ვარსკვლავების არჩევა მათ ხელში იყო.
შემდეგ თენდება ახალი დღე, იგივე მეორდება ერთი ერთში. ერთი განსხვავებით მხოლოდ - ლიფტში ვიღაც ახალი გოგონა შეემატებათ რომელიღაც სართულიდან, რომელიც ბინგის ყურადღებასაც მომენტალურად მიიქცევს. ამ გოგონას აქვს რაღაც განსხვავებული, რაღაც ადამიანური, სილაღე, ხალისი, სილამაზე...
ის მსუქანი ბიჭი, რომელზეც ზემოთ გიამბეთ, ამ დღეს სამსახურში ამ გამოჩენილა. როგორც იქ თქვეს მისმა კოლეგებმა, მას უფლება არ მისცეს, რომ დარეგისტრირებულიყო, რადგან გამოუსადეგარი იყო ბორბლების ტრიალისთვის.
ერთ-ერთ არხზე გადის ინტერვიუ მუსიკალური შოუს გამარჯვებულთან, რომელიც ამბობს, რომ ძვირფასი ტანსაცმელი და ოქროულობა ყველაზე უკეთ გამოხატავს იმას, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. მას თურმე მოსწონს ფანჯრიდან ყურება, რადგან იქ სილამაზეა, მაგრამ დანანებით აღნიშნავს, რომ ყველას შეუძლია მისი დანახვა და მისით ტკბობა.
გოგოებისა და ბიჭების საერთო საპირფარეშოში ბინგი იმ ახალბედა გოგონას ღიღინს გაიგონებს(who knows what love is will understand…) და მოიხიბლება მისი ხმით, თითქოს რაღაც მიძინებული გაიძვიძებს მასში, რაღაც ადამიანური გრძნობა მაგ “შუშის” სამყაროში. ამ დროს გამოელაპარკება გოგონას ტრადიციული მანერით , მაგრამ ისევ პორნო რეკლამა ჩაერთვება საქმეში და უხერხულობას გამოიწვევს, რომელიც ყველასთვის შემაწუხებელია და ყელშია ამოსული,მაგრამ ვერაფერს უხერხებენ(მეტა: ჩვენი დროის ტელევიზიებში ზღვარგადასული საუბრები სექსზე. ვის რაში აინტერესებს...)
პირველი ნაწილის დასასრული.
ნაწილი მეორე:
მორიგი სამუშაო დღე...ბინგი იმ ახალ გოგოს(რომელსაც აბი ჰქვია) ისე უყურებს, თითქოს მომავლის იმედი და სინათლის სხივი იყოს გვირაბის ბოლოს. ამაზე ის პირველი გოგო, რომელიც ბინგს ვაშლის აღებაში დაეხმარა, ცოტა ეჭვიანობს და არ მოსწონს მათი სიღრმისეული და სხვანაირი დატვირთვის მქონე ურთიერთობა, მათი სულიერი მეგობრობა.
აბი თავისი ხელით აკეთებს ქაღალდის პინგვინს. უეცრად დამლაგებელი დაადგება თავზე და მის ქმნილებას უმოწყალოდ ნაგავში მოისვრის იმ მიზეზით, რომ ნაგავია და რა ექნა. მოუბოდიშებს კიდეც,რადგან ხვდება, რომ ნაგავი არაა, უბრალოდ, სისტემის კანონებს ემორჩილება, ზოგჯერ სულელურს,მაგრამ მაინც წესებსა და კანონებს. აბი არ დაიბოღმება, გაკვირვებული,მაგრამ კეთილი ღიმილით შეხვდება ამ ყველაფერს,რადგან ბუნებით კეთილშობილი გოგონაა.
აბი იმავენაირად უშედეგოდ ეცდება აპარატიდან ვაშლის გამორებას, როგორაც ეცადა ბინგი თავის დროზე. ბინგი ასწავლის აბის იმ ხრიკს, რაც მას თავის დროზე მეორე გოგონამ ასწავლა, ანუ აბის ყველანაირად ეხმარება. ბინგი უხსნის ების, რომ რაც უფრო იაფფასიან საკვებს მიიღებს(ანუ რაც უფრო გაუნათლებელი იქნება, ეს იგულისხმება), მით უფრო მეტად მოუწევს ბორბლების ტრიალი და მით მეტად მოსთხოვს ორგანიზმი ტკბილ საკვებს ვაშლის სახით(განათლებას). ჩაკეტილი წრე შეიკვრება, რომელსაც ბოლო არ ექნება. ები კი ტავის მხრივ ასევე რჩევას აძლევს, რომ გამოიყენოს პროგრამა, რომელიც კოგნიტურ–ქცევით ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში ძილის დროს და შეხედულებებს ცვლის, და აიძულებს ადამიანს, უფრო ჯანსაღი საკვებით იკვებოს.
შემდეგ ბინგი დიდი ძალისხმევის შედეგად დაარწმუნებს აბის, რომ მუსიკალურ კონკურსში(hot shot) მიიღოს მონაწილეობა,რადგან კარგი ხმა აქვს და სიმღერაც ძალიან ლამაზი იყო, რომელსაც აბი ღიღინებს ხოლმე. თავიდან აბი უარზე იყო, რადგან არ ეჯერა ბინგის სიტყვების ჭეშმარიტების, თან არ ჰქონდა ის 12 მილიონ ღირსება, რათა ბილეთი ეყიდა და კონკურსში მიეღო მონაწილეობა, მის დაგროვებას კი მთელი ნახევარი წელი დასჭირდებოდა. ბინგმა თავისი დანაზოგიდან(რომელიც მემკვიდრეობით ხვდა წილად ძის გარდაცვალების შემდეგ – 6 თვის დანაზოგი) აჩუქა აბის 12 მილიონი ღირსება და დააჯერა, კონკურსზე გასულიყო, რადგან ცხოვრებაში წარმატების მიღწევა შეეძლო. აბი ჯერ მტკიცე უარზე იყო,მაგრამ ბინგმა უთხრა, რად მინდა იმდენი ფული, ახლი ფეხაცმელები ხომ არ უნდა ვიყიდო, რომ პედლები/ბორბლები უკეთ ვატრიალოო?! შენ კი უფრო გამოგადგება ცხოვრებაში ჩემი დანაზოგი წარმატების მისაღწევადო. არც აბის შეთავაზებული ის ვარიანტი მოეწონა, ახალი კედლის ეკრანი რომ ეყიდა მაგ დანაზოგით, ბოლო გამოშვება, რომელიც გაუმჯობესებული ვარიანტი იყო და გამორთვის შემდეგაც მუშაობდა და სიზმრების მართვას ახდენდა. ბინგს კი არ სურდა მორიგი სარკე, რომელიც მას დაანახებდა, მისგან როგორი მაქცია დადგებოდა. ბინგმა აბის უთხრა, რომ არ აინტერესებდა ეგ უაზრო სარკეები და ნივთები; იგი აბიში ხედავდა არა ფაქტურას, არამედ ნამდვილს, რაღაც უფრო დიდს, უფრო სიღრმისეულს, რაც ყველაფერზე უფრო ნამდვილი იყო, რაც მას ბოლო ერთ წელიწადში იქაურ გარემოში დაუნახავს. ბინგს სურდა, რომ რაღაც რეალური მომხდარიყო მის ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ მაინც.
ის ბიჭი, რომელიც ბინგის გევრდით ატრიალებდა “პედლებს”, და რომელიც ვითომ ძალიან ბედნიერი იყო არსებული ყოფით, ბინგს ყურში ჩასჩურჩულებს გამწარებული, თუ როგორ უნდოდა ამ ყველაფრის ერთ ადგილას გაშვება და როგორ ყელში იყო ეს ყველაფერი მისთვისაც კი(ამჯერად ის არ ტამაშობდა და “მოდური” არ იყო. ვეღარ დამალა ემოციები).
ბინგი ყიდულობს ბილეთს ებისთვის,მაგრამ 12–ის ნაცვლად 15 მილიონი ღირდა, ფასი მოუმატეს უეცრად, როცა რეალურ ყიდვაზე მიდგა საქმე. ბინგი თითქმის უფულოდ და უღირსებოდ რჩებოდა,მაგრამ უკან აღარ დაიხია და უყიდა ების კონკურსის ბილეთი(რომელშიც მისი დასწრებაც გათვალისწინებული იყო მხარდამჭერის რანგში).
მეორე ნაწილის დასასრული:
ნაწილი მესამე:
გზად აბი ბინგს ქაღალდის დასაკეც პინგვინს ჩუქნის, რომელიც იმ ქაღალდისგან გააკეთა, რაშიც ვაშლი იყო შეფუთული. როცა მივლენ დანიშნულების ადგილას, ორივეს დიდ ოთახში შეიყვანენ,სადაც სხვა კონკურსანტებიც ირევიან. ცოტა ხანში მომსახურე პერსონალს ეტყვიან ზემოდან, რომ აბი(ბრუნეტკა, ლამაზმანი) შემოიყვანონ ქასტინგზე. ამ დროს ვიღაც ჭაღარა,შეუხედავი გოგო გამოხტება და გააპროტესტებს – მე აქ კვირები ველოდები და ამ ახალმოსულს რატომ იძახებთო, ანუ აქ შესარჩევ კონკურსზე ბევრჯერ გასვლა და კონკურსის ვერ გავლა უნდა იგულისხმებოდეს, და არა პირდაპირი მნიშვნელობით კვირებით ლოდინი.
სცენაზე გასვლამდე ების შეეგებება მაგ შოუს მომსახურე პერონალის გოგონა, რომელიც მას “Cuppliance”–ს მიაწოდებს და ეტყვის, რომ შოუს ყველა მონაწილისთვის აუცილებელია მისი დალევა, თან ვითომ ნერვებსაც ამშვიდებდა. მიწოდებული ნივთი წარმოადგენს ერთგვარ კოქტეილს, რომელსაც ექსტაზის მსგავსი მოქმედება აქვს და თან მისი გემოს გასინჯვისთანავე აბრუებს ადამიანს. სამი სიტყვაა გაერთიანებული მაგ ერთ სიტყვაში – cup(ფინჯანი), compliance(დამყოლიანობა) და appliance(მოწყობილობა), ანუ ტექნოლოგიები და სხვადასხვა “დივაისები” ნარკოტიკი რომ არის, მაგაზეა მინიშნება. სცენაზე გასვლის შემდეგ, აბის დახვდება ჟიურის სამი უსაზიზღრესი წევრი(შუაში გადატყლარწული ქალი, გვერდებზე კი ერთი ძერსკი მასტი მზის სათვალეებში და მეორე – ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რასაკვირველია, ანუ შავკანიანი), რომლებიც კაიფობენ აბიზე და თან პუბლიკაც ავტომატურ რეჟიმში ხითხითებს. აბი მორიდებულად იქცევა...კი
თხვა–პასუხი და შესავალი იგივეა, რაც რეალურ მუსიკალურ შოუებში. ის შავკანიანი ჟიური აბის დამცინავად ეტყვის, რომ ზედა გაეხადა და “სისკები” დაენახებინა მათთვის. ზომბირებული აუდიტორია(რომლებიც რელაური პერსონები კი არა, კარიკატურული ავათარები არიან) ისევ სიცილით იგუდება. უჩვენებენ საკუთარ საკნებში(ანუ ოთახებში) მყოფ პედალმატრიალებლებსაც, რომლებიც ასევე აღფრთოვანებულები არიან ამ ყველაფრით. აბი ცრემლებს ძლივს იკავებს და მისი თვალები კულისებისკენ გარბიან ბინგის მოსაძებნად და იმედის ჩასახვისთვის. ბინგიც იქვე ჩანს და აბი ძალებს მოიკრებს. დაიწყებს თავისი სიმღერის მღერას, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოხიბლავს – გაკვირვებული ჟიურიდან დაწყებული, აუდიტორიითა და შურიანი ტელემაყურებლებით დასრულებული. ჟიურის მამაშა წევრი სიამოვნებისგან თავს აქიცინებს და ჰყვება მელოდიურ რითმს გულში. მოულოდნელად, ჟიურის ძერსკი წევრი აბის შუაში გააწყვეტინებს სიმღერას და თავისი შეფაების სიტყვას ამბობს: ეს იყო საუკეთესო ნამღერი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ სეზონშიო(აუდიტორიისა და საკნებში მოკალათებული ახალგაზრდების ოვაციების ფონზე მიდის კადრი), მაგრამ, არა, არა(აუდოტორიის ოვაციებს წყვეტს), მე უნდა ვთქვა, რომ მე ვეთანხმები ჟიური ერთ–ერთ წევრსო – შენი ხმა ნამდვილად კარგია,მაგრამ არა საუკეთესოო. დარბაზში, მეეჭვება, ვინმე შენს ხმას უსმენდაო, ისინი(ბიჭები) შენს ძუძუებზე უფრო ფიქრობდნენო, ხოლო გოგოებს კი შენი ატანა არ ექნებოდათო. შენი ნამღერი ეროტიკულ პერსპექტივას ვერ წაადგება, შენ უკეთესი ვარიანტი გაქვსო – გადასარევი სხეული და სილამაზე, ასევე, დამაინტრიგებელი უბიწოება გაქვს, ანუ ის, რაც ეროტიკულ არხზე შენს კარიერას გააკეთებსო. ის შავკანიანი ჟიური ჩართვება საუბარში და აბის მიახლის, რომ მანაც იგივე გაიფიქრა, როგორც კი ის ამ სცენაზე გამოვიდა. ბინგი სცენაზე შევარდნას ცდილობს,მაგრამ დაცვა შეაჩერებს. კულისებიდან უყვირის აბის, რომ არ გააკეთოს ეს,აბის მზერაც მისკენ გაიქცევა,მაგრამ მის თვალებშ უიმედობა დაისადგურებს, როცა ბინგს სცენასთან ახლოს ვეღარ იხილავს(დაცვის მიერ მისი იმ ადგილიდან მოცილების გამო). აბი თავიდან დაბნეულად ცდილობს უარის თქმას აღნიშნულ “კარიერულ” შემოტავაზებაზე,მაგრამ ცბიერი ჟიური ყველაფერს აკეთებს, რომ დაბნეული გოგონასგან დადებითი პასუხი მიიღოს – შენ აღარ მოგიწევს გაუთავებლად ბორბლების ტრიალი და ელექტროენერგიის გამომუშავება,აღარცერთ წამითო; გასულ წელს უამრავი მომღერალი,მომღერალი,მომღერალი გვყავდა, გადაჭედილია ეს ბაზარი მომღერლებით და დიდი კონკურენციაა, რომელსაც ვერ გაუძლებ, თუ ზებუნებრივი ხმა და ნიჭი არ გაქვსო. საშუალოზე მაღალი დონე არაა საკმარისი ამ ბაზრისთვისო, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაშიო(ის ქალი ჟიურიც მხარს აუბამს და დაუდასტურებს). ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ხარ სცენაზე – შენ ნამდვილი ვარსკვლავი შეგიძლია გახდე, დაივიწყე ყველანაირი მორალი და ბლა–ბლა–ბლა, ჩვენ ვკურნავთ ამისგან, მიიღე სიამოვნება ცხოვრებისგან...აირჩიე – ან ეს, ან ტრენაჟორიო. აბი სასოწარკვეთილია და არ იცის, რა უპასუხოს. ძერსკი ჟიური კი მოთმინებას კარგავს ნელ–ნელა...როგორ გგონია, ამ სცენის სინათლეს ვინ გვაძლევსო – ხო, მილიონობით ადამიანი ატრიალებს პედლებს და ასე გვაქვს ეს განათება. უამრავი ადამიანი შეჰნატრის შენს ბედს,მაგრამ, როგორც ჩანს, შენი ადგილი ტრენაჟორზეა და მისგან ჩამოსვლა შენს ძალებს აღემატებაო. დარბაზი სკანდირებს “do it, do it!”–ს და, საბოლოოდ, აბი იტყვის “yes”’ს – ოვაციები დარბაზსა და საკნებში, ქვეყანას ახალი ვარსკვლავი მოევლინა! ჟიური ფეხზე მდგარი ტაშს უკრავს აბის გადაწყვეტილებას, მამაშა ჟიური კი თვალებიდან სიხარულის ცრემლებს იწმენდს. აბი შოკშია,მაგრამ გვიანია.
მესამე ნაწილის დასასრული.
ნაწილი მეოთხე:
უჩვენებენ ბინგს თავის საკანში სასოწარკვეთილს(გენიალური საუნდტრეკები სხვა, ცალკე სტატუსს იმსახურებს), რომელიც გარმონივით წელავს აბის ნაჩუქარ ქაღალდის პინგვინს, რაც ვაგინის წელვის იმიტაციას იძლევა.
მეორე დღეს ის მიდის სამსახურში. ეროტიკურ არხზე ახალი ვარსკვლავი ჩანს – აბი, რომელიც რაღაცეებს ყვება თავის ახალ კარიერაზე, ოცნება აუხდა თურმე და კმაყოფილია – თურმე მას კარგადაც ექცევიან.
ბინგი თავის საკანში რაღაც ქაუნთერისებურ თამაშას თამაშბს, მაგრამ მისი გონება სხვაგანაა. ამ დროს მის ყურადღებას მიიპრობს სარეკლამო კვეთა – ეროტიკული არხისა, სადაც აბის ისტორიის მოკლე მიმოხილვას, + პრომოს, დაინახავს(სცენიდან როგორ აღმოჩნდა ეროტიკულ არხზე). ის ვეღარ რთავს სხვა არხზე,რადგან ღირსება,ფული, თითქმის ნულზე აქვს და აღარ ჰყოფნის არხის გადართვისთვისაც კი. ამ პრომოს მოჰყვება აბის ეროტიკული დებიუტის სცენა, ვიღაც ტიპის ცერა თითს როგორ წოვს რომანტიკულად და შემდეგ “ბოლომდე როგორ გაიხსნება”. ამაზე ბინგი მთლად წყობიდან გამოვა,მაგრამ იძლებულია, რომ არხს უყუროს. თვალებზე ხელის აფარებისას კი ერთგვარი სიგნალიზაცია ირთვება და “ყურების გაგრძელების მოთხოვნის” უწყვეტი შეტყობინებები ისმის. ბინგს ოთახიდან(საკნიდან) გასვლა უნდა, მაგრამ ერორს ამოუგდებს – რეკლამის დროს პორტალი დროებით გამორთულიაო. შემდეგ საკნის კედლების(ეკრანების) დამთვრევა უნდა,მაგრამ ზედმეტად გამძლე გამოდგება– მხოლოდ ოდნავ ბზარებს გააჩენს და ერთ წვეტიან ნატეხსაც “გამოიმუშავებს”. ბინგი ისტერიკაშია, ტირის, ღრიალებს,მაგრამ ბევრი არაფერი შეუძლია...იატაკზე დაგდებული მაგ მინის წვეტიანი ნატეხის დანახვამდე, და ასევე, იატაკზე cuppliance–ის ცარიელი ქაღალდის დანახვამდე(რომელიც ების ეკუთვნოდა თავის დროზე).
მეოთხე ნაწილის დასასრული.
ნაწილი მეხუთე:
ბინგი მიდის სამსახურში ღამით, როცა არავინ ატრიალებს პედლებს(დამატებითი სამუშაოს აღების რეფერენსია სავარაუდოდ, ღამის ცვლაში). იწყებს თავდაუზოგავად ბორბლების ტრიალს და ღირსების ქულების დაგროვებას(უხ, მუსიკა აქაც). ამბიცია მაქსიმუმზე აქვს. სერიოზულად იწყებს ფულის დაგროვებას. იმაზე ნაკლებ კბილის პასტას ხარჯავს, ვიდრე საჭიროა და აქამდე ხარჯავდა. რეაქცია აღარ აქვს ეროტიკულ რეკლამებზე, ტიპი ხდება ცივსისხლიანი.მას ამოძრავებს კონკრეტული მიზანი. ფეხზე ვეღარ დგას ამდენი მუშაობით, მაგრამ უკან არ იხევს.კომპიუტერულ თამაშებსაც აღარ თამაშობს. მას რაღაც დიდი, რაღაც სერიოზული ამოძრავებს,მას აქვს ცხოვრების მიზანი. სასადილოში ის სხვის მიერ დატოვებულ საჭმელსაც შეექცევა, რომ ენერგია აღიდგინოს. არ თაკილობს ამ საქციელს. არც იმას თაკილობს, რომ როცა ვიღაც ახალბედას დაინახავს, რომელსაც ვაშლი ვერ გამოაქვს ავტომატიდან, ამჯერად არ დაეხმაროს მას და როცა ის ახალბედა გაეცლება ავტომატს, ის ვაშლი თვითონ მოიპოვოს და შეჭამოს. ყველაფერს აკეთებს რაღაც მიზნის მისაღწევად და უკან არაფერზე იხევს. მას დასაკარგი აღარაფერი აქვს ცხოვრებაში. ამასობაში ნელ–ნელა ქრება ის ვარსკვლავი, რომელსაც ორთვიანი ეფექტის ვადა აქვს და რომელიც მას დაარტყეს ხელზე შტამპად მუსიკალურ შოუში წინა ვიზიტისას აბისთან ერთად(და რომლის გაქრობასაც ბინგი ადრე უშედეგოდ ეცადა ერთ–ერთი ისტერიკის დროს თავისი წვეტიანი მინის ნაჭრით). გადის დღეები,კვირები, ბინგი ფულს აგროვებს, 15 მილიონი ამოქჩა ისევ. მისი რეჟიმია, როგორც ყოველთვის, სამუშაო და საკანი, მაგრამ ახლა, ამ უკანასკნელში, იგი მხოლოდ რაღაც მოძრაობების რეპეტიციას გადის ხოლმე ყოველ საღამოს და მალევე იძინებს ღონემიხდილი ამდენი გადაღლილობისგან.
ბინგი ყიდულობს კარგად ნაცნობი მისიკალური შოუს ბილეთს 15 მილიონ ღირსებად. მაისურში,უკანა მხარეს, ამოიდებს თავის მინის ნამსხვრევს და გაემართება შოუსკენ. თავისუფლად გადის მეტალოდეტექტორს და ოთახში მხოლოდ ორნი არიან(დროზე ადრე მისულები) – ბინგი და ის ჭაღარა გოგონა, რომელიც ვერა და ვერ მოხვდა სცენაზე ამდენი ხნის განმავლობაში,მაგრამ ხალისსა და მომავლის იმედს მაინც ინარჩუნებს. შემდეგ ოთახი გადაივსება სხვა კონკურსანტებით. ოთახში მყოფ სერვანტს(მომსახურე პერსონალის ერთ–ერთ ბიჭს) ყურში აცნობებენ პროდიუსერები, რომ “ეთნიკური” შემოეყვანათ(ბინგი შავკანიანია, აქამდე არ მითქვამს). ის ჭაღარა გოგო ისევ უშედეგოდ აპროტესტებს.
ბინგი მიემართება სცენისკენ... როგორც არტისტი, ისე უნდა გამოვიდეს. ის ტექნიკურად აუვლის გვერდს აუცილებელი კოქტეილის – ქაფლაიანსის დალევას, რადგან შოუს იქაური მომსახურე პერსონალის გოგონას დააბოლებს, რომ მან უკვე დალია და იმ ქაფლაიანსის ქაღალდსაც აჩვენებს(რომელიც საკნიდან წამოიღო და ვითომ იქ მისცეს).
ბინგი გადის სცენაზე და იწყებს განგნაიმ სტაილისმაგვარ სულელურ მოძრაობებს ხელებითა და ფეხებით. ბოლოს ზედა მაისურსაც იძრობს. ჟიური, დარბაზი და საკანმაყურებლებიც მოიწონებენ ამ სისულელეს. შემდეგ ბინგი უეცრად წყვეტს გამოსვლას, დააძრობს თავის მინის ნატეხს და არტილერიაზე,უკაცრავად,არტერიაზე მიიბჯენს. დაცვას გააფრთიხლებს, რომ ერთ ნაბიჯს მაინც თუ გადმოადგამენ,საძლე არტერიას გადაიხსნის. დაცვაც შეჩერდება. ბინგმა: ვერავინ გამაჩერებს, სანამ სათქმელს არ ვიტყვი. მერე რაც გინდათ, ის გიქნიათო. მამაშა ჟიურიმ: მე მგონი, უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოთქვას აზრიო. დანაჩენი ორი ჟიური არ მოიწონებს,მაგრამ მაინც დართავენ ნებას ინტერესის გამო. დარბაზიც ერთხმად სკანდირებს “speak up!”–ს.
მოკლედ, ბინგი გარკვეული პაუზის მერე იწყებს გულის ნადების ამოღებას ზეემოციურ სტილში: სიტყვა სპეციალურად არ მომიმზადებია, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ აქ უნდა აღმოვჩენილიყავი და ის მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, რასაც ვგრძნობდიო. მე მინდა, რომ მომისმინოთ,ნამდვილად მომისმინოთ, და არა ისე, თითქოს ისმენთ, ისეთ სახეებს რომ იღებთო. მინდოდა, ჭეშმარიტი გრძნობები დამენახებინა ყველასთვის. თქვენ ნიღბებს გვიკეთებთ და ჩვენ სცენაზე გართობთ თქვენ, ვცეკვავთ, ვმღერით, ვოხუნჯობთ... აქ რასაც ხედავთ, ეს ადამიანები არ არიან, ეს მხოლოდ შოუა. რაც ნაკლებია ჭეშმამრიტი, მით მეტია თქვენი მოწონება, რადგან ფეიკი ერთადერთია, რაც მუშაობსო. იაფფასიან შოუებსა და კომედიურ გადაცემებზე იდიოტებით ვხითხითებთ, რადგან სასოწარკვეთილებისგან ჭკუიდან გადავდივართ და ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლიაო. ეს ყველაფერი სირობაა, როგორც ერთმანეთთან ვურთიერთობთ, როგორც გამოვხატავთ ჩვენს იდენტობას. ჩვენი ოცნების პიკი “დოპლის”(dope(ნარკოტიკი) and apple(კომპანია) ნაზავი) რაღაც ახალი პროგრამის ჩამოტვირთვაა, რომელიც ჯერ არც კი არსებობსო. ის საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ვყიდულობთ არარსებულ მთხლეობას. დაგვანახეთ რამე ნამდვილი, უფასო და ლამაზი, მაგრამ ეს არ შეგიძლიათ, რადგან ეგ ჩვენ გაგვტეხს, ამისთვის ზედმეტად სუსტები ვართ. გვთავაზობთ მხოლოდ ათასნაირად შეფუთულ პროდუქტებს, რომლებიც წინასარ ათასობით ფილტრს გადიანო; ელექტროენერგიას რომ გამოვიმუშავებთ, ამით რა მერე?! ვამუშავებთ პაწაწინა ეკრანებს, საშუალო ზომის ეკრანებს, დიდ ეკრანებს ... გაგარტყით ყველასო! წადით თქვენი, რამეთუ აქ სხედხართ და ყველაფერს აუარესებთ; წადით თქვენი,რადგან ყველანი ერთსა და იმავეს ფიქრობენ, ანუ არაფერს; წადით თქვენი ყველაფრისთვის, რაც ხდება; წადით თქვენი ჩემ გამო, ჩვენ გამო, თითოეული ჩვენგანის გამო, პაშლი ვი ნახ.–ო!
ბინგის ქოშნის ფონზე სრული სიჩუმე ჩამოწვება დარბაზში,სანამ ძერსკი ჟიური არ დაარღვევს ამ სიჩუმეს და არ იტყვის, რომ ეს შესანიშნავი პერფორმანსი იყო(ბინგი გააპროტესტებს, რომ ეს არანაირი პერფორმანსი არ ყოფილა) იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ბინგი რაზე საუბრობდა. ეს გულახდილი რეჩი, რომლის დეფიციტიც იყო ბაზარზე, მეტად გაყიდვადი და მომგებიანი იქნებოდა(ყველას, დაჟე მასაც კი სჭირდებოდა ეს გულახდილობის თერაპია) და ამიტომ სთავაზობდნენ მას სამუშაოს ერთ–ერთ ცნობილ არხზე კარგი ანაზღაურებით. მას უნდა ეკეთებინა ის,რაც კარგად იცოდა – სიმართლის თქმა, რაც იშვიათი პერფორმანსი იყო. დანარჩენი ორი ჟიურიც მოიწონებს ამ აზრს. ეს სუიციდის იმიტაცია(ბინგს მინის ნატეხი მთელი რეჩის დროს მიბჯენილი ჰქონდა ყელზე) კლასნი ტრიუკი იყოო. აბა, რას იტყვიო? – დაივიწყე ტრენაჟორი,ნახევარი საათი კვირაში ორჯერ შენს საკუთარ შოუში იქნები, საკუთარი საკნიდან წაიყვანო. ისმის ის გენიალური მუსიკა, ბინგი დაბნეულობაშია, დარბაზი აქეზებს, რომ თქვს “კი”...ბინგი ტყდება.
ის შეუხედავი და ჭაღარა გოგო ამჯერად ქასტინგზე მოხვდა, სცენაზე დგას და ჭყავის ABBA–ს ზემოხსენებულ გენიალურ კომპოზიციას “I have a dream”(ყველას სიმღერა და პოპულარობა უნდა, რა გაეწყობა). მისდამი ჟიური მეტად მკვეთრია შეფასებებში და პირდაპირ ეუბნებიან, რომ მომღერლობა მისი საქმე არაა. შეურაცხყოფებსაც არ ერიდებიან – ძუუები თაფლით რომ დაიფარო, მაინც არ გაგჟიმავ; ძაან უნიჭო ხარო და ა.შ.
ეს გოგო სკაბრეზს იყენებს ჟიურის მისამართით და თან უკვირს, რატომ ჩაგრავენ ასე კარგ მომღერალს...და რომ მომღერლობა მისი ბედისწერა იყო.
უჩვენებენ ეროტიკულ არხს და აბისაც, რომელსაც დაკარგული აქვს ძველებული სილამაზე და ძიშოვკა გახდა. სავარაუდოდ, ნაცემიცაა და მაკიაჟით აქვს დაფარული სინიაკები. პადზაბორნაია შლიუხას ჰგავს, ისევ თითს წოვს,მაგრამ მისი რეიტინგი, სავარაუდოდ, ძველებურად მაღალი ვეღარაა.
ერთ–ერთ არხზე ახალი ვარკსკვლავი ჩანს – ბინგი თავის სტიქიაშია – არტერიაზე მიბჯენილი აქვს თავისი მინის ნატეხი და ამბობს მორიგ გულახდილ სიტყვას. მისი გადაცემა რეიტინგულია, ჰყავს მაყურებელი. რეჩი კი დაახლოებით ასე იწყება: მხოლოდ გასულ კვირაში „დოპლის“ მიერ გაშვებულია გარდერობის 15 ათასი ოპცია, რომელიც ითარგმნება, როგორც 15 ათასი ახალი საშუალება დროის მოსაკლავად. იმ დროისა, რომელსაც საკანში ატარებთ, სანამ სასუფეველში აღმოჩნდებით,რომელიც ასევე ბლეფია და სწორედ ეს 15 ათასი ახალი რამ გადაგატანინებთ ყურადღებას ამ უსიამოვნო ფიქრებისგან, თუ გაგიმართლებთო(რა ტექნიკურად არის წაკბენილი თეიზმიცა და ათეიზმიც).
იცით, რა მაკავებს, რომ არტერია არ გადავიხსნა ამ წამსო? – ის, რომ ნელი სიკვდილით მოვკდები და სანამ ეს
მიმაგრებული სურათი