დღეს დავამთავრე და ჯამში აღფრთოვანებული ვარ
***Spoiler Alert***სეზონი 1
1. The National Anthem - მშვენიერი სერია იყო, თავიდან მეგონა რო პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ღორთან საჯარო სექსის ფეტიში და თვითონვე გააჩალიჩა ყველაფერი, თუმცა მაშინ რა ვიცოდი "შავი სარკე" რაზე იყო საერთოდ.
2. Fifteen Million Merits - "შავი სარკის" ერთ-ერთი საუკეთესო სერია იყო. ყველა სხვა დანარჩენი სერიისგან განსხვავებით აქ პირობითი სამყაროა შექმნილი და გვხვდება ალეგორიულ-მეტაფორული პარალელები ჩვენს ყოველდღიურობასთან
3. The Entire History of You - მომავლის ოტელო და დეზდემონა იყო, ცუდი არ იყო, მარა რატო აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი მომკალით და ვერ ვხვდები.
სეზონი 2
1. Be Right Back - ეს სამყარო განვითარებით სადღაც დღევანდელსა და San Junipero-ში ასახულს შორისაა, დაუხვეწავი, სოციალური ქსელებიდან დაკოპირებული ხელოვნურ ინტელექტი რო ადამიანს ვერ შეგვიცვლის თავიდანვე ნათელი იყო. სუსტი სერიაა ჯამში
2. White Bear - ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, ჯერ სიუჟეტურად ხო კარგადაა აწყობილი მთელი თავისი ტვისტებით - ამოსუნთქვას არ გაცდის ყურებისას, მერე ის რომ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ადამიანის უცვლელობას გვიჩვენებს - ასე უყურებდნენ გლადიატორების ბრძოლას, ჯვარცმას, კოცონზე დაწვას, ჩამოხრჩობას, გილიოტინას და ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებით უფრო დახვეწილი სანახაობა შექმნეს, რომელშიც უკვე თვითონაც იღებენ მონაწილეობას
3. The Waldo Moment - ესეც ძაან კაი და საინტერესო სერია იყო თანამედროვეობის კრიზისზე - კონკრეტულად დემოკრატიული არჩევნების სიმახინჯეებზე. თუმცა როგორც ჩანს პირადი ტრაგედიის და პოლიტიკის ურთიერთგადაჯაჭვულობით საკმარისი დრამატიზმი ვერ შექმნეს, რამაც სერიის ყველაზე დაბალი რეიტინგი გამოიწვია
4. White Christmas - წინა 6 სერიისგან განსხვავებით აქ ძაან შორს გაიჭრნენ და გვაჩვენეს არა ისეთი სამყარო, რომელიც ან დღესაა, ან ხვალ შეიძლება იყოს, არამედ ისეთი, რაც შეიძლება მუდამ ფანტასტიკად დარჩეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რო ესაა პირველი სერია, რომელიც შავი სარკის საერთო კურსიდან ამოვარდნილია. ისე კი ძაან კაია, ცალკე Sci-fi ფილმად გამოეშვათ კაი იქნებოდა.
სეზონი 3
1. Nosedive - ეს სერია მართლა სარკე იყო, უყურებ და გულის სიღრმეში შენს თავს უტყდები, რო შენც ასე ახდენ სოც-ქსელის იუზერების კლასიფიკაციას ლაიქების მიხედვით. ხშირად ულაიქებ მხოლოდ იმიტო რო იმან შენი ძმიშვილის ფოტოზე გული დაგიკომენტა, უწერ ყალბ კომენტებს "თიიკ ყველაზე ლამაზი ხარ გაკოცეე :*:*" და ა.შ. მოკლედ ლაივში გადმოტანილი თანამედროვე კიბერსოციალური ცხოვრებაა, სადაც ყველაზე თავისუფალი ციხეში ხარ - ამ უკიდეგანო სიყალბისგან იზოლირებული
2. Playtest - ეს მაინცდამაინც ვერ იყო, ან მე ვერ გავიგე რა გვითხრეს ამით. კრონენბერგის eXistenZ-ს წააგავდა ცოტათი
3. Shut Up and Dance - ყველაზე რეალისტური სერია იყო, იმდენად რეალისტური რო ყურებისას საშინელ დისკომფორტს განიცდი, გავიწყდება რო სერიალია. თან სერიოზულ ფობიას გიტოვებს რო ვიღაც შეიძლება ვებკამერით გიყურებდეს, ან სმარტფონიდან გებულობდეს შენზე ყველაფერს. თავს მსხვერპლი პერსონაჟების ადგილზე რო წარმოიდგენ შეიძლება გაგიჟდე.
სერიამ გვითხრა ის, რაც აქამდეც ყველამ მშვენივრად ვიცოდით, თუმცა უკიდურესად გამაფრთხილებელ-შემაშინებელი ფორმით.
P.S. ბოლოს რედიოჰედი ისე მოუხდა დასასრულს, რო სერიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალია მემგონი
4. San Junipero - შავი სარკიდან ყველა ასპექტში ამოვარდნილი სერია იყო, ჯერ ხო საკამათოა ასეთი ტექნოლოგიების თეორიული არსებობაც კი, მერე არადამახასიათებელი ჰეფი ენდი ხო საერთოდ. რაღაც რომანტიკულმა უწი-პუწმა, მარადიული სიყვარულის და ერთად ყოფნის იდეამ დაასველა ფანები და მივიღეთ შეუსაბამო სერიის შეუსაბამო რეიტინგი. ესეც ცალკე ფილმად გამოეშვათ, წავიდოდა ლიწინით
5. Men Against Fire - ყველაზე მეტად ამ სერიის დაბალრეიტინგულობა მიკვირს,არც ექშენი აკლია ბევრ მტკივნეულ თემასაც ეხება და ფინალიც ძაან დრამატული აქვს. "მატრიცის" დილემა მომაგონა, ოღონდ აქ რეალობა იმდენად საზარელი იყო რო ლურჯი აბი აირჩია აქაურმა ნეომ
6. Hated in the Nation - ეს იყო ბრწყინვალე სერიალის ბრწყინვალე დაგვირგვინება. ეს ეპიზოდი საერთო სურათშიც კარგად ჯდება და დამოუკიდებელი დეტექტივ/ჰორორის ჟანრის ფილმობასაც უპრობლემოდ გაქაჩავდა. ასეთი რამ რო ჩვენს რეალობაში მოხდეს ალბათ ნახევარ საქართველოს დააჯდება "სიკვდილის ბუზი"

ფინალი ძალზე წააგავდა "კრავთა დუმილის" დასასრულს (ზარი/შეტყობინება ლათინოამერიკული ქვეყნიდან, რომლის შემდეგაც მსხვერპლს აედევნებიან)