Cindy898რა ვიცი, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და ქალბატონმა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას აქტუალურ თოქ-შოუში "რეაქცია"-ში ტელეკომპანია "იმედზე" კი განაცხადეს, რომ ჯანმრთელები ვართო და!
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ სერიას!

ძალიან მაინტერესებს რატომ ზიან ასე ჩაფიქრებული ელზა და მაკა.
არა მგონია "სიყვარული ყველას უნდა" ახალი ნაყურები ქონდეთ და ელზას კახეთის დროინდელ ახალგაზრდულ სასიყვარულო თავგადასავლებს არჩევდნენ .
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ რაღაც სახიფათო ჩაიფიქრეს ნინას და დათოს წინააღმდეგ.
ვფიქრობ!
აგარაკის ნაკვეთში მაკას და თამაზის ოჯახებს 1991-92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების დროს ეროვნული ბანკიდან გატაცებული დიდი რაოდენობით ფული აქვთ ჩამარხული.
ეხლა უკვე არაფერი იმალება!
მაკას და თამაზის კი შეეშინდა და უნდათ ყველაფერი, რაც მათმა ოჯახებმა მაშინ ჩაიდინეს მანანას და ჯემალის გადააბრალონ.
თვითონ მშრალი გამოვიდნენ.
მაგრამ ვერ მიართვეს, სადაც პიროვნება თალიბანი გაიშიფრა, იქ არაფერი არ დაიმალება.
მითუმეტეს მაგ ფულის დიდი ნაწილი ქალბატონ დორას ოჯახს ეკუთვნის.
თქვენც კი კარგად იცით, რომ დორასთან ხუმრობას სჯობია ...