ვნახე მეოთხე
მომეწონა
პირველ რიგში ვიზუალი, რა პეიზაჟებია, ბუნება, ფერები
კლერი, უფრო გალამაზდა, საამური სანახავია Mსახიობი ქალი მეიქაფის უზარმაზარი დოზის და მელირების გარეშე

მშვენიერი ოპერატორი ჰყავთ , მარტო ცხენის ფეხები რად ღირს სერიის დასაწყისში
კოსტუმები ტრადიციულად მშვენიერი
შინაარსზე
წიგნწაკითულის პოზიციიდან ვიტყვი

კარგია, ძალიან კარგი, პატარ პატარა ცვლილებები და დამატებული სცენები MXოლოდ წაადგა სერიალს, უკეთ საყურებელია
სერიაში ჩამატებული იმ დროის შოტლანდიური ყოფის სცენები კოლორიტს და იუმორს მატებს ისტორიას, ქსოვილის ფსელით დამუშავებას და "მოპოვებაზე" ვამბობ

წიგნში Aრც ფლეშბექია ფრენკზე და კალოდენის ბრძოლის შედეგებზე , მაგრამ ესეც მოუხდა სერიას
დრამატიზმი შემატა
გამძაფრებულია კლერის და მამრების ურთიერთობაც, წიგნში კლერი განყენებულად, მონოტონურად აღწერს გადასახადების აკრეფის პროცესს, რომელიც უფრო მხიარულია Vინემ ამ სერიაში
დუგალის პერფომანსების მიზანიც თავიდანვე გასაგები იყო გოგოსთვის, აქ შეცდა
ანგუსი ხურავს ტრადიციულად, დუგალიც, არც ეს ჩერჩეტკა აკლებს
მთელი ეს გაუგებრობა დაძაბულობა Mშვენივრად განტვირთეს ტავერნაში ჩხუბით, როცა იუბკიანმა მაჩოებმა ამაყად დაიცვეს მათი " კახპის" ღირსება, ამით ამ კამპანიის წევრებს შორის დაახლოება უკეთ აჩვენეს ვინემ ბანალური ერთობლივი წოწიალებით
არადა წიგნში ჩხუბი ჯეიმისა და სამ მუტრუკს შორის მოხდა, ჯეიმის იარების კომეტარების გამო, აქ კი, სწორედ ჯეიმი მოტეხეს

არაუშავს, ისე საყვარლად შეცბა და დაიმორცხვა კლერის კარებთან ატუზული ახმახმა რომ გული ამიჩუყდა

ადვოკატი ნედი ძალიან მომეწონა
ის ინგლისელი ოფიცერიც კი ( რომელიც აგრეთვე არაა წიგნში

)
კლერის ბლექ ჯეკთან მოხვედრის ისტორიაც იცვლება მგონი, წიგნში ეს დუგალის და კოლუმის "დამსახურებაა", სერიალში რაღაც უფრო დრამატულს აპირებენ
მოკლედ ამ ისტორიის ყურება წაკითხვაზე სასიამოვნოა
განსაკუთრებით აღსანიშნი კლერის ალკოჰოლიზმია

რომლის კულმინაცია ქორწილის წინა დღეს საპატარძლოს გვარიანი გამოთრობა და შემდგომი მძიმე პახმელია იქნება

This post has been edited by edna mamida on 8 Sep 2014, 16:24