GeorgioGeმშვენიერი ვარიანტი დადეს
როგორც წიგნწაკითხული ვამბობ

მომწონს ეს ეკრანიზაცია, სულ უფრო და უფრო Mომწონს
ყოჩაღ ავტორებს
სკურპულოზულ ეკრანიზაცია ყოველთვის მოსაწყენია, ცვლილებებისას კი შესაძლებელია პურისტების გულისწყრომა გამოიწვიო
ესენი კარგად ახერხებენ ბალანსირებას
წიგნში
კლერის და შავი ჯეკის რანდევუ უფრო მოკლეა
დუგალთან საუბარი კი გრძელი, ჯეიმის ორჯერ გამათრახების ისტორიას და გათხოვების წინადადებას ისმენს კლერი
ამას მოჰყვება კლერის შფოთვა, ჭმუნვა და ყოყმანი, ნედის შედგენილი საქორწინო კონტრაქტის კითხვა და ჯეიმისთან საუბარი
ყველაფერი ქალბატონის გვარიანი გამოთრობით სრულდება
მე მაინტერესებდა რა იქნებოდა ცენტრალური ამ სერიაში, კლერის და შავი ჯეკის, თუ კლერის და დუგალის დიალოგი..
ერთი მოკლეა, მეორე ძალიან გრძელი...
ძალიან მომეწონა რომ თავად ჯეკმა მოყვა ეს ისტორია, მეორეჯერ მას ჯეიმი მოუყვება კლერს, ამიტომ ამ ამბის მეორე მონაწილის პოზიციის მოსმენა უფრო საინტერესო იყო ვინემ დუგალის მონათხრობის
თან
ცხონებული ჯიმი მორიარტი იტყოდა ხოლმე, Every fairy tale needs a good old fashioned villain-ო
ამ აღსარებით კი, სერიალის ჯეკი წიგნისეულ ჯეკზე ბევრად შთამბეჭდავი გამოვიდა
მიუხედავად იმისა რომ ეს ამბავი ჯეკმა მოყვა დუგალის ნაცვლად, წიგნისეული ფრაზები უმეტესად შენარჩუნებულია...
დანარჩენი
დამატებულმა პერსონაჟებმა ინგლისელი სამხედროების სახით მეტი კოლორიტი შესძინა სერიას..
კლერმა ამჯერადაც იექიმა ..
წიგნისეულებიდან,
ჯეიმიმ ბოლოს თქვა ცნობილი ფრაზა
კლერი დათრობას აპირებს აშკარად

სასიამოვნო სანახავია პატარა დეტალები, ამჯერად სერიის შესავალში კლერის დაკარგული მაჯის საათის ხილვა ჯეკის კაბინეტში...
დოყლაპია ედმურის ტრანსფორმაცია რამდენად შთამბეჭდავი გამოვიდა განყოფილების დამსახურებული ვილანთმცოდნე რუმპლი გვეტყვის
mimithecat16 სერიააა
8 ეხლა, დანარჩენ 8 ახალი წლის მერე აჩვენებენ
This post has been edited by edna mamida on 14 Sep 2014, 23:26