ეგ რეალური პერსონაჟია, სერიალშიც და სინამდვილეშიც ყველა აჯანყებისას ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძოდა, ვინც იმარჯვებდა, იმას ემხრობოდა, საბოლოოდ, ინგლისელებს მობეზრდათ მისი ორპირობა და ამ აჯანყების მერე, სიკვდილით დასაჯეს.
ბაბუა ფეერიულია, ჰგვანან კიდეც ნათესავები, ჯეიმიც კარგი მანიპულატორია როცა სჭირდება, გენები თავისას შვება.
ლირი კი, რაც ეს წიგნები წავიკითხე (პირველი სამი გადავათვალიერე) ამ გოგოსთან დაკავშირებულმა ნაძალადევმა სამკუთხედმა გამაოცა.
სულ მიკვირდა, რატომ არ მოუყვა კლერი ქმარს მომხდარზე არაფერს, ან ის რატომ არ დაინტერესდა ამჯერად როგორ მოახერხა მისმა ცოლმა შარის აკიდება, დავიჯერო ლაპარაკად არ ღირდა? ეს საუბარი რომ შემდგარიყო მესამე წიგნში სხანაირად გაგრძელდებოდა მოვლენები. ალბათ ამიტომაც "დაავიწყა" ავტორმა ფრეზერებს მომხდარში გარკვევა
ეტყობა მარტო მე არ მიკვირდა

ხომ ვთქვი მიყვარს სცენარისტებითქო, კიდევ ვიტყვი.
ეს ბანძი ინტრიგა ჩანასახშივე მოკლეს.
კლერს მოაყოლეს მომხდარი, ჯეიმი გააბრაზეს.
ლირის გამოაჩენით კი ორი რამ გვანახეს, ის რომ ჯეიმი კიდევ უყვარს და მისი სისულელე
მესამე წიგნში ვიგებთ რომ ლირის პირადი ცხოვრება ერთი დიდი ფეილია, რატომ, სერიალში დაგვანახეს.
კლერმა რომ დაარიგა, საიმონი შეაგულიანე, შთააგონე, არ აცდუნოო, ამან რა ქნა?
ტიპიური შტერი ბლონდაა ეგრევე სექსს რომ სთავაზობს კაცს, ასე შორს Vერ წახვალ.