რობერტ ბარათეონის აჯანყება და ტარგარიენების დამხობააჯანყებას ხელმძღვანელობდნენ რობერტ ბარათეონი, ედდარდ სტარკი და მათი აღმზრდელი, შემდგომში რობერტის კანცლერი, ლორდი ჯონ არენი. მათი ხელმძღვანელობით და ვესტეროსის უამრავი წარჩინებული ოჯახის მონაწილეობით, აჯანყებამ ვალარიელი ტარგარიენების 300 წლიან მმართველობას ბოლო მოუღო.
აჯანყების მიზეზად იქცა მეფე ეირის II ტარგარიენის(მეტსახელად "შლეგი მეფე") არაადეკვატური საქციელი. მეფობის დასაწყისში ეირისი ხელგაშლილობით და გულმოწყალებით გამოირჩეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ინცესტით გამოწვეულმა ტარგარიენების საგვარეულო დაავადებამ, სიშლეგემ იჩინა თავი და მეფე თავისი უაზრო სისასტიკით გარშემომყოფთათვის უბრალოდ სახიფათო გახდა.
მეორე მიზეზად, ეირისის ძის, პრინც რეიგარის მოქმედება გახდა. მან ედდარდ სტარკის და ლიანა მოიტაცა. როდესაც ის ჩრდილოეთში ბრუნდებოდა ჰარენჰოლის დიდი ტურნირიდან, სადაც სილამაზის და სიყვარულის დედოფლად აირჩიეს.
როდესაც მოტაცების შესახებ ცნობილი გახდა, ედდარდის უფროსი ძმა ბრანდონ სტარკი თავის მეგობრებთან(ალბერ არენი, იტან გლოვერი, კაილ როისი, ჯეფორი მალისტერი) ერთად დედაქალაქში ჩავიდა, წითელ ციხე-სიმაგრესთან მივიდა და რეიგარ ტარგარიენი ორთაბრძოლაში გამოიწვია. მაგრამ პრინცი იმ დროს ციხე-სიმაგრეში არ იმყოფებოდა. სამაგიეროდ, იქ იმყოფებოდა ციხე-სიმაგრის გარნიზონი, რომელთაც დააპატიმრეს ბრანდონი და მისი მეგობრები.
ამ დროისთვის მეფე ეირისის გარემოცვაში უკვე აღარავინ იყო ისეთი, ვინც მის სიშლეგეს გააკონტროლებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე მეფემ მისი ერთგული კანცლერის, ლორდ ტაივინ ლანისტერის გადამტერებაც მოახერხა. ტაივინ ლანისტერმა მიატოვა თანამდებობა და საკუთარ მამულში დაბრუნდა.
ეირისმა გადაწყვიტა, რომ შვილების საქციელზე მათ მამებსაც უნდა ეგოთ პასუხი და რიკარდ სტარკი და სხვების მშობლებიც დედაქალაქში გამოიძახა. როდესაც მეფეს ეწვივნენ, ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. კერძოდ, რიკარდ სტარკი სამეფო დარბაზის ჭერში ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს, ხოლო ბრანდონ სტარკი დაახრჩვეს. ერთადერთი იტან გლოვერი გადარჩა.
ამის შემდეგ, ეირისმა ედდარდ სტარკის და რობერტ ბარათეონის თავი მოთხოვა მათ გამზრდელს, ლორდ ჯონ არენს. რობერტი იმიტომ, რომ ის ლიანაზე იყო დანიშნული. პასუხად, ჯონ არენმა თავისი ვასალი ლორდები შეკრიბა და აჯანყების დროშა ააფრიალა.
თავიდან აჯანყების ბედი გაურკვეველი იყო. ჯონ არენმა და რობერტმა დაბლობის საზღვაო კარიბჭე და ვესტეროსის ყველაზე დიდი ქალაქი - თოლიების ქალაქი აიღეს. რობერტი პირველი აიჭრა ქალაქის გალავანზე და ლორდი გრაფტონი მოკლა. მაგრამ მოგვიანებით, რობერტის არმია ეშფორდის ბრძოლაში ლორდებმა მეის ტირელმა და რენდილ ტარლიმ დაამარცხეს.
ამის შემდეგ, რობერტი ჩრდილოეთში გადავიდა ედდარდის და არენის არმიებთან შესაერთებლად, ხოლო ლორდ ტირელის არმია ბარათეონების მამულში შეიჭრა და მათ საგვარეულო ციხე-სიმაგრეს, ქარიშხლის ზღვარს შემოარტყა ალაყა, სადაც რობერტის ძმა, სტანის ბარათეონი იყო გამაგრებული.
ამასობაში, ნედმა(რომელიც არენის მამულიდან ვინტერფელში მეთევზის ნავით დაბრუნდა თავისი ვასალების შესაკრებად) და არენმა ჩრდილოეთში თავიანთი არმიების გაერთიანება მოახერხეს და სამხრეთისკენ დაიძრნენ. მათ გზაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო ე.წ. გადასასვლელი, რომელსაც მდინარეების მიწების ლორდი ჰოსტერ ტალლი განაგებდა. მისი მიმხრობის გარეშე გადასასვლელის გავლა შეუძლებელი იყო. ამიტომ ნედ სტარკმა მის ქალიშვილზე, კეიტელინ ტალლიზე იქორწინა, რომელიც მანამდე მის ძმაზე, ბრანდონზე იყო დანიშნული, ხოლო ჯონ არენმა ტალლის მეორე ქალიშვილზე, ლიზაზე.
ტალლის მიმხრობის მიუხედავად, მისი ზოგიერთი ვასალი არ მიემხრო აჯანყებას. მაგალითად, ლორდი უოლდერ ფრეი თავის ციხესიმაგრეებში, ტყუპებში დარჩა.
მდგომარეობა გამწვავდა მდინარეების მიწებზე მეფე ერისის კანცლერის ლორდ კონინგტონის არმიის გამოჩენისას, რომელიც ეშფორდის ბრძოლაში დაჭრილ რობერტს და მისი არმიის ნარჩენებს მოსდევდა. რობერტი ქალაქ ქვის სეპტაში იმალებოდა. კონინგტონის არმია ქვის სეპტაში შეიჭრა და რობერტის ძებნა დაიწყო. ამავე დროს, ქალაქში ნედის და არენის არმიები შემოვიდნენ და ზურგიდან შეუტიეს მეფის კანცლერის ჯარებს. ბრძოლაში რობერტი და მისი მომხრეებიც ჩაერთვნენ.
ბრძოლის დროს სეპტონები(შვიდეულის რელიგიის ქურუმები) მთელს ქალაქში ზარებს რეკავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გასაფრთხილებლად, რის გამოც ბრძოლას ზარების ბრძოლა ეწოდა. იბრძოდნენ ქუჩებში, სახლებში, სახურავებზე. რობერტი კიდევ ერთხელ დაიჭრა, მაგრამ მაინც მოახერხა 6 კაცის მოკვლა. მათ შორის იყო ვესტეროსის სახელგანთქმული რაინდი, პრინც რეიგარის მეგობარი და ყოფილი საჭურველთმტვირთველი სირ მაილს მუტონი.
მამაცურად იბრძოდა მეფის კანცლერი კონინგტონიც. მან ჯონ არენის ბიძაშვილი და მემკვიდრე, სირ დენის არენი მოკლა, მძიმე დაჭრა ნედის სიმამრი ჰოსტერ ტალლი და როდესაც მიხვდა, რომ ბრძოლას ვერ მოიგებდა, მთელი არმიის ქალაქიდან გაყვანა, უკანდახევა და ამით მისი გადარჩენაც კი მოახერხა. მიუხედავად ამისა, შლეგმა მეფემ ის გადააყენა თანამდებობიდან და მის მაგივრად კანცლერად კვარლტონ ჩელსტედი დანიშნა.
ზარების ბრძოლის მოგება მაინც არ ნიშნავდა ტარგარიენების საბოლოო დამარცხებას. მეფე ეირისმა სამეფო გვარდიის მეთაურს, სერ ბარისტან სელმის კონინგტონის არმია გადააბარა, ხოლო სამეფო გვარდიის წევრ, დორნიელ პრინც ლივენ მარტელს 10 000 დორნიელის ხელმძღვანელობა უბრძანა. დორნიელი დაემორჩილა, რადგან მისი და, ელია მეფის ძის რეიგარის ცოლი იყო.
ამავე დროს, რეიგარი, რომლიც ლიანას მოტაცების შემდეგ გაუჩინარებული იყო, გამოჩნდა და მამამისს ურჩია, რომ სიამაყე დაევიწყებინა და დახმარება ვესტეროსის ყველაზე ძლიერი ლორდის, ტაივინ ლანისტერისთვის ეთხოვა. ტარგარიენებს იმედი ჰქონდათ, რომ ლანისტერები უარს ვერ გაბედავდნენ, რადგან ტაივინს ძე, ჯეიმე ლანისტერი სამეფო გვარდიაში მსახურობდა, ანუ ფაქტიურად, მძევალი იყო მეფის ხელში. ლანისტერების პასუხმა დააგვიანა.
ეირისის სიშლეგე ვითარების დაძაბვასთან ერთად მატულობდა. მან ალქიმიკოსების გილდიას ველური ცეცხლის ქოთნებით მთელი დედაქალაქის დანაღმვა და მარცხის შემთხვევაში მისი სრული გადაწვა დაავალა. ამის შესახებ შეიტყო ჯეიმე ლანისტერმაც. კანცლერი ჩელსტედი ცდილობდა გადაეფიქრებინა მეფისთვის ეს სიშლეგე და ამ მცდელობას შეეწირა. მეფის დავალებით, ის ველური ცეცხლით დაწვეს. ახალ კანცლერად ალქიმიკოსების გილდიის მეთაური როსსარტი დაინიშნა.
პრინცმა რეიგარმა კონინგტონის არმიის, დორნიელების და ლორდ ტირელის(რომელიც ამ დროს ისევ ბარათეონების ციხე-სიმაგრეს უტევდა) გამოგზავნილი ჯარებისგან 40 000-იანი არმია შეაკოწიწა და ტრაიდენტისკენ გაემართა.
ტრაიდენტთან(Трезубец) გაიმართა გენერალური ბრძოლა. რიცხობრივი უპირატესობა ტარგარიენების მხარეზე იყო, მაგრამ აჯანყებულებს ბრძოლებში უფრო გამოწრთობილი არმია ყავდათ. ბრძოლაში თავი გამოიჩინა სირ ბარისტან სელმიმ. მან 15 რაინდი მოუკლა სტარკებს და არენებს, მაგრამ თავადაც მძიმედ დაიჭრა. რობერტი ისე მოიხიბლა მისი სიმამაცით, რომ გამარჯვების შემდეგ სამეფო გვარდიის უფროსად დატოვა. ბრძოლაში დაიღუპნენ დორნიელი პრინცი ლივენი და რეიგარის მთელი გარემოცვა. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში, რობერტ ბარათეონმა თავისი განთქმული საბრძოლო უროთი მკერდი ჩაულეწა პრინც რეიგარს.
ტრაიდენტთან დამარცხებამ ტარგარიენები ხერხემალში გადაამტვრია. მეფე ეირისს ახალი არმიის შეგროვება აღარ შეეძლო. როდესაც მან დამარცხების შესახებ შეიტყო, თავისი ფეხმძიმე მეუღლე და ვაჟი ვიზერისი დრაკონის ქვის კუნძულზე გააგზავნა, მაგრამ რეიგარის ცოლი, დორნიელი პრინცესა ელია და მისი შვილები, თვისთან დაიტოვა, რადგან ფიქრობდა, რომ რეიგარს ტრაიდენტთან დორნიელებმა უღალატეს და მათი განეიტრალება დაჭირდებოდა.
გამარჯვების შემდეგ, აჯანყებულების ძირითადი ძალები ადგილზე დარჩნენ, რადგან ბევრი დაჭრილები ყავდათ, მათ შორის რეიგართან შეთაკებაში რობერტიც. დედაქალაქის აღება ნედ სტარკის ავანგარდმა ითავა, მაგრამ მას დედაქალაქთან მისვლა სხვებმა დაასწრეს.
კერძოდ ლანისტერებმა. მოულოდნელად, ქალაქის კედლებთან ტაივინ ლანისტერის 12 ათასიანი არმია გამოჩნდა. ეჭვიანი ეირისი არ აპირებდა ქალაქში მათ შემოშვებას. ზოგიერტი მრჩეველიც იგივე აზრზე იყო(ვარისი), მაგრამ ლანისტერების მიერ მოსყიდულმა მეისტერ პიცელმა დაარწმუნა მეფე, რომ ლორდი ტაივინი მისი ერთგული იყო და ქალაქში უნდა შემოეშვა.
როგორც კი ლანისტერები ქალაქში აღმოჩნდნენ, ისინი თავს დაესხნენ ქალაქის დამცველებს. ბრძოლა ჟლეტვაში გადაიზარდა. ლანისტერებმა ჯეიმესგან იცოდნენ, რომ ეირისი ალქიმიკოსების დახმარებით ქალაქის აფეთქებას აპირებდა, ამიტომ ალქიმიკოსების გილდია მთლიანად ამოჟლიტეს. მხოლოდ ერთეულები გადარჩნენ. ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა.
მეფე წითელ ციხე-სიმაგრეში გამარგდა, სიმაგრის დაცვა კი ჯეიმე ლანისტერს დაავალა. ჯეიმემ მოლაპარაკების დაწყების უფლება ითხოვა, მაგრამ მეფისგან მხოლოდ მამამისის თავის მორთმევის ბრძანება მიიღო.
მას დაემატა ისიც, რომ მეფე ეირისი კანცლერ როსსარტტან ერთდ ჩაიკეტა. ჯეიმე მიხვდა, რომ მეფე და ალქიმიკოსების გილდიის ყოფილი მეთაური ქალაქის აფეთქებას აპირებდნენ. მან ჯერ როსსარტი მოკლა, ხოლო შემდეგ მეფის დარბაზში შეიჭრა და ეირის ტარგარიენს ყელი გამოჭრა, რის გამოც შემდეგ მას ”მეფის მკვლელი” უწოდეს.
მეფის მკვლელობის შემდეგ სიმაგრე დაეცა. ლორდ ტაივინის დავალებით მისმა ვასალმა ”მთა” გრიგორ კლიგანმა ჯერ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა რეიგარის ცოლი, დორნიელი პრინცესა ელია, ხოლო მის მცირეწლოვან შვილებს კედელზე მიასხმევინა ტვინი.
ამ დროს ქალაქში ნედ სტარკის ავანგარდი შემოვიდა. სამეფო დარბაზში შესულმა ნედმა რკინის ტახტის კიბეებზე ყელგამოჭრილი ეირისი, ხოლო ტახტზე ჯეიმე ლანისტერი აღმოაჩინა და ტახტიდან ადგომა აიძულა
იმავე დღეს, ქალაქში რობერტ ბარათეონი და მისი არმიაც შემოვიდნენ. ახალ მეფედ, ტარგარიენებთან ნათესაური კავშირის გამო, რობერტ ბარათეონი გამოცხადდა. ლორდმა ტაივინმა მას რეიგარის დახოცილი ცოლ-შვილის გვამები მიართვა და საპასუხოდ ახალი მეფისგან კეთილგანწყობის გარანტიები მიიღო.
ამას მოყვა კონფლიქტი ედდარდ სტარკსა და რობერტ ბარათეონს შორის. ნედი მოითხოვდა, რომ ლანისტერებს პასუხი ეგოთ ჩადენილი დანაშაულების გამო. მეფემ უარი განაცხადა ამ მოთხოვნს შესრულებაზე. პასუხად, ედდარდ სტარკმა მიატოვა დედაქალაქი და ომის დასასრულებლად ქარიშხლის ზღვარისკენ გაემართა, სადაც ახალი მეფის ძმა, სტანის ბარათეონი ტირელის ალყაში იყო და უკვე შიმშილობდა. ნედის მისვლისთანავე ლორდმა მეის ტირელმა დროშები დაუშვა და მორჩილების ნიშნად მუხლი მოიყარა.
ამის შემდეგ, ნედი დორნის საზღვრებისკენ გაემართა, სადაც სიხარულის კოშკში მისი და, ლიანა იყო დატყვევებული. მთელი ეს ამბები ბურუსითაა მოცული. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კოშკთან მას კიდევ ერთი ბრძოლა გადახდა, რომელიც ასევე მოიგო, მაგრამ ლიანას ცოცხლად გადარჩენა ვერ მოახერხა. მან ნედის ხელებში დალია სული. კოშკი დაანგრიეს. ლიანას ცხედარი ჩრდილოეთში გადაასვენეს. მისმა სიკვდილმა ნედი და რობერტი შეარიგა.
მოგვიანებით, რობერტმა თავის ძმას, სტანისს დრაკონის ქვის კუნძულის აღება დაავალა. სტანისის ფლოტი ქარიშხალმა გაანადგურა, მაგრამ დრაკონის ქვის გარნიზონმა გადაწყვიტა, რომ მეფე ეირისის ცოლი და მისი ორი შვილი, ვიზერისი და დეინერისი(ამ დროს უკვე გაჩენილი), სტანისისთვის მიეყიდათ. როგორც კი ეს სირ ვილემ დარრიმ(რომელიც ერისის ოჯახს პატრონობდა) გაიგო, მეფის ოჯახი ესოსში გააპარა.
ომი დამთავრდა.
აჯანყების მთავარი შედეგი იყო ტარგარიენების დინასტიის დამხობა და მათი ვესტეროსიდან განდევნა. ახალი მეფის კანცლერად ჯონ არენი დაინიშნა. გაფორმდა კავშირი ბარათეონებსა და ლანისტერებს შორის. რობერტმა ცოლად ლორდ ტაივინის ”ქალიშვილი” სერსეა მოიყვანა.
პრინც რეიგარის ოჯახის ამოჟლეტვამ გაართულა ურთიერთობა დორნთან. დორნიელები თვლიდნენ, რომ მკვლელობა ლორდ ტაივინის დავალებით მოხდა. დადიოდა ხმები, რომ დორნის პრინცი, ”წითელი გველი” ობერინი ვიზერისის სასარგებლოდ აჯანყებას აპირებდა.. ჯონ არენმა შეძლო დორნიელების დროებით დაშოშმინება, თუმცა, ურთიერთობა წლების მანძილზე დაძაბული დარჩა.
დრაკონის ქვის კუნძული და სიმაგრე სტანის ბარათეონს გადაეცა, ქარიშხლის ზღვარი, უმცროს ბარათეონს, რენლის. დამარცხებული გვარები და ოჯახები, კონინგტონები, დარრები და სხვები, ზოგი ამოჟლიტეს, ზოგი კედელზე გააგზავნეს. მათი მიწები ლანისტერებმა შეიერთეს.
ნედ სტარკი დარჩა იმად, ვინც აჯანყებამდე იყო - ნედ სტარკად.

--------------------------------------------------------------------------------
ლურჯი - ჯონ არენის არმია, ცისფერი - ნედ სტარკის არმია, ყვეთელი - რობერტ ბარათეონი, ნარინჯისფერი - ჰოსტერ ტალლი, წითელი - ლანისტერები.
შინდისფერი - ეირის ტარგარიენის მომხრეები, დორნიელები და სხვები, მწვანე - მეის ტირელის არმია.