незабудкаსოღანლუღი რომ მთავრდება და დაღმართით გზა დაბლა ჩამოდის, სოკარის სადგურის პირდაპირ არის ამ ტყის ცენტრალური შესასვლელი
იქვეა რომელიღაც ნომერი ყვითელი მარშრუტკების ბოლო გაჩერებაც
პირველი ფარდული არის ცენტრალური შესასვლელიდან 50 მეტრში მარცხნივ
მეორე ფარდული – ტრაქტირი სადაც ცხვირა დაუმეგობრდა გავარდნილებს – არის მაგ ფარდულიდან მარჯვნივ, კარგა მოშორებით. პირველ ფარდულს რომ გზა მიუყვება პირდაპირ, იმ გზას უნდა გაყვე ბოლომდე და მერე მარჯვნივ მიმავალ გზას გაყვები. ივლი–ივლი და მიადგები

მესამე დეკორაცია – არჩილის სასახლე არის მეორე ფარდულის საწინააღმდეგო მხარეს. ანუ პირველ ფარდულს რომ ჩაუყვები გზის ბოლომდე, მერე წახვალ მარცხნივ და ივლი–ივლი და გზიდან მარჯვნივ დაინახავ სასახლის დეკორაციას.
იქვე არჩილის სასახლის დეკორაციასთან არის ცხვირას საბრძოლო რინგი და გავარდნილების ტყის თავშესაფარი
მეორე ფარდულს და სასახლის დეკორაციას დაცვა ჰყავს, გამოელაპარაკე ფოტოების გადაღებას არ დაგიშლიან.
ამ ყველაფრის ერთდროულად ნახვა ფეხით გაგიჭირდება. მანქანით თუ ივლი უკეთესია. ტყეში მანქანით შესვლა 5 ლარი ღირს
This post has been edited by ლლევ on 30 Dec 2014, 22:26