რეჟისორია გამოუცდელი
სიტუაციებს ბუნებრივად ვერ შლის
ხელოვნურად და ნაძალადევად იშლება სიუჟეტები
ზედაპირულია ძალიან
თან სიღრმე უნდა ჩადოს - უცოდინრობა არ დამწამონო
და თან ძალიან სწრაფად ამოწურავს ხოლმე სიტუაციებს
კმაყოფილების შეგრძნება არ მრჩება ხოლმე
აი თუნდაც ავიღოთ ლუკას და ელენეს შეყვარების ეპიზოდი
არც ერთი ნახვით შეყვარება იყო
და არც გააზრებული, გრძელვადიანი და სიღრმისეული სიყვარული
ორივეს ნაერთი იყო
საბოლოოდ - აბდაუბდა
ერთი ნახვით შეყვარების კვალობაზე - ზედმეტად სწრაფად გაიხსნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს
სიღრმისეული ურთიერთობის კვალობაზე კი - დიალოგები არ უწყობთ ხელს. ისეთ თემებზე ლაპარაკობენ (ფაქტიურად არაფერზე) რომ შეუძლებელია იქიდან ისეთი დასკვნა გამოიტანო, რომ ამ წყვილს მართლა უყვარს ერთმანეთი
თანაც, ვნება და სიყვარული არ იგრძნობა მათ შორის. ელენე ზედმეტად ცივი და ყალბია. ლუკა კიდევ იმდენად ჩუმი და გამოუთქმელია, ვერ გაიგებ ვაფშე რა უნდა ამ ცხოვრებაში

ხელოვნურია რა
ინფანტილურად გაკეთებული
რეჟისორის გამოუცდელობის ბრალია
და თან ალბათ იმის ბრალიც, რომ ასეთი ვრცელი და ღრმა თემატიკა და პერსონაჟების ასეთი სიჭრელე 1 საათიან ქრონომეტრაჟში უბრალოდ ვერ ჩაეტევა ხელოვნურობის გარეშე. თუმცა ესეც რეჟისორის გამოუცდელობამდე მიდის - შეამცირე სიუჟეტების რაოდენობა ერთ სერიაში, ცოტა გაშალე, რამე ქენი...
This post has been edited by ლლევ on 6 Jan 2015, 13:27