სასიყვარულო შვიდკუთხედები რომ არ არის ეგ კარგია
მაგრამ სხვა საკითხია სიტუაცია რომ შემოგაქვს და თან ვერც შემოგაქვს
სუფრასთან გაიცნეს თუ არა ერთმანეთი, ეგრევე მოყომარებული იყო სიტუაცია
ხელოვნურის და არასრულყოფილის შთაბეჭდილებას ტოვებს
თორემ ნაღდად არავის სურს ტიფლისში სასიყვარულო დრამების ხილვა
მესმის რომ ისტორიულ რეალობას არ ასახავს
მაგრამ ადამიანური ყოფითი რეალობა და კანონზომიერებაც უნდა გადადოს გვერდზე?
ეგ ფანტასტიკის რაღაც ახალი ქვეჟანრი გამოდის
რეჟისორს როგორც უნდა ისე აყომარებს სიტუაციებს, თუნდაც ეს კომიკურად ალოგიკური იყოს
თანაც, თუ დაუკვირდებით, ისე გამოდის რომ ამ სერიალში ძირითადი ცხოვრება კადრს მიღმა მიდის - ფიქრები, გეგმები, სურვილები
კადრში მხოლოდ ამ ფიქრების, გეგმების და სურვილების კულმინაციები გამოაქვთ, ისიც ძალიან მოკლედ, სხარტად და ფორსირებულად. ჩვენ კიდევ უნდა დავდგეთ და ვიგულისხმოთ ან წარმოვიდგინოთ ძირითადი პროცესები.
ისეთი შეგრძნება მრჩება ხოლმე რომ შუალედში რაღაც სერიები გამოვტოვე

აი მე-6 და მე-7 სერიები ავიღოთ თუნდაც
ის ბოროტი თავადები რო გაიჩითნენ იმ თურქთან და რუსი მოხელეც რომ გაეძრო
საიდან, როდის, როგორ
ის რუსი საერთოდ ვინაა
როდის ჩამოვიდა, რას აკეთებს ტფილისში
როგორ დაახლოვდნენ ეს თურქი და რუსი ასე მაგრად
საერთოდაც ამ თურქს რაღა უნდა ამილახვართან?
ხო თქვა ხელს ვიღებ ბავშვებით ვაჭრობაზეო?
საერთოდ აღარ ველოდი მაგის გამოჩენას
ეს კიდე ახალ ვილენად მოგვევლინა
მერე ეს არჩილის გაგორება როდის გადაწყვიტეს
ან არაბულის გმირისთვის ორდენის მინიჭება
ან ეგ ორდენი რას ნიშნავს საერთოდ
ან რატომ აძლევენ
აბდა-უბდა
უნდა გერქვას შენ
და არა ტიფლისი
ამდენი რამე მე თვითონ თუ ვიგულისხმე და წარმოვიდგინე
რა ჯანდაბად მინდა მაგ სერიალის ყურება
ავდგები და ვიფანტაზიორებ ჩემთვის
რა საჭიროა მაგ სერიალის ყურება...
This post has been edited by ლლევ on 6 Jan 2015, 14:41