კუსლარხევიმევასებით ბიძია
ყველაზე ცუდი ისაა, "ზომიერი ამბიციის" მქონე რეჟისორი და მისი გუნდი მაინც თავისებურად გააგრძელებენ ჟანრის გაფუჭებას

ვურჩევდი ჟანრი შეცვალონ და ფანტასტიკაში გაიყვანონ

უფრო მართებული იქნება
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ნებისმიერი რეჟისორი რომელიც ისტორიულ ჟანრში იღებს ფილმს, ბეწვის ხიდს გადის

სამი მუშკეტერის რამდენი ეკრანიზაცია არსებობს და არცერთი არ ვარგა კაპიკად, გარდა ფრანგულ-იტალიურისა, ბარეი სადაც გამოდის.
ერთხელ მაინც რომ დაფიქრდნენ რეჟისორები (გინდა ჩვენი, გინდა უცხოელები), რატომ ჰქვია ისტორიულ ჟანრს ისტორიული ჟანრი და არა სამეცნიერო ფანტასტიკა ან დრამა ან დეტექტივი?
გულს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო ქართველები არ სცოდავენ ამ მხრივ, ვიცი საზღვარგარეთული, ისტორიულ ჟანრში ძალად გაყვანილი ფილმები, კაპიკად რომ არ ვარგა
ხელმოწერა: ისტორიული ჟანრის ფილმების მაყურებელი

სამწუხაროდ სცენარებს არ ვწერ, მე მარტო მაყურებელი ვარ

რომელსაც მინდა გემოვნებიანი და ხარისხიანი ფილმი

და მე ამის უფლება მაქვს. დიახ, მე უფლება მაქვს მოვითხოვო ხარისხიანი ფილმი.
თუ არადა, იმას გავაკეთებ რაც გავაკეთე კვირების წინ, "ტიფლისი"-ს პილოტ სერიის მერე აღარაც გამიგრძელებია სერიალი :