მე-15 ეპიზოდს იღებენ... 13 რეგულარიღაა 17-დან და სავარაუდოდ კიდევ მოკვდება ვინმე სეზონის ფინალში

იმის გათვალისწინებით რომ ზოგი მკვდარია უკვე მაგ დროისთვის, ახალ რეგულარებს და ხელშეუხებლებს ხელი არ დაედებათ, ერთ სეზონში ერთ ადამიანს ბევრ ნათესავსა და ახლო ადამიანს არ აკარგვინებენ

ერთ პერსონაჟამდე დავედი რომელიც ჩემი აზრით მოკვდება

და პრინციპში ჯდება კიდეც...
აქ ავხსნი დეტალურად... სპოილერები იქნება სიკვდილებზე და ვისაც არ უნდა არ ნახოს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ 17-ი რეგულარია ამ სეზონში და ამ მომენტისთვის

მე-14 ეპიზოდამდე ბობი, გარეტი, ბეტი და ტაირისი ვერ მიაღწევენ. ახალი რეგულარები: ტარა, ეიბრეჰემი, იუჯნი, როსიტა და გებრიელიც არ მოკვდებიან იმიტომ რომ არ კლავენ ხოლმე ჯგუფში ახლებს იმავე სეზონში. რიკი, კარლი, დერილი და მიშონი ხელშეუხებლები არიან და არაფერი მოუვათ...
დარჩა 4 პერსონაჟი: მეგი, გლენი, ქეროლი და საშა.
მეგი - ბეტი მოკვდა და მეგისაც არ მოკლავენ, იმიტომ რომ ერთ სეზონში მთელი ოჯახის განადგურებას არ შვრებიან ხოლმე, თან ერთი გრინი ხომ უნდა დარჩეს.
გლენი - ვფიქრობ არც გლენი მოკვდება , მეგის დას და ქმარსაც არ წაართმევენ ერთად. (თანაც შესაძლოა გლენს ნეგანისთვის ინახავენ

)
საშა - აი საშას წაერთვა შეყვარებული და ძმა და სწორედ ამიტომ მისი მოკვლაც უაზრობა იქნება... თან ანდრეას როლს იკავებს კომიქსებში და ალექსადნდრიის სამრეკლოს სნაიპერი ხდება

დარჩა ქეროლი

ლოგიკური იქნება ქეროლის სიკვდილი. თავისი თავი გამოისყიდა, ყველა გადაარჩინა და მოკვდება ალბათ სეზონის ბოლოსკენ. თან თუ დავუკვირდებით სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი მომენტი. მერლმა და ანდრეამაც გამოისყიდა ბოლოს თავი და მოკვდნენ.
ამიტომაც ვფიქრობ ქეროლს

ვაიმე რამდენი ვწერე
This post has been edited by ჩარლი on 25 Oct 2014, 01:05