ამედიას ვუყურებ ხოლმე ბოლოს დროს, როცა მცალია და
ადრე მომხვდა თვალში რამდენიმეჯერ ეს თემა და რაღაც ტრივიალური გვადალუპეობა მეგონა.
აუ, ეს რა მაგარი სერიალი ყოფილა!
ადამიანური ვნებები, ტრაგედიები, შიშები, ეგოები _ ძაააალიან დიფ ლეველზე
საინტერესო პერსონაჟები,უმაგრესი ისტორიებით. ყველა პერსონაჟი იმდენად დამაჯერებელია, რომ ყველასი გესმის.
რავი მე ვერც ერთი ავითვალწუნე. ყველა იწვევს თანაგრძნობას <3
ამ ისტორიების გადმოცემის ფორმა, აღქმის სუბიექტურობის ხაზგასასმელად, ხო ცალკე ზეფირია ^_^
მხეცი ინტრო აქვს <3
მოკლედ, ადამიანი და ფსიქოლოგია ვისაც გაინტერესებთ, მართლა ჰაი კლასის შოუა, ყველა ასპექტში!
ველოდები მეხუთე სეზონს, 25 აგვისტოს გამოვაო.
პ.ს. გადავწყვიტე, დაუმთავრებელ სერიალებს აღარ ვუყურო

პ.პ.ს. ეიფორია არის კიდე ძალიან საკაიფო საყურებელი <3