კი ბატონო, უმაგრესი სერიალია

აი, ხო გგონია, რომ იმან იმას უღალატა და თითქოს-და რა უნდა ახლა აქ თეთრის და შავის გარჩევას?
არაა ეგრე!
იმდენად მაგრა ყავთ შექმნილი და გახსნილი პერსონაჟები, თავიანთი ტრაგედიებით,
რომ ასე ჩლუნგად ვერ განსჯი, ეს კაია და ის ცუდია.
ყველა ადამიანი მყიფეა და ცხოვრება, რაღაც მომენტში, ყველას ტეხავს _ ზოგს ბავშვობიდან,
ზოგს მაშინ, როცა ჰგონია, რომ სამშვიდობოს გავიდა და აწი რამ უნდა დასცეს თითქოს? ჰელენი მაგალითად.
ყოველი მათგანი თავისებურად იბრძვის, რომ წამოდგეს, იარები მოიშუშოს და გზა გააგრძელოს.
როგორც ნოა ამბობს, შეცვლა იმდენად რთულია, ხანდახან მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის
და ხშირად ადამიანის დაწყებულ მოგზაურობას მისი შვილები ასრულებენ.
და თუ ტკივილი და ტრავმები თაობა თაობას გადაეცემა, იქნებ სიყვარულიც ასეა?
მოკლედ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,
ღალატი არის შოუ საოცარ ადამიანებზე ურთიერთობის, გაგების და პატიების საოცარი უნარით
How deep could you dive into your own subconscious mind?