თუ სურვილი გაქვთ წყნარი , მშვიდი მელოდრამა კარგი მუსიკით და მსახიობებით ზედმეტი ჰაერში გაკვანძვების გარეშე , კლასიკური სიყვარულის ისტორია ცოტათი ბანალური მაგრამ ძალიან კარგად გაკეთებული. მაშინ შეგიძლიათ ეხლავე ჩართოთ.
კლასიკური ლავსთორი დახუნძლული თითქმის ყველა ტიპიური დამახასიათებელი ატრიბუტებით რაც ახასიათებს ხოლმე მსგავს მელოდრამებს. მაგრამ ძალიან კარგად გაკეთებული... ისე რომ სასიამოვნოა საყურებლადაც და მოსასმენადაც (საუნტრეკების წყალობით)

აი რომ იტყვიან "ძველი სკოლააო" ეგეთი სერიალია , არაფერი ზედმეტი ყველაფერი კარგად ნაცნობი მრავალჯერ ნანახი და გადაღეჭილი მაგრამ ძალიან კარგად და სასიამოვნოდ გაკეთებული. არაჩვეულებრივი მსახიობებით.
იქედან გამომდინარე რომ სამ დროის მონაკვეთში ვითარდება სიუჟეტი მთავარ გმირებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მსახიობები ასრულებენ...

ახალბედა Lee Ja In და პოპულარული კპოპ ბოიბენდის GOT7 ის წევრი Park Jin Young მთავარი გმირების ბავშვობას ასახიერებენ. უკვე თინეიჯერ მთავარ გმირებს Yoon So Hee და Baek Sung Hyun. (ეს მსახიობი ლამის ყველა პერსონაჟის ახალგაზრდობას თამაშობს ამათუიმ ფილმსა და სერიალში და საინტერესოა თვითონ როდის ეღირსება მთავარი პერსონაჟის როლის შესრულება

)

წლების შემდეგ უკვე ზრდასრულ პერსონაჟებს ვეტერანი ჯო ჯინ მო და პოპულარული სერიალების მსახიობი და ყოფილი მის კორეა კიმ სა რანგი..

და სად გაგონილა კლასიკური ლავსთორი "ბოროტი მაჯლაჯუნების" გარეშე? დრამალენდის სტაჟიანი ვილანი და ღვაწლმოსილი სწერვა აქაც მოწოდების სიმაღლეზე არიან როგორც ყოველთვის
პ.ს Kim Tae Hoon მიუხედავად იმისა რომ თმა ყალყზე მიდგება თუ სადმე გამოჩნდა რადგან ყოველთვის უარყოფითი პერსონაჟია და ვიცი საშინელებებს დაატრიალებს , მგონი პირველი შემთხვევა იყო როცა მიუხედავად იმისა რომ ვილანი იყო ძალიან ვუთანაგრძნობდი ... ძალიან ძალიან მაგრად შეასრულა თავისი როლი ... მსახიობი ძალიან მიყვარს და დიდი სიმპატიებით ვარ განწყობილი მის მიმართ , ნუ რა ვქნათ სტილი აქვს ესეთი ყველგან ცუდი და ბოროტია ... კარგად გამოსდის და ჰე
მუსიკას რაც შეეხება.... ჩემი საყვარელი Kim Dong Ryul და მისი
should I say I love you again აკვდება სერიალს სხვა ოსტებთან ერთად