მოვრჩე 5-ვე სერიას და Rose Motel-ის შემოქმედებას უნდა მივადგე და გადავქექო.
დრამას რაც შეეხება ძალიან კარგია ჯერჯერობით... ზოგადად არ მიყვარს დრამები და ფილმები საცოდავი მთავარი გმირით რომელსაც მთელი უსასრულობა სერიები ყველაფერი უბედურება ემართება და იძულებული ხარ უთანაგრძნო ნუ რეჟისორი უბრალოდ სხვა შანსს არ გიტოვებს , ამიტომ არ მომეწონა არც Nice Guy და Secret , 2 weeks და ა.შ
მთლიანად დაძაბულობის და მსგავსი პერსონაჟებით მაყურებლის ემოციებზე თამაშზე გათვლილ სერიალებს უბრალოდ ვერ ვიტან. აქ ყველაფერი იმდენად რეალურია ... პერსონაჟებიც ზოგი ბანალურიც მაგრამ მაინც საინტერესო .. კარგი ქასთი მუსიკა ... ყველაფერი თავის ადგილზე. მოკლედ დიდი იმედი მაქვს რომ ბოლომდე შეინარჩუნებენ ამ ყვეკაფერს და სადღაც შუისკენ უკვე მოსაწყენი არ გახდება. 16 ეპიზოდს ზემოთ სერიალებს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე იმიტომ რომ ყველა ვარიანტში გაწელილია 16-ს ზემოთ. ყოველ შემთხვევაში დასაწყისი რამოდენიმე სერიისთვის რაც ვნახე რესფექთები ქასთს , სერიალის შემქმნელებს და ა.შ OCN , jtbc , tvN ... სამი არხი რომლის ლოგოც საკმარისია ხოლმე იმისთვის რომ სერიალმა დამაინტერესოს. რათქმაუნდა ყოველთვის ყველა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს სამი არხი იმედებს არ მიცრუებს ხოლმე
გოს აქაც გადავეყარე... მოკლედ ეს თამაში მიხმობს და აუცილებლად უნდა ავითვისო. ვერასოდეს ვუმუღამებდი მაგალითად კარტს და ჯოკერს და მსგავს თამაშებს , მაგრამ მიყვარს სუდოკუ , მაჯონგი ეს რისი თამაშიც შემიძლია და ვგიჟდები კარუტაზე და გო-ზე (იგივე ბადუკი) რომლების თამაშიც ჯერ არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა ავითვისო.
პ.ს ხო ვისაც გაინტერესებთ როგორ იქმნება დრამები შიდასამზარეულო თავისი ავლა დიდებით , როგორ მიდის არხებამდე და ა.შ აუცილებლად ნახეთ
The King of Dramas (2012)

ამ სერიალის ნახვის შემდეგ ასჯერ უფრო მეტად დავაფასე ის სერიალები რომლებსაც ვთვლი რომ კარგია იმიტომ რომ იმის უკან რასაც მაყურებელი ხედავს უამრავი ადამიანის შრომა დგას.