khatunadz მგონი ადრე დავიწყე ეგ მერე გადამავიწყდა...
პინოქიოს ქასთს ჩავხედე და ძალიან ბევრი ისეთი მსახიობი ვნახე ვისი ნახვაც მისიამოვნებს ხოლმე.... თუ შინჰეს და იმ მოუთავებელს არ ჩავთვლით ყველა სტაჯიანი და კაი ხალხია ...
Lee Pil-Mo ... გუკიც აქ ყოფილა.. Kim Young-Kwang-იც... ამის აღნაგობაზე უბრალოდ ვიღვენთები... ვიჯიემში იყო სტუმრად მისი მეგობარი მონაწილეობს შოუში და ამათი სამეგობრო სულ ვუბინები და მსგავსი მაღალმაღალი გრძელფეხება ლამაზი მოდელი სასტავია, წამყვანი გაჰკიოდა ოღონდ თქვენ სამეგობრო ყველა ერთად მოდით სტუმრად შოუში და სპეციალურ გადასახადსაც გადავუხდი სახელმწიფოს ამ სიამოვნებისთვისო

მოკლედ მთავარი გმირების გარდა ყველა მაინტერესებს სერიალში ... მაგრამ დაწყება მაინც მეზარება ჯერ პირველ სერიას შევავლებ ეხლა თვალს ვნახო ღირს თუ არა და მერე სერიების გამოსვლას დაველოდები...
* * *
ვნახე პინოქიოს რამოდენიმე სერია.... თემა საინტერესოა ნამდვილად. რეპორტიორები ერთი შეხედვით ხო არაფერი დგანან და ნიუსებს აცხადებენ შემთხვევის ადგილებიდან მაგრამ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციას, როცა ზედმეტად თავდაჯერებული ხარ და ვერ აცნობიერებ იმ სტყვების მნიშვნელობას რასაც ამბობ, პასუხისმგებლობას რომელსაც შენი პროფესია გაკისრებს და ა.შ თემა იმდენად საინტერესო აქვს ძალიან უნდა მოინდოდმონ სცენარისტებმა კრახი რომ გამოვიდეს მაგრამ რა პრობლემაა უაზრო ლავსთორის გაწელავენ ერთი ათი სერია ....
პ.ს შინჰე შიმშილობდა? კისერზე რომ ვუყურებ მეშინია ... ტუჩასტიკს ალბათ საერთოდ რომ არ შეეჭრა თმა და იმ "ჩაფხუტით" ეარა მთელი სერიალი სჯობდა ...

ერთი 10 სერია რომ გამოვა მერე დავიწყებ ყურებას.
ამასობაში მიილია 2014-ც ეხლა ვფიქრობ შემაჯამებელი პოსტივით ხომ არ გამეკეთებინა რამეთქო. პატარა გამოკითხვაც ხომ არ გავაკეთოთ 2014-ს ყველაზე კარგი სერიალი ან რამე ამგვარი?