username-usernameხო სუ კვანი უმაგრესია აქაც და Innocent Man-შიც.
აქ ჩი ხე სუს როლის შემსრულებელი მასტერს სანიდან მაგრა მეჯავრებოდა მაგრამ შემეცვალა აზრი ამ დორამის შემდეგ.
ჩო დონ მინიც საოცარი ტიპია

პირველი კადრებიდან მამა და შვილები მეგონა ეს სამი და სუ კვანმა რო უთხრა მწერალს ეს იმის პირველი შეყვარებულია ამან იმას პირველად აკოცაო და ა.შ. გავშტერდი, ბრაზილიური პონტები ხო არაათქო აქაც
***
ხო ჩემმა დამაც მაჯობა, მაგრამ ეგ უფრო პაპსას უყურებს, თინეიჯერულებს და სასაცილოებს, მე უფრო დაძაბული და ტრაგიკულები მიყვარს.
ზატო მან ენაც ისწავლა საწყის დონეზე და სამსახურშიც წაადგა, სასტუმროშია სტეფანწმინდაში 2 თვის არ ქონდა დაწყებული მუშაობა რომ დააწინაურეს, სულ კორეელების ჯგუფი მოდიოდაო ერთი მეორის მიყოლებით და ამასაც მეტი რა უნდოდა უცებ ანიონასეიო, ჩალ ჩინესოიო და უფროსობამაც შეამჩნია

***
მოვრჩი მე ყურებას, ბოლო სერიებმა ნერვები მომიშალა, ჯერ ჩი ხე სუს დედის მოკვლის სურვილი გამიჩნდა, მერე ჯე იოლის ბარეღამ განიკურნე შე ... და რა დროის განშორება იყო.
***
კიდე მინდა რამეს ვუყურო მაგრამ სოფელში ვარ და აქ 200ით ძლივს მოაქ :/ თბილისში რო ჩამოვალ ამისთვის დრო არ მექნება :'( არადა ამ დორამამ გამომაცოცხლა. ბოლოს რეებსაც ვუყურე უემოციოდ ვუყურებდი, ვაფშე არ მქონდა რეაქცია და ნიჰილიზმის ნიშნები მაქვსთო ვფიქრობდი მაგრამ როგორც ჩანს უიმედო სიტუაცია არ ყოფილა უბრალოდ ცოტა ძლიერი დრამა მინდოდა. ეჰ რა ცუდია თავიდანვე რო ვუყურე ყველაკარგ დორამას :/.
ცოტა დაგრუზული პერიოდი მაქ და ერთი კაი ემოციებისგან დაცლა არ მაწყენდა.