მოკლედ დღეს ვიყავი Hangib-ში, მოკლედ ინტერიერი სასიამოვნოა, ჭურჭელიც საყვარელია, ჩხირებით ვერ ვჭამე და მამაპაპური ჩანგალი და კოვზი მოვიმარჯვე. მომსახურებასაც არ ვუჩივი კმაყოფილი ვარ, საკმაოდ სწრაფად მოგვიტანეს კერძები ისე კი არაა ზოგიერთ ქართულ რესტორანში რო ნახევარი საათი მაინც გალოდინებენ. სამახსოვრო კედელიც აქვთ სადაც სტუმრებისთვის გადაღებულ სურათებს აკრავენ.
გადავიდეთ კერძებზე, 4ნი ვიყავით და შევუკვეთეს სურათზე რაცაა ისინი და კიდევ ერთი კერძი იყო შემწვარი ბრინჯით,ხორცით და ბოსტნეულით და რამენი. ეგ ბოლო ორი მივირთვი რაც სურათზეა ისინი არ დამიგემოვნებია. რამენი ძალიან გემრიელი იყო, არ ვიცი იჩირაკუს რამენს რამდენად შეედრება, მაგრამ დრეიდან რომ ანაკომის და სხვა მაგდაგვარ სუპებს რო არ გავეკარები ეგ კი ვიცი. მეორე კერძიც კარგი იყო თან ცხარე, მეგრელი კიდე თუ იტყვის ცხარე იყოო ე.ი. ძალიან ცხარე იყო

მაგრამ არ შეგეშინდეთ წამიერია ეგ სიცხარე.
ზედა მარცხენა კერძზე მეგობარმა თქვა ბევრი ნიორი აქო მაგრამ ისე გემრიელად მიირთვა, ერთი ლუკმაც არ დაუტოვებია.
ქვედა მარჯვენა სურათში სოკო და კიმჩი არის მგონი ეგ მოეწონათ ჩემ დას და მეგობარს.
ფასს რაც შეეხება ცოტა ძვირი კია, სურათზე მოცემული კერძები + ის ორი კერძი რაც დავასახელე + 1* 0.5ლ ლუდი + 5* 0.25ლ წვენი დაგვიჯდა 90ლარი.
კონკრეტულად კი წვენები 0.25ლ ჭიქში 2.5ლარი
ლუდი 0.33ლ 2.5ლარი
0.5ლ მგონი 4ლარი
რამენი 13ლარი
სურათზე პირველი კერძი 23ლარი
ზედა მარჯვენა სურათზე როა ისინი 5-5 ლარი თითო
მეორე უსურათო კერძი მგონი 11ლარი და დანარჩენები არ მახსოვს, სოკო თუ არ ვცდები 4ლარი.
ანუ ჯამში მარტო კერძები სადღაც 70-75ლარი დაჯდა.
ახლა დავიწყებ რაც არ მომეწონა გარდა ფასისა.
მენიუ სულ დაჯღაბნილი იყო, გეგონებოდა მოსწავლის სავარჯიშო რვეული.
ამასთან ერთი კერძი რომელიც არაა ამ სურათზე გვეგონა რომ სამარხვო იქნებოდა რადგან დასახელებაში ხორცი არ იყო ნახსენები თუმცა ხორცსაც შეიცავდა, ამიტომ ფაქტიურად ძირითადად მე ვჭამე 3:)
ისევე ფასის გამო ხშირად რო იარო ისეთ ადგილს ვერ ვუწოდებ მაგრამ ათასში ერთხელ რომ შეიხედო ცუდი არ იქნება.
მოკლედ თუ წახვალთ არ ინანებთ.