არ ვიცი ეს ხრიკია თუ მართალა სხვა სერიალის ლეიტმოტივზე გაკეთდა მეათე სერია,
თავში რომ ცხადდება, ავტორებმა მაგრად მიაბანძეს მთელი საელჩოს თანამშრომლები და
თვით ლოკჰარტიც. ყოვლად ამაზრზენი ელჩის და მისი ქმრის დიალოგი, კარიერის გადასარჩენად
ქამარსაც რომ აძლევს თავის ჩამოსაღრჩობად, ის, ის, ცხადია თავს ვერ მოიკლავდა, ჩმორი

მრისხანე ლოკჰარტმა ჩააბარა მრავალი წლის ნამუშევარი მთელი აგენტურული ქსელი
ჰაქანს, ეს უფრო დიდი სახელმწიფო დანაშაულია, ვიდრე ერთი ან ორი ოპერაციის ჩავარდნა...
მანამდე ხომ ვირთხებივით შეიმალნენ რკინის ოთახში, იმის მაგივრად რომ თავდაცვის
რეჟიმზე გადასულიყვნენ და იარაღი დაერიგებინათ...
ტრაგიკომედიის პიკი ჩემი აზრით საულმა რომ დურბინდი არჩია იარაღს და კერის მიაჩეჩა თოფი ის იყო.

თანდათან იკვეთება, რომ ბოლო სერიებში ავტორებმა მიზნად დაისახეს კაბინეტის ფუნქციონრების
კრიტიკა. ისე რომ მაგრები არიან სხვის დასანახად და კრიტიკულ სიტუაციებში ქვეშ ისველებენ.
ერთი ასეთი სერიალი არც ჩვენ გვაწყენდა ჩვენი ბედოვლათი პოლიტიკოსების შემყურე, რა ომებიც გავიარეთ,
თითო ოროლა თავგანწირულ ადამიანზე რომ ეკიდა ხშირად მაგათი უკანალები ან სულაც მთელი ქვეყნის ბედიც.
ამ კუთხით თუ შევხედავთ, კარგი სერია იყო...
This post has been edited by marta007 on 9 Dec 2014, 20:50