ძაან კაი იყო მაკას და ირაკლის დუეტი
ყოვეთვის საინტერესო საყურებელია კარგი მსახიობის თამაში, მითუმეტეს თუ სცენა მძიმდება და თან ხარისხიანად არის გაკეთებული. აი მთელი ეპიზოდი, ელზას და ირაკლის სახლში შემოსვლიდან - თავზე კოცნამდე უკარგესი გამოვიდა. არ იყო იაფფასიანი ჩუყი, ყოჩაღ კრეატივ სასტავი :დ
ნინა და დათო სულ რომ მოსაწყენები გახდნენ, თვალს ვერ ვწყვეტ ხოლმე, ისეთი ბუნებრივები არიან.
ფინალზე ამოვიჟუჟე

მთელი ეს საჩუქრები, რომანტიკა, წაცეკვება და ვნებიანი ღამის მოლოდინი.. ბავშვის ჩაჯმა კი გვირგვინად - იყო უხოცესი
ცოტნე საერთოდ არც გამხსენებია, მგონი ამოწურა თავი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძნელია უგულშემატკივრო - როგორც პერსონაჟს. ვერ გავიგე რა როჟაა და რა უნდა. რა სიმართლის პარტია და რა ანკა

ძალიან ზედაპირულია ეს ხაზი და ალბათ ისევ და ისევ იმისთვის იყენებს შემოქმედებითი ჯგუფი ამ ტიპს რომ რაღაცა ირონია შემოაგდოს პოლიტიკური თუ სოციალური :დ ესეც მეტ-ნაკლებად გამოდის.. სხვა რამე განსაკუთრებულ როლს ვერ ვხედავ, არასაინტერესოა მოკლედ ჩემთვის.
ნატაშკას ხაზს არა უშავს, კარგ განვითარება შეიძლება მიეცეს.
მაგის უფროსი შვილი მეზიზღება :დდ კარგად თამაშობს ბავშვი, მინდა გავცხო ხოლმე

უი, ხო

ვატოს და ელისოს წყვილი დაიდოს, გლახათ ფანცქვალებდნენ დღეს, რავი ეგრე დავინახე
This post has been edited by _იუზერნეიმი_ on 20 Nov 2014, 02:48