ჭიქას მართლა გააჩნია.
გეორგ რიდელი საფერავის ექსკლუზიური ღვინის ჭიქის წარმოებას იწყებს
5 და 6 ივნისს, თბილისს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის მფლობელი გეორგ რიდელი ეწვევა, რომელიც საქართველოს გამორჩეულ მეღვინეებთან, სომელიებთან და ექსპერტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიურ ღვინის ჭიქას შეარჩევს.
პროექტის მხარდამჭერები არიან, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი". გეორგ რიდელს მასპინძლობას გაუწევს ქართული ღვინის საპატიო ელჩი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ საფერავის ცნობადობის ამაღლებას.
ავსტრიელი ოსტატის მიერ შექმნილი ღვინის ჭიქით საფერავის დაგემოვნება უკვე უახლოეს რთველზე გახდება შესაძლებელი.
რიდელების 250-წლიანი ისტორიის მქონე წარმატებული საოჯახო ბიზნესი ცნობილია რევოლუციური ღვინის ჭიქების წარმოებით. პრინციპი - "შიგთავსი განაპირობებს ფორმას", წარმოების მთავარ ფასეულობად იქცა. სწორედ მასზე დაყრდნობით წარმოადგინეს რიდელებმა ცალკეულ ყურძნის ჯიშზე და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მევენახეობის რეგიონების ღვინოებზე მორგებული სასმისების კონცეფცია. ღვინის ჭიქების, გეომეტრიასა, თუ ღვინის მოხმარების ფსიქოლოგიაზე წარმოებული მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, კომპანიამ იდეალურ ბროლის ბოკალთა კოლექცია შეიმუშავა - 16 გამორჩეული სასმისი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღვინის 16 სახეობისთვის.
ასეთ ჭიქაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა