''ლუიზიანას სანაპირო ლანდშაფტის გოთიკური ჰორორი არ იგრძნობა ამ ქალაქში.ახალ პეიზაჟებს გააჩნიათ საკუთარი, უნიკალური ხმა და მშფოთვარე თვისებები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში არაფერი ოკულტური არ მოხდება, პერსონაჟებს ამ სამყაროს დეზორიენტირებულ ფსიქოლოგიასთან და შემზარავ რეალობასთან მოუწევთ ბრძოლა.
პირველ და მეორე სეზონის ისტორიებსა და პერსონაჟებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
ამის შედეგად მივიღეთ სრულიად ახალი სამყარო, მაგრამ ორივე სეზონს გააჩნია მსგავსი სული, მგრძნობელობის და ხედვის ღრმა, მჭიდრო კავშირი.
მიუხედავად ამისა, მეორე სეზონში უფრო რთული სამყარო და კომპლექსური პერსონაჟების ველი გველის.''