20 000 რობმა შეკრიბა მთელ ჩრდილოეთში, არ ჩქარობდნენ და ბოლოს მანდერლის ხალხი რომ მივიდა, ეგ იყო ბოლო ვისაც ელოდნენ.
ჩრდილოეტში დარჩა მხოლოდ მანდერლის არმია, დანარჩენი რობმა წაიყვანა.
შემდეგ ის არმია ბოლტონის ხალხმა დაამარცხა და მორჩა, ჩრდილოეთი დარცა არმიის გარეშე.
მთელი ომის მანძილზე რობს არ მიუღია დახმარება ჩრდილოეთიდან.
ჩრდილოეტში ვერ მოგროვდა 2-3 ათასი კაცი, რომ დაერტყათ გრეიჯოებისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ხმელეთზე დიდი ვერაფერი მეომრებია ეგენი, ადვილად დაამარცხებდნენ.
რობი გეგმავდა ჭაობის გავლით 4 000 კაცის გადასროლას ჩრდილოეთში, რომ კეილინისთვის ცრდილოეთიდანაც შეეტიატ და სამხრეთიდანაც.
იქ რომ არმიის შეკრება ყოფილიყო შესაძლებელი, ამდენი წვალება არ გახდებოდა საჭირო, გახსნიდნენ გზას კეილინზე.
ბოლტონის ხალხი არც ერთ ბრძოლაში არ ჩანს, უფრთხილდებოდა და უვნებლად დააბრუნა ჩრდილოეთში და რადგან სხვებს ფაქტიურად არარ შერჩათ არმიები, ვერ უწევენ წინააღმდეგობას.
ახლა რობერტის აჯანყებაზე:
1. პირველად აჯანყდა ჯონ არინი, რომ არ გადასცა რობერტი და ნედი მეფეს.
თოლიების ქალაქი მეფის ერთგული დარჩა, შტურმით მოუხდათ მისი აღება(სავარაუდოდ ის არ იყო ერთადერთი).
2. ნედი და რობერტი თავიანთ მიწებზე დაბრუნდნენ და არმიები შეკრიბეს.
ნედმა შეკრიბა ცრდილოეტში თავისი ხალხი(წინააღმდეგობა არავის გაუწევია) და ჩავიდა მდინარის მიწებზე, სადაც უნდა შეხვედროდა არინებს.
რობერტმა იომა, დაამარცხა მეფის მომხრეები, მთელ შტორმის მიწებზე დაამყარა კონტროლი და დაიძრა ტირელების არმიასტან შესახვედრად. ეშფორდთან ბრძოლა კატასრტროფული შედეგით დასრულდა, რობერტი მცირე ამალასთან ერთად გაიქცა და დანარჩენ აჯანყებულებს შეუერთდა. გაითვალისწინე, რომ რობერტი არა ტირელების არმიამ, არამედ მხოლოდ ავანგარდმა დაამარცხა, ტარლის სარდლობით. შტორმის მიწების არმიას მხოლოდ ავანგარდი რომ ამარცხებს, მიახლოებით წარმოიდგინე რა ძალა იყო ტირელების არმია.
3. აჯანყების ჩახშობა ევალება რეიგარს.
ტირელები შევიდნენ შტორმის მიწებზე, დაიმორჩილეს და სტანისი მოაქციეს ალყაში არც ისე დიდი გარნიზონით.
რეიგარმა აიძულა მამამისი, ტაივინისთვის ეთხოვა დახმარება და ისიც 12 000 კაცით შევიდა მდინარის მიწებზე, ჯერ-ჯერობით უმოქმედოდ.
ჰოსტერ ტალიმ შესტავაზა აჯანყებულებს დახმარება იმ პირობით, რომ მის შვილებს მოიყვანდნენ ცოლად ნედი და ჯონი. მატაც მოუხდათ დათანხმება, სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი ნულტან ძალიან ახლოს იყო.
ტალი თავის მხრივ მეფის მომხრე ვასალებს დაერია და ყველა გაანადგურა, რომ აჯანყება არ მომხდარიყო მის მიწაზე.
რეიგარმა შეკრიბა არმიის ნარცენები რაც ნახა, დაუმატა 10 000 დორნელი, დაქირავებულები ესოსიდან, ტირელების არმიის ნაწილი და ა.შ, 40 000 კაცი.
4. რეიგარის 40 000 კაცი და აჯანყებულების 35 000 ფაქტიურად ერთდროულად მივიდნენ მდინარესთან გადასასვლელზე.
იქვე ახლოს დგას ტაივინი, რომელიც რეიგარმა გამოაძახებინა, მაგრამ არ ჩანს ვის მხარესაა.
აჯანყებულებს ვერ მოუსწრო ფრეის ხალხმა(მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს).
რეიგარის უპირატესობა რაოდენობაშია, აჯანყებულების კი ძლიერ მძიმე კავალერიაში და საბრძოლო გამოცდილებაში.
5. რეიგარმა დაიწყო შეტევა მდინარის გადალახვით. იმის გათვალისწინებით, რომ მდინარეს მთელი არმია ერთდროულად ვერ გადალახავდა და აკლდათ მძიმე კავალერია, ეს შეტევა თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის.
რობერტი რეიგარს კლავს, როიალისტების არმია დიდ დანაკარგს ნახულობს და ბოლოს გარბის.
ლანისტერების არმია დედაქალაქისკენ დაიძრა უცნობი მიზნით.
აჯანყებულებს დრო დასჭირდათ ბრძოლის შემდეგ არმიის გადასაჯგუფებლად, მაგრამ მალევე დაიძრნენ დედაქალაქისკენ. ავანგარდს მეთაურობდა სტარკი და ლანისტერების ბევრად არ ცამორჩა, მალევე მივიდა დედაქალაქტან.
ლანისტერები მეფემ ქალაქში შეუშვა, როგორც მეგობრები, მათ ქალაქი აირეს და რობერტს გადასცეს, რომელიც ამ მომენტში მძიმედაა დაჭრილი.
6. რობერტი ტახტზე დაჯდა.
ნედ სტარკი შტორმის მიწებზე ჩავიდა, ალყა მოახსნევინა ტირელებს და ერთგულების ფიცი მიიღო რობერტის სახელით.
დორნმა მარტომ აჯანყება ვერ გაბედა და მეფეს დაემორჩილა.
რობერტი დაქორწინდა სერსეი ლანისტერზე, ლანისტერებს დაუფასდათ დახმარება.
ახლა უყურე, ვარიანტი 1:
მეხუთე პუნქტიდან დავიწყებ.
რეიგარს რომ არ შეეტია რა მოხდებოდა?
აჯანყებულებს არ შეეძლოთ დედაქალაქზე წასვლა და მდინარის გადალახვა, როცა ზურგში ლანისტერები რჩებოდათ, ხოლო რეიგარის დამარცხების შემდეგაც ტირელების არმია მზად იყო ბრძოლისთვის.
რეიგარს თავისუფლად შეეძლო გრეიჯოებისთვის მიწები შეეტავაზებინა ჩრდილოეთში და მდინარის მიწებზეც, რაც გრეიჯოებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ზურგში დაარტყამდნენ აჯანყებულებს.
შედეგი?
აოხრებენ ტალების და სტარკების მიწებს, მათ მოუწევთ არმიის გაყვანა და გრეიჯოებთან მიბრუნება.
რეიგარს შეუძლია დაედევნოს, შეუძლია ტირელებს ხეობაში შეჭრა დაავალოს, იქვეა მათი ფლოტი, შეუძლია უბრალოდ ელოდოს როდის გატყდებიან აჯანყებულები და ა.შ.
ვარიანტი 2:
ვთქვათ ბრძოლა მოიგეს, ტაივინი დედაქალაქისკენ მიდის 12 000 კაცით და აჯანყებულებმა არ იციან რა მიზნით.
თუ ტაივინი მეფეს უერთგულებს, მიიღებს მისგან ყველაფერს რასაც კი მოსთხოვს, ეირისს უარის თქმა არ შეუძლია.
ქალაქის არებას აჯანყებულები ვერ შეძლებნ.
იგივე ტრუკი გრეიჯოებთან, + ტირელების არმია და აჯანყებულები ან ქალაქის შტურმს შეეწირებიან, ან უკან დაიხევნ და ინიციატივა ტაივინის ხელშია.
ახლა ყველაზე საინტერესო, ვარიანტი 3:
ვთქვათ რეიგარს ტაივინმა სთხოვა შეტევა, რომ მდინარესთან მიეჟაჭვა აჯანყებულები და თვითონ ზურგიდან დაერტყა, ბრძოლას იგებდნენ. მხოლოდ ეს ხსნის რეიგარის შეტევას მდინარის იქით, სხვა ვარიანტში განწირული იყო დამარცხებისთვის.
ამ დროს ტაივინსა და ჯონს უკვე მოლაპარაკებული აქვთ ყველაფერზე, რობერტს უკვე ცოლად მოყავს სერსეი, უბრალოდ ჯერ თვითონაც არ იცის(ტალი აპირებდა ლიზას გათხოვებას ჯეიმიზე, შესაბამისად ჰქონდათ ურთიერთობები და ჯონიც ჭკვიანი კაცი იყო, იცოდა ტაივინის ფასი).
ეს ხსნის თუ რატომ არ სცადეს ტაივინის შეჩერება აჯანყებულებმა, ჯონმა იცოდა რისთვის მიდიოდა ის ქალაქში და სავარაუდოდ ეგ იყო ჯონის ფასი მომავალი ქორწილისთვის.
სხვა ვარიანტი უბრალოდ არაა. ტაივინის ქალაქში შესვლით აჯანყებას დედა ჰქონდა ნატირები და ამხელა რისკზე ვერ წავიდოდნენ ასე უბრალოდ.
ჯონმა, ჰოსტერმა და ტაივინმა საფლავში წაიღეს ეს შეთანხმება, არც ერთი არ იყო სულელი ყოველ საღამოს მოეყოლა რა როგორ მოხდა.
ჰო, ჯეიმის ფაქტორი მერეც იყო როცა ქალაქი აიღო, ე.ი ეგ არ იყო შემაჩერებელი ფაქტორი.
და მეფისთვის სამაგიეროს გადასახდელად იდეალური ვარიანტი იყო, როცა რობერტი შტორმის მიწებზე დაბრუნდა მანდედან მოყოლებული უკვე, ნებისმიერ მომენტში ლანისტერების არმია ომის ბედს გადაწყვეტდა. ტაივინი არ გაყვება დინებას, რაც მოხდება მოხდესო. ელოდა შეთავაზებას როგორც ცანს და აჯანყებულებმა ის შესთავაზეს, რასაც მეფე ვერ მისცემდა.
ეს ყველაფერი ტეორიაა, მაგრამ ძალიან გავს სიმართლეს ჩემი აზრით.
P.S. მარცხენა შიფტი ახურებს და იქნება შეცდომები ტექსტში.
არ მეძინება და ამხელა მაგიტომ გამოვიდა
This post has been edited by MIRAGE2000 on 6 Jan 2015, 03:27