ვაახ შენ აქ არ გელოდი. იუთუბზე რატო ვერ უყურებ? ან კიდე იუთუბიდან გადმოწერე დაგუგულე იუთუბიდან გადმოსაწერი საიტები მილიონია.
---------------
რაც შეეხება სერიალს, მე კრიმინალური სერიალების ფანი ვარ. ნუ დავიწყე ყურება(ვუყურე ყველა სერიას) და რადგან ქართულია ბევრ რამეს ვპატიობ. აი მაგალითად იმას რომ ბათუმის ეპიზოდებში გემი სულ ერთი და იგივე ადგილას დგას და არ იძვრის. მესმის რომ არ გვყავს კომპიუტერულ დონეზე ესეთი სპეციალისტები მოძრავი კადრი ჩასვაან ან აამოძრავონ და ა.შ.
ასევე როგორც სალამანდერმა აღნიშნა შეცდომები იპარება.
საშინლად თამაშობს შუა ქალაქის დათო, აი ძალიან ხელვნურია ტიპი. ორბელიანის როლს უფრო სერიოზული ვინმე მოუხდება, მოკვლას ჯობია მსახიობი გამოცვალოთ, ადვილად გადაიტანს მაყურებელი მაგას. ეგ ტიპი კარგია კომედიურ როლებში.
ყველაზე მხეცი მსახიობი მანდ არის სისო, მაგრად თამაშობს ტიპი იმენა. ლუკა პერსონაჟი მევასება და როგორც მსახიობი ისე რა თამაშობს. ცხვირა თამაშობს კარგად.
ასევე რაც ძალიან არ მომწონს არის ის თუ როგორ მეტყველებენ, ძალიან იგრძნობა თანამედროვე ენა, ვისურვებდი უფრო დახვეწოთ ეს დიალოგები და რა სიტყვებს გამოიყენებთ ის. მე-19 საუკუნის პერსონაჟი ახლანდელი თბილისელივით რომ მელაპარაკება ცოტა ტეხავს.
და ცოტა ჩაბნებულია მთელი სერიალი.
მოკლედ მე მაინც ვუყურებ მეორე სეზონიდან, იმედი მაქვს უბრალოდ დახევწავთ, ცუდ მსახიობებს მოაშორებთ. ელენეზე როგორც პერსონაჟზე დამწყდა გული, მაგრამ როგორც მსახიობი კარგი არ არის. თუ დატოვებთ მაგ გოგომ უნდა შეცვალოს მიმიკები.
ამილახვარი არ იყო ცუდი მსახიობი ასევე.
ცუდი როლებისთვის ისე ბევრად კარგი მსახიობები შეგირჩევიათ
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123