არ არი ეგრე ძმაო
კი არ უნდათ
და კი არ ცდილობენ
აბსოლუტურად პირიქით არის
მცდელობაც კი არ ჰქონიათ
სურვილი კი მხოლოდ ამპარტავნებაში და თავხედობაში გამოიხატება
მაგათი სურვილი გამოიხატება იმაში, რომ რაც გადაიღეს, ის ვაღიაროთ შედევრად
რაის ფანი თუ ძმა ხარ
ფანი ვიქნებოდი რამე მაინც რომ ჰქონდეთ ნორმალური მაგ სერიალში - მუსიკის გარდა. ისიც ნიაზისაა და არა მაგათი

არც სცენარი
არც მსახიობი
არც სიუჟეტი
არც ხასიათი
არც სიღრმე
არც ლოგიკა (რაიმე სახის მაინც)
საერთოდ არაფერი
და რანაირად უნდა ვიყო ფანი?
ჩემზე ფანი არ ეყოლებოდა მაგ სერიალს ასეთი ლეღვობა რომ არ იყოს
მთელი 7 კვირის მანძილზე ვცდილობდი კარგი რამეების დანახვას
და სიამოვნებით მიღებას
მაგრამ ყოველი მომდევნო სერია ჩემი ენთუზიაზმისთვის მიყენებული დარტყმა იყო ხოლმე

ამ ნაგულისხმევმა შინაარსმა ხო საერთოდ გამომაშტერა
ბოლო სერიაში განსაკუთრებით
მთელი სცენარი ნაგულისხმევი იყო
და მხოლოდ კულმინაციები აღბეჭდეს კადრზე
ჰოდა თქვე კაი ხალხო
თუ ზემოთ რომ ჩამოვთვალე ისინი არ გაქვთ
და თან ფილმის სცენარიც მე უნდა წარმოვიდგინო და ვიგულისხმო
რა ჯანდაბადღა უნდა გიყუროთ ჰა?
სექტემბრამდე კი არა, აგერ 1 კვირაც არ გასულა ბოლო სერიიდან და უკვე ვრწმუნდები რომ არ ღირს გაგრძელება
ამომეწურა ენთუზიაზმი ბლიაწ
შედევრის გადაღება უნდათო
ცდილობენო
სერიალს დაწყების წინ უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა - გადაღებულია ინფანტილური, გამოუცდელი და თანაც თავხედი რეჟისორის მიერ
ეგრე განაგრძონ და უინტელექტო და მხოლოდ კადრის ფერადოვნებაზე დახამებული და ისიც თინეიჯერი მაყურებელი თუ შერჩებათ
და ალბათ აღიარებს კიდეც ეგ სეგმენტი მაგ სერიალს შედევრად
მხოლოდ თვითკმაყოფილების მიღწევა თუ უნდა რეჟისორს, კი უნდა მიაწვეს მაგ ნიშას
სხვას ვერავის მოაწონებს მაგ აბდაუბდას, სერიალი რომ დაარქვეს და