მოკლედ ბოლო თავი გადასარევია
აი ჟრუანტელებიც და ყველაფერიც
მაგრამ ერენი მომენატრა (პირველად 126 თავის განმავლობაში) :/ და იმის ფონზე რომ ახლა რასაც შვებიან ეგ რომ ოდესმე თავისით მოეფიქრებინათ და გააერთიანებულიყვნენ ამ ყველაფრის გაკეთება არ მოუწევდა ერენს, ეგეც საწყენია
უბრალორ რა ვიცი, ...go to where და to save the world, მაგრამ ვისგან კაცო, ერენ იაგერისგან? ყველაზე რომანტიკოსი, თავზეხელაღებული და ცინგლიანი ერენ იაგერისგან?
კი მახსოვს და ვიცი ისაიამას როგორ უყვარს გმირების შემოტრიალებაც, მკითხველზე დაცინვაც და მუდმივად იმ პოზიციაშიც გვამყოფებს რომ ვიცით რომ არფაფერიც არ ვიცით
მაააააგრამ, ურჩევნია რაიმე ძალიან კარგი დასასრული ჰქონდეს მოფიქრებული
არც ისეთი კლიშე, სინამდვილეში ერენი რომ კეთილი და ბულკია და არიქა ყველას გასაერთაინებლად გაიხადა თავი ვილანი და არც ისეთი, ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც მართლა სჯეროდა სამყაროს გადარჩენის, ახლა ვილანი რომ გამოვიდეს
რასაც ვატყობ უფრო მეორესკენ მიდის და საერთოდ არ მინდა ეგრე, იმიტომ რომ, თურმე ძაან მყვარებია ეგ პერსონაჟი
მოკლედ, ისევ იმის იმედად ვარ , რომ ერენმა მომავალი იცის და რასაც არ უნდა აკეთებდეს მაინც სამყაროს გადასარჩენად აკეთებს :3