სრული ნაგავი ფინალი.
ერთ-ერთი საუკეთესო სცენარი ჰქონდა რაც ოდესმე წამიკითხავს, წარმოუდგენელი ბილდაფით, რამდენიმე ძალიან კარგი პერსონაჟით. ასეთი შეკრული სიუჟეტი მე ძალიან ცოტა მინახავს, თითქმის არსად, არც ფილმში, არც სერიალში, არც წიგნში. ყველა სცენა, ყველა მომენტი რომ პლოტ ფოინთი იყო.
120-121-122, 131 თავები - შედევრი, სხვა სიტყვა ვერ აღწერს მაგათ.
ამხელა იმედგაცრუება არცერთ ფილმზე/სერიალზე/წიგნზე/ანიმეზე მქონია. GOT-მა შეგვამზადა მაინც, ბოლო 3 სეზონი რეგულარულად უარესი და უარესი ხდებოდა.
გემოვნების ამბავიც კი არაა, იმხელა პლოტ ჰოლები შექმნა მთელ მანგაში ტიპმა 1 თავით. იმირის ამბავი არის გულისამრევი, წარმოუდგენლად ცუდი, განსაკუთრებით 122-ე თავის ერენის სფიჩის მერე - You are not a slave, you are not a god, you are just a human. და რა აღმოჩნდა ბოლოს

მანგის საუკეთესო თავი გააფუჭა ერთი პანელით ბოლოში.
3 უდიდესი მინუსი ამ თავის, რამაც ყველაფერი გააფუჭა:
1) იმირის სტოკჰოლმის სინდრომი (Shingeki no Stockholm Syndrom)
2) ერენს რომ მიკასა უყვარს თურმე

ნუ ეს კარგი ჯანდაბას, მაგრამ დაბლა რომ გდია და რაღაც სისულელეს ბურტყუნებს, როგორ არ უნდა რომ მიკასამ სხვა იპოვოს..
3) ვარიორებს რომ ყველაფერი ეპატიათ. გულისამრევად არადამაჯერებელია. ჟანი და რაინერი ძმაკაცობენ
დანარჩენი ასე თუ ისე აიხსნება. არ ვამბობ რომ კარგია, მაგრამ ახსნადია. უკეთესად აჯობებდა, თუმცა მთლად ნაგავი არ არის.
ლივაის სცენა ბრძოლის ველზე და საბოლოო Shinzou Wo Sasageyo კარგი იყო. ბანალური, მაგრამ კარგი გადმოცემით - ისევე როგორც მთელი სკაუტების პერსონაჟები პრინციპში, მთელი მანგის განმავლობაში. ნაცნობი, კლიშე სცენები, მაგრამ იმდენად მაღალი ხარისხის გადმოცემით, რომ მაინც მოგწონს.
თაიმ სქიფის შემდეგ რაც ხდება, ყველაფერი ლოგიკური, რეალური და დამაჯერებელია. ადამიანებს შორის ომი და cycle of hatred არასდროს დასრულდება. მშვენივრად მისდევს AoT-ის მთავარ თემას. კარგი იყო. ზუსტადაც მაგაზეა ტიტანები და მესამე სეზონის ბოლოს უნდა მივხმვდარიყავით ყველა, რომ რაც არ უნდა ფანტასტიკა გაჩითულიყო სიუჟეტის მომდევნო განვითარებაში, ისაიამას საყვარელი თემა მაინც cycle of hatred-ია, ჩაშლილი გენოციდად, რესურსებზე ომად და მოკლედ კაცობრიობის მთელ ისტორიად. ერენმა ეს ვერ დაასრულა, თუმცა არც ყოფილა მისი მიზანი არასდროს - და ბარემ ერენზე დავწერ ახლა:
კი, გააფუჭა პერსონაჟი. 120-121-122 და 131-ე თავების ერენმა რისი იმედიც მოგვცა მისი პერსონაჟის განვითარების მხრივ, ის ვერ მივიღეთ, მაგრამ მაინც მარტივი დასანახია ისაიამას რა უნდოდა და, სხვათა შორის, არც ისე ცუდი. ერენის მიზანი იყო ტიტანების განადგურება სამყაროდან და თავისი მეგობრების დაცვა. რასაც მიაღწია. კი, მთელი პერსონაჟის მუღამი და მამოძრავებელი ძალა "თავისუფლება" იყო და ყველა იმ "ნაცნობ" თავისუფლებას ვუკავშირებდით მის მიზნებს, როგორიც სხვაგანაც გვინახავს - მაგრამ საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდა "მონა" ბედისწერის, რომელსაც ვერასდროს გაექცეოდა და იძულებული იყო იმ გზას გაჰყოლოდა რომელიც მე-3 სეზონის ბოლოს ჰისტორიას ხელზე კოცნის შემდეგ დაინახა. და მივიღეთ მორიგი ტრაგიკული პერსონაჟი საბოლოოდ. ბევრგან შემხვდა უკვე და ხალხის 90% დასასრულს იმიტომ ლანძღავს, რომ ერენმა ვერაფერს მიაღწია და თავისუფლება არაფერ შუაში იყო მის მიზნებთანო. ტყუილია ეგ, თავისუფლება მოუპოვა ერენმა ელდიელებს, თუმცა არა სტანდარტული გაგებით. გასაგებია, ომი არ დასრულებულა, მაგრამ მთავარია რომ ტიტანები აღარ არსებობენ. არჩევანის თავისუფლება მისცა ერენმა ელდიელებს. მსოფლიოს გააგებინა რომ ტიტანები გაქრნენ და ახლა ყველას არჩევანი აქვს რომ ან ისევ გააგრძელონ ომი, ან მშვიდობა დამყარდეს. აქამდე ეგ არჩევანის თავისუფლება არ ჰქონდათ. მათზე არ იყო დამოკიდებული ომის გარდაუვალობა და ახლა ეგ შეიცვალა. ახლა ყველას შეუძლია აირჩიოს, რა უნდა. ახლა მოლაპარაკებებსაც აქვს აზრი. 130-ე თავში ხომ ვნახეთ, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა ტიტანების არსებობის გამო - მშვიდობა არასდროს დამყარდებოდა. ახლა კი, თუნდაც ელდია დამარცხდეს, თუნდაც ერენის სამეგობრო დაიხოცოს, ახლა უკვე ტიტანებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იქნება. ახლა შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ მომავალზე გავლენა მოახდინონ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდაუვალი ჩარევის გარეშე. და ეს ერენის დამსახურებაა. ნაწილობრივ მიაღწია მიზანს, მაგრამ არა სრულად. არც იყო საჭირო რომ სრულად მიეღწია, AoT-ია ეს, და არა ნარუტო.
მოკლედ, საკმარისად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ მოტივი გასაგებია ისაიამასი და თუ დაუფიქრდებით, ძალიან ცუდი არ არის. უკეთ გადმოცემა შეიძლებოდა და იმედია ანიმეში მიხედავენ შესაბამისად, როგორც საჭიროა.
მაგრამ, აი მანდ უნდა დაემთავრებინა და მორჩა. სამწუხაროდ WANNABE LELOUCH-მა მაინც გააფუჭა ეგ ჩანაფიქრი. სრულიად ზედმეტი იყო და მხოლოდ იქამდე უნდა მისულიყო, რაც ზემოთ დავწერე. თან ლილუშობა მოინდომა, თან ჩაფლავდა. რაც ძალიან მოსალოდნელი იყო. თუმცა, რაღაც თავისებურ ხიბლს მაინც აძლევს ერენის პერსონაჟს ეგ ფაქტი, რომ ეგონა ლილუშობა გამოუვიდოდა - ისევ პირველი სეზონის გულუბრყვილო, თავქარიან ერენად დარჩენილა, ისევ ბავშვია, რომელმაც ვერ გაუძლო მესაზე სეზონის ბოლოს, დაჯილდოვების ცერემონიაზე, ჰისტორიას დახმარებით დანახულ მომავალს.
დედამისის შეჭმის ამბავი ზედმეტია და მგონი უბრალოდ ფანდომს აყვა თეორიებში. არაფერში იყო საჭირო.
ბოლო 4 გვერდი და მიკასას სცენა ლამაზია და კარგი. წაუბანალურებს, მაგრამ ძალიან კარგია მაინც. ანიმეში სასწაული გამოვა, როცა გადაიღებენ
მოკლედ, ფაქტიურად შედევრი მანგის ცუდი დასასრულია. მაინც მაგრად დამამახსოვრდება, თუმცა პოტენციალი ვერ გამოიყენა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ბევრად უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, იაპონელებმა ხომ დამთავრდება არ იციან
იმირის ფრიცის მიმართ სიყვარული რომ არა, ბევრად უკეთესად ჩავთვლიდი ამ დასასრულს, ყველაფრის მიუხედავად. საზიზღრობაა უბრალოდ ეგ ამბავი და რამ მოაფიქრებინა არ ვიცი.
მოკლედ, Code Geass რჩება საუკეთესო დასასრულის მქონე ანიმედ.