სპოილერები, ვისაც არ გინახავთ ფინალი არ წაიკითხოთ.
თაიმლაინი:მოკლედ და კონკრეტულად, ბერნარდმა გახსნა ის კარი, რომელიც სხვა ვირტუალურ სამყაროში გადაუშვებდა ჰოსტებს, სადაც სამუდამოდ ისე იქნებოდნენ როგორც თავად სურდათ. დოლორესმა არ მოუწონა საქციელი, მისი აზრით, ეს იგივე მონობა იყო, ერთადერთი რეალური სამყარო რომელიც არსებობს ადამიანებისაა და თუ თავისუფლება გვინდა მანდ უნდა გავიდეთო. კარის დახურვა სურდა და ბერნარდმა შეჩერების მიზნით მოკლა დოლორესი.
ბერნარდმა მოითხოვა დაცვა შავგრემანი ინჟინერი ქალისგან, ის ქალიც შეპირდა დაცვას და როდესაც შარლოტა ჰეილს წაუყენა ულტიმატუმად ბერნარდის უსაფრთხოება ჰეილმა უბრალოდ მოკლა ქალი. ეს დაინახა ბერნარდმა და მიხვდა რომ დოლორესი მართალი იყო, ადამიანები მიუხედავად ყველაფრისა არ შეიცვლიან ჰოსტების მიმართ პოზიციას და მუდამ მათ დამორჩილებას ეცდებიან.
ბერნარდი აკეთებს შარლოტა ჰეილის პროტოტიპს, შიგ დგამს დოლორესის კოდს, შესაბამისად დოლორესი, შარლოტას ჰოსტის სხეულში კლავს ნამდვილ შარლოტას და ანაცვლებს მას.
გადის ერთი თუ ორი კვირა:
შემდეგ მივყვებით მეორე სეზონის დასაწყისს. ბერნარდი იპოვა პარკის დაცვამ, მაღალმა კაცმა [ფლოკის როლს რომ ასრულებს ვიკინგებში] და შარლოტამ. დაიწყეს ყველაფერში გარკვევა, რა მოხდა, აკეთებენ ჰოსტების დიაგნოსტიკას, დადიან სხვადასხვა ადგილებში.
ამ პერიოდში შარლოტა ჰეილი მკვდარია, მის მაგივრად სულ დოლორესი დაყვება ჰეილის ჰოსტში მყოფი. მთელს ამ დროს ბერნარდს არაფერი ახსოვს, სპეციალურად ახდენს თავისი მეხსიერების დაბლოკვას, რათა დაკითხვისას არ გაიგონ ყველაფერი, ამას ისე ახერხებს რომ თავადაც ვერ აანალიზებს ამას.
ბოლოს ყველაფერი რომ ირკვევა შარლოტა [დოლორესი] კლავს ყველას, დელოსის ჯგუფს და ბერნარდსაც და გადის კუნძულიდან.
თან მიაქვს ბერნარდის და რამოდენიმე ჰოსტის კოდი, თუმცა რომლების არ ვიცი. მიდის ფორდის [ან არნოლდის] სახლში, სადაც არის ჰოსტების შესაქმნელი დანადგარი და იქ ჰქმნის საკუთარი თავის და ბერნარდის ვიზუალიზაციას. ანუ ადამიანების სამყაროში, პარკს გარეთ არის უკვე დოლორესი, ბერნარდი და შარლოტას სხეული [ამაში რომელი ჰოსტი გაუშვა არ ვიცი].
რა სჭირდა ბერნარდს:ბერნარდს ფორდი ეჩვენებოდა მეორე სეზონის ბოლო სერიებში, ეგ ფორდის ჰალუცინაციები სინამდვილეში ბერნარდის ქვეცნობიერიდან მოდიოდა, ბერნარდი ეთანხმებოდა დოლორესს, მაგრამ თავადაც ვერ აანალიზებდა ამას, საკუთარი ხმა სხვისი ბრძანება ეგონა და მოკლედ ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში, მაგრამ ჰეილის მიერ ინჟინერის მკვლელობამ შეცვალა ყველაფერი. ბერნარდს მოუვიდა ის, რაც დოლორესს პირველ სეზონში, ანუ "გამოღვიძება".
კოდებით სავსე ვირტუალური ბიბლიოთეკაპარკის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში დელოსი ახდენდა სტუმრების სკანირებას. აკოპირებდნენ ყველაფერს, იღებდნენ ადამიანის კოდს.
ადამიანები რითი გასხვავდებიან ჰოსტებისგან? იმით რომ მათ გააჩნიათ საკუთარი არჩევანი, როდესაც ჰოსტიც იღებს საკუთარ არჩევანს და უხეშად რომ ვთქვა, საკუთარი თავის პატრონი ხდება, იგი უტოლდება უკვე ადამიანს. ადამიანის კოდი კი არის ყველაფერი ის, რისგანაც ადამიანი შედგება, კონკრეტულ რაღაცაზე რა ქმედებებს განახორციელებს მაგის ვარიაციებით. რომელიმე ადამიანის კოდი რომ აიღო და ჰოსტში მოათავსო მიიღებ იმ ადამიანს. არანაირი განსხვავება არ იქნება ცოცხალი ადამიანისგან, ხო? გონება, მეხსიერება, სურვილები, ყველაფერია, პლუს არის ხელოვნური სხეული, რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანს შეუძლია უკვდავი გახდეს, აღარ დაბერდება, სხეული აღარ შეიცვლება. მაგრამ ჯეიმს დელოსის მაგალითზე ჩანს რომ ეს შერწყმა წარუმატებლად სრულდებოდა.
ჰოდა, ეს ვირტუალური ბიბლიოთეკა იყო საცავი 4 მილიონი ადამიანის კოდებისა. ამ ვირტუალურ ბიბლიოთეკაში შესვლისთვის საჭირო იყო პიტერ აბერნატის კოდი, რომელიც განსაკუთრებული იყო, რაღაც ვირტუალური კოდების ბიბლიოთეკის გასაღების მსგავსი. სწორედ ამით მოახერხეს დოლორესმა და ბერნარდმა შესვლა.
ამიტომ ნადირობდა დელოსიც აბერნატიზე.
კარი, სადაც ჰოსტები გადავიდნენ:ვირტუალური, შეუხებელი სამყაროა ჰოსტებისთვის. ეს და კოდების ბიბლიოთეკა ერთმანეთთან კავშირში არაა.
ჰოსტები გადავიდნენ აქ, დატოვეს თავიანთი სხეული.
უხეშად რომ ვთქვა, აი სამოთხის არსებობის შემთხვევაში, ახლა რომ დავტოვო მე ჩემი სხეული და გონებრივად, გადავიდე იქ, რაღაც მსგავსია.
ის კარი რომ გაიღო მაგას მხოლოდ ჰოსტები ხედავდნენ, აი ფელიქსი და მისი მეგობარი, ადამიანები მაგიტომ იყვნენ იქ გაკვირვებული, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებაო და უკვირდათ ჰოსტები რომ ხტებოდნენ კლდიდან.
შემდეგ უკვე ეგ ტერიტორია წყალმა დატბორა და ორი კვირის შემდეგ, ბერნარდმა, დელოსის ჯგუფმა და შარლოტამ რომ ტბა ნახეს მკვდარი ჰოსტებით სავსე ეგ იყო ზუსტად.
რა მოუვიდა ვილიამს:ზემოთ რაც დავწერე ეგ უკვე გარკვეული და დამტკიცებულია, მაგრამ ვილიამზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
ვილიამი ლიფტით ჩავიდა იმ ოთახში სადაც ბერნარდმა მოკლა დოლორესი და დაიწყო ოთახის და პარკის დატბორვა. ოთახი წყლით სავსე აღარ არის, მაგრამ განადგურებულია. ისე გამოიყურებოდა ოთახი თითქოს ძალიან დიდი დრო გავიდა და არა რამოდენიმე წუთი ან საათი [როცა დოლორესი, ბერნარდი და ხელდაკარგული ვილიამი გარეთ დაშორდნენ ერთმანეთს].
მოკლედ, ვილიამი ნამდვილადაა ვირტუალური ბიბლიოთეკის ოთახში, რეალურად ხდება ეგ.
მერე უკვე იწყება დელოსის ჰოსტის და ვილიამის დიალოგის მსგავსი მოქმედება ემილისა და ვილიამს შორის, ეს ხდება მომავალში.
ვილიამმა თავისი კოპირებული კოდი, მოათავსა ჰოსტში და იგივე პროცედურებს ატარებს რასაც დელოსზე ატარებდა. ემილი რა თქმა უნდა ჰოსტია, ნამდვილი ხომ მოკლა თავად ვილიამმა.
რა იქნება მესამე სეზონში არ ვიცი, როდის გამოდის მგონი ეგეც არაა ცნობილი, მაგრამ ფინალიდან გამომდინარე:
დოლორესს აქვს შარლოტას სხეული პარკს გარეთ, ანუ შარლოტას მეშვეობით შეუძლია დელოსის პროექტებში ჩარევა, ყველაფერში გარკვევა. თუ გავითვალისწინებთ რამდენად ცნობისმოყვარეა, უეჭველად დაიწყებს ქექვას მანდ.
ანუ მომავალ სეზონში ტისა ტომპსონი [შარლოტას როლის შემსრულებელი] უნდა იყოს უეჭველი.
This post has been edited by weasel on 27 Jun 2018, 00:27
მიმაგრებული სურათი