ვერაფრით ვერ ვხვდები რატო არ მოგწონთ მიშონის საქციელი? რიკის გათიშვა ყველაზე ლოგიკური და აზრიანი საქციელი იყო, ტიპი უკვე ტრანსში იყო, კი უეჭველს ამბობდა მაგრამ ისეთი სახით და მანერებით რომ ცვეტში იფიქრებდი გააფრინაო, ასე რომ მის ერთ სიტყვასაც არავინ დაიჯერებდა, ან ერთმანეთის ხოცვაზე, კი არადა მოსახლეების ხოცვაზე უნდა გადასულიყვნენ ან რიკი უნდა გაეთიშათ, რისი აზრიც მიშონს ეყო
კეროლი მართლა სეზონის პერსონაჟია, ჯესის ქმართან საუბარმა დაგლიჯა, აი ძალიან მაგრად შეუსრულა და გულუბრყვილო ღიმილს რომ ირგებს ხოლმე მაგ მომენტზე სულ მაგრად მეცინება

საშა და პადრე ნერვებს მიშლიან, დაეხოცათ ვაფშე ერთმანეთი, გასაგებია ზომბი აპოკალიფსი, დეპრესია და რამე მაგრამ როდემდე. რით ვერ მოუარეს თავის ტარაკნებს, ბოლო ბოლო გადაწყვიტონ სიკვდილი უნდათ თუ სიცოცხლე
რიკს ის აკლია რაც კეროლს უხვად აქვს, ადამიანებთან მიდგომის შერჩევის უნარი. ორივე ფთხილია რაც ჭკვიანურია, მაგრამ კეროლს შესწევს უნარი თავისი სიფრთხილე დაფაროს, რიკი კიდე ეგრევე უნდა ეტაკოს და მწარე სიმართლე, გიჟის ჟესტიკულაციით ატაკოს ხალხს, რაც არავისთვისაა მომგებიანი
კარლი მართალი იყო უნდა აუხსნას ისე რომ გაიგონ, კეროლის არ იყოს ეგ ხალხი ბავშვებს გავს და ბავშვებს ზღაპრები ჭირდებათ
და ბოლოს რიკის საქციელი იყო სრული აბსურდი, ადრეას ერთ გამოხედვაზე ეგრევე ყველას თვალწინ რომ ტყვია დააჭედა პიტერს, არ მგონია ეგ სწორი, ყველამ დაინახა რომ შემთხვევითობა იყო ის რაც მოხდა და ასე ეგრევე მოკვლა ყველას თვალწინ ისე რომ სიტყვაც არ ათქმევინეს არ იყო სწორი
ის W ჯგუფი რას ჩალიჩობს? რა მუღამი აქვთ ხალხს რომ აზომბებენ მაინც ვერ გავიგე
ეს ბოლო სერია იყო სეზონის?
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................