რატომ არ ჰქონდა წაგებული, ეგ სხვა საკითხია

პირველივე ბრძოლის წაგებისგან ზუსტად ფრეიმ იხსნა, რომ გადაუშვა მეორე მხარეს და დაიხსნა ბებერი ლომის კლანჭებისგან

შემდეგ ჯეიმის ჩასაფრება მოუწყო. ჯეიმის სამარშოდ დაწყობილ კოლონას შეუტიეს რამდენიმე მხრიდან, წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც არ მისცეს ფაქტიურად. მინიმუმ სამმაგი უპირატესობა ჰქონდა რობს ამ ბრძოლაში და + ჩასაფრებული იყო.
აქ რომ არა ახალგაზრდა კარსტარკები, აკუწავდა ჯეიმი რობს.
შემდეგ რივერანთან თავს დაესხნენ მოალყე არმიას.
სამად გაყოფილ 4-4 ათას ქვეითს. აქაც მოულედნელობის გარდა სამხედრო ძალით დიდი უპირატესობა აქვს რობს.
და შემდეგ ოკს კროსთან(რაღაც ასე ერქვა) მძინარე არმიას დაარტყა 6-7 ათასიანი კავალერიით, უმეტესობა ისე ამოხოცეს, იარაღის ხელში აღება ვერ მოასწრო.
ერთადერთი ნამდვილი ბრძოლა ტაივინსა და ბოლტონს შორის იყო და იქ ძალიან ადვილად გატეხეს ჩრდილოელები და გააქციეს. სხვა შედეგი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლტონს მხოლოდ ქვეითები ყავდა ლანისტერების საუკეთესო არმიის წინააღმდეგ.
რობი ისეთი პერსონაჟია, რომ მართლა თანაუგრძნობ. პატარა ბიჭია, რომელიც არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც საჭიროა, ითვალისწინებს რჩევებს, მიდის დათმობებზეც თუ საჭიროა...
აი დედამისი რომ არ დასაჯა ღალატისთვის, მანდ უკვე გამოჩნდა, არ ივარგებდა მეფედ.
მერე ფრეის უღალატა და... ამის მერე უკვე მეცოდებოდა რაღაცნაირად, თორემ ვხვდებოდი მისი შანსები ნულს გაუტოლდა.