>gorski*JDM*lover>ნუ ჯერ ქასთის ინტერვიუებს ვუსმენ, როცა დრო მაქვს და ისტორიული ნაწილის სიღრმისეულ კვლევაზე არ გადავსულვარ.
მაგრამ, თვალი გადავავლე რამდენიმე ვიდეოს და რამდენადაც მახსოვს, რაგნარი და როლო ერთმანეთთან საერთოდ არ იკვეთებიან.
არ მიყვებიან ისტორიას და ამიტომ არის უფრო საინტერესო.
მაგ.: გისლა უშვილო იყო. რაგნარის პირველი პირველი შვილი ივარია. ბიორნის დედა ასლაუგი იყო და.შ.
ერთმანეთს ვერ დახოცავენ, ჰო
მაგრამ ჩემთვის საინტერესოა,ეს წინა პერიოდები,
როგორ მიჰყავთ გმირები იმ ზომამდე, რომ ერთმანეთი მოსაკლავად გაიმეტონ.
პირდაპირ დაბრუნება და ბათლი რომ ეჩვენებინათ, მაგარი ფეიქი იქნებოდა
მე არ დავიჯერებდი, რომ პარიზული ცხოვრებით, ფეშენით, სამეფო კარით და პრინცესათი მოხიბლული როლო ძმას სასიკვდილოდ გაიმეტებს.
გისლა უნდა შეუყვარდეს, იმენნა უნდა შეუყვარდეს. იმიტომ რომ ვერც გავლენის და ვერც ძალაუფლების გულისთვის მანამდე ძმა ვერ მოკლა.
არც იმას დავიჯერებდი, რომ ბიორნი, რომელიც წინა სეზონებში დოყლაპიასავით დასდევდა გოგოს, დინასტიის დამაარსებელი გახდება.
სიმტკიცე უნდა მისცენ, მონარქისთვის აუცილებელი ცივსისხლიანობა და სისატიკეც.
ამიტომაც, მომეწონა მისი საკუთარი თავის საძიებულად განხორციელებული ვოიაჟი.
დათვთან ბრძოლაც საჭირო იყო, ყინულიან წყალში ჭყუმპალაობაც და ასასინთან პირისპირ შეხვედრაც.
იმიტომ რომ თავიდან ძალიან სუსტი მეჩვენეობდა
მეთქი მსახიობი ვერ ქაჩავს
მეგონა, როლს ჩააგდებდა. ამ სერიაში მააააგრა გაასწორა.
რაგნარი რომ უცებ წამომხტარიყო და ვსიო, ჩამოვხსნი აწი ფლოკის, ცოდოა ოდინ ^^ მაგარი დებილობა იქნებოდა.
ამიტომ დადეს ჰელგას ისტორია და უმაგრესი გამოცხადება.
"გაწელილია ewwww" სასტავის არ მესმის