ვიცი რომ კითხულობთ სერიალის გადამღები ჯგუფიდან
ეს სერია იყო კ ი ნ ო!
პირველ სეზონებს ვუყურებდი როგორც გასართობს, მერე ხან ვუყურებდი ხან არა, ამ სეზონს დიდი პატივი ვეცი, როგორც სოციალურ სატირას, რეალობის გროტესკულ სარკეს, (მერედა მასალა არა გაქვთ თუ) მაგრამ ეს სერია სულ სხვა დონეა, კინოხელოვნებას მიუახლოვდა))
სცენარისტს ყოჩაღ! დიალოგები, გადასვლები, მოგონებების ნაგლეჯები, ხასიათების გახსნა ერთი შტრიხით.
მსახიობებს ბრავო- განსაკუთრებით ბახუტაშვილს, ნიუანსები, შუქ-ჩრდილები
აუუუ ცოტნეს ტყემალნაჭამი ძაღლის აწყლიანებული თვალები)) მართლა დავიჯერე რომ უყვარს))ნუ ძალიან გატაცებულია მაინც.
სრულიად დასაჯერებელი სიტუაციაა. თანამედროვე, ყოველგვარ ილუზიას მოკლებული, ფეხებზე მკიდია ეგოისტი ისტერიული, ამბიციური, გულისგულში მაინც კეთილი და საცოდავური, არა ბოლომდე ახვარი და სასტიკი ცოტნე. როგორც ჩანს აქამდე მართლა არავინ ყვარებია, ანუ გულწრფელად აღტაცებული და მოხიბლული არავისით ყოფილა. ადამიანია მაინც და რაც არ უნდა იყოს სიყვარულის უნარი აქვს)) თან მაგარი ბედნიერია. სიყვარულის ნიშანია ეს. როცა გიყვარს და არ გიტყდება არაფერი))) ან ძლიერი გულწრფელი გატაცების. ჰოდა ამას ყველაფერს მსახიობი ათიანზე გადმოსცემს. შეგრძნება მაქვს რომ უძლიერესი დრამატურგის უმაგრესი პიესის ერთი კარგი მოქმედება ვნახე სცენაზე.
ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მიხარია საინტერესო პროექტის უფრო მაღალ რანგში გადაპარვის მომენტი შარჟიდან მართლა კინომდე. ხშირად გადაიპარეთ ხოლმე რა! გელოდებით